ჩემი სივრცე
მთავარი გვერდის ბანერი უქმე დღეებისთვის

მოითხოვე ხელფასზე 10-ჯერ მეტი თანხა

აიღე სესხი 2 წუთში

სესხის კალკულატორი

მიახლოებით განსაზღვრე სესხის ოდენობა, ვადა და ყოველთვიურად გადასახდელი თანხა

  • სესხის თანხით
  • შემოსავლით

მინ. 100₾ - მაქს. 80000₾

ყოველთვიური შენატანი

0D
სესხის თანხა
0D
ვადა
თვე
საპროცენტო განაკვეთი
12.5%-დან
ეფექტური პროცენტი
15.5%-დან
ისარგებლე რეფინანსირებით

ისარგებლე რეფინანსირებით

გადმოიტანე, გააერთიანე, გადაიხადე ნაკლები

მოითხოვე სესხი
თუ ხარ თვითდასაქმებული

თუ ხარ თვითდასაქმებული

თუ ხარ თვითდასაქმებული სესხის აღება ნებისმიერი დანიშნულებით, ნებისმიერი პირისგან ჩარიცხული ანაზღაურების საფუძველზე შეგიძლია

მოითხოვე სესხი
სესხი ემიგრანტებისთვის

სესხი საზღვარგარეთ დასაქმებულებისთვის

მოითხოვე თანხა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

გაიგე მეტი
გაიაქტიურე საკრედიტო შეთავაზებები

გაიაქტიურე საკრედიტო შეთავაზებები

გაიგე მეტი
გადმოწერე მობაილბანკი
გადმოწერე მობაილბანკი
დაასკანერე QR
app story button app story button
Tbc mobile bank qr

ხშირად დასმული კითხვები

  • რა ტიპის სესხით სარგებლობაა შესაძლებელი ვებ-გვერდზე tbccredit.ge?
    tbccredit.ge-ის ვებგვერდზე შეძლებ სამომხმარებლო სესხით სარგებლობას. ამისათვის, უნდა შეავსო სესხის განაცხადი და შენი შემოსავლების მიხედვით დაიმტკიტო ლიმიტი, თანხა კი თიბისიში არსებულ ანგარიშზე ჩაგერიცხება.

    ასევე შეძლებ გაიაქტიურო წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი. ამისთვის უნდა შეავსო სესხის განაცხადი და დამტკიცებული ლიმიტი პირდაპირ ანგარიშზე ჩაგერიცხება.
  • ვის შეუძლია tbccredit.ge-ზე სესხის მოთხოვნა/აღება?
    სესხის აღება/მოთხოვნა შეგიძლია, თუ ხარ:
    • 18-62 წლის საქართველოს მოქალაქე;
    • თიბისის მომხმარებელი (გაქვს ან წარსულში გქონია ნებისმიერი ტიპის ანგარიში, ანაბარი, განვადება ან სესხი თიბისიში);
    • გაქვს შემოსავალი, რომელსაც იღებ ხელზე ან გერიცხება ნებისმირი ბანკის ანგარიშზე/ბარათზე: ხელფასი, გზავნილი, დივიდენდი, იჯარა, ხარ თვითდასაქმებული ან საზღვარგარეთ დასაქმებული.
  • რა ტიპის შემოსავალი უნდა მქონდეს სესხის ასაღებად?
    სამომხმარებლო სესხის ასაღებად უნდა გქონდეს ხელფასი, გზავნილი, იჯარა, დივიდენდი, უნდა იყო თვითდასაქმებული ან საზღვარგარეთ დასაქმებული.
  • როგორ დავადასტურო ჩემი შემოსავალი?
    შემოსავლის დადასტურება ხდება იმის მიხედვით თუ რა ტიპის შემოსავალი აქვს მსესხებელს:
    • ხელფასი რომელიც ირიცხება ბანკში - დასადასტურებლად საჭიროა ბოლო 4 თვის სახელფასო ამონაწერი
    • შემოსავალი, რომელსაც იღებ ხელზე უნდა დაადასტურო ვიდეო ზარის ან საქმიანობის ადგილზე ვიზიტის საშუალებით
    • გზავნილი - საჭიროა ბოლო 6 თვის გზავნილის მიღების ამონაწერი ან ასევე ბოლო 6 თვის მანძილზე მიღებული გზავნილს მიღების ქვითრები
  • რა დრო სჭირდება სესხის დამტკიცებას?
    ვებგვერდზე განაცხადის შევსებას, სესხის მოთხოვნას და პასუხის გაგებას სულ 2-3 წუთი სჭირდება. თუ ანაზღაურებას იღებ რომელიმე ბანკის ბარათზე მინიმუმ 4 თვის განმავლობაში, შემოსავალი ავტომატურად დაგიმტკიცდება. სხვა შეთხვევაში, შესაძლოა დაგჭირდეს შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    შემოსავლის დადასტურების დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის შემოსავალს ადასტურებ. აქვე აუცილებელია იმ განყოფილების სამუშაო საათების გათვალისწინება, სადაც შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია განიხილება.

    სამუშაო დრო:

    ორშაბათი-პარასკევი, დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე. შესაბამისად, 8 საათის შემდეგ გადმოგზავნილი დოკუმენტაცია განიხილება მომდევნო სამუშაო დღეს, დილის 10 საათიდან.
    შაბათ-კვირა: დილის 12-დან საღამოს 8 საათამდე. შესაბამისად 8 საათის შემდეგ გადმოგზავნილი დოკუმენტაცია განიხილება მომდევნო სამუშაო დღეს, 12 საათიდან.
    ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ, სესხი მომენტალურად ჩაგერიცხება ანგარიშზე.
  • შემიძლია სესხის მოთხოვნა/აღება თუ ხელფასი სხვა ბანკში მერიცხება?
    დიახ. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ბანკში გერიცხება ხელფასი, მთავარია გქონდეს მინიმუმ 3 ჩარიცხვა. ჩვენ ავტომატურად დავინახავთ შენს შემოსავალს და დაგითვლით სესხის ლიმიტს, დამატებითი ინფორმაციის მითითების ან დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე.
  • შემიძლია სესხის მოთხოვნა/აღება თუ ანაზღაურებას ხელზე ვიღებ?
    დიახ, შეგიძლია. ამ შემთხვევაში სესხის აღებას/მოთხოვნას შეძლებ როგორც თვითდასაქმებული. შემოსავლის დასადასტურებლად, უნდა ჩაგვერთო ვიდეო ზარით და გვაჩვენო შენი სამუშაო სივრცე. მაგალითად: თუ ხარ ხელოსანი და ავეჯზე მუშაობ, შეგიძლია გვაჩვენო ბოლო ნამუშევრები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებ სამუშაო პროცესში.
  • შემიძლია სესხის მოთხოვნა/აღება თუ იჯარა, დივიდენდი ან გზავნილი მერიცხება?
    ანგარიშზე დივიდენდის, იჯარის ან გზავნილის დარიცხვის შემთხვევაში, სესხის აღება შესაძლებელია. დაგვჭირდება მხოლოდ 6 თვის ამონაწერი.
  • შემიძლია სესხის მოთხოვნა/აღება თუ საზღვარგარეთ ვარ დასაქმებული?
    დიახ, საზღვარგარეთიდან ჩარიცხული თანხის შემთხვევაში, სესხის მოთხოვნა/აღება შესაძლებელია.
  • შემიძლია თუ არა სესხების გადაფარვა/გაერთიანება ვებგვერდზე?
    დიახ. თუ გაქვს აქტიური სესხი/სესხები ნებისმიერ ბანკში, განაცხადის შევსებისას გამოგიჩნდება 2 შეთავაზება: 1) ახალი, დამოუკიდებელი სესხი; 2) სხვა სესხების გადაფარვა. შეგიძლია აირჩიო სხვა სესხების გადაფარვა, მონიშნო ის სესხები, რომელთა რეფინანსირებაც (გადაფარვა) გინდა და სურვილისამებრ დაიტოვო ხელზე ასაღები თანხა. Რეფინანსირების (სესხების გადაფარვა) შემთხვევაში შესაძლებელია ისარგებლო უფრო მეტი სესხის თანხით.
  • რომელი სესხების გადაფარვას შეძლებ tbccredit-ზე?
    შენ შეგიძლია გადაფარო ნებისმიერ ბანკში არსებული/აქტიური არაუზრუნველყოფილი სესხები (მაგ: განვადება, განაწილება, საკრედიტო ბარათი, ოვერდრაფტი, სამომხმარებლო სესხი) რეფინანსირების (სესხების გადაფარვა) შემთხვევაში შესაძლებელია ისარგებლო უფრო მეტი სესხის თანხით.
  • რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?
    ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აერთიანებს სესხის ყველანაირ ხარჯს, მაგალითად: დაზღვევის პროცენტი, გაცემის საკომისიო, წლიური საპროცენტო განაკვეთი და სხვა.
სესხის პირობები
ლიმიტზე მეტი თანხის მოთხოვნისთვის დაგვიტოვეთ ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით

გაცნობებთ, რომ თიბისი ბანკი თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნებით ამუშავებს, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით გთხოვთ გაეცნოთ პერსონალური მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.