დაბალპროცენტიანი სესხი თიბისი კრედიტისგან
გაუთვალისწინებელი ხარჯების თუ მოულოდნელი ფინანსური პრობლემების დროს დაბალპროცენტიანი სესხი მარტივი და ხელმისაწვდომი გამოსავალია. თუ თქვენ თქვენზე მორგებულ პირობებს ეძებთ, მაშინ აუცილებლად უნდა შეამოწმოთ რა ტიპის სესხს გთავაზობთ თიბისი კრედიტი.
როგორ მივიღოთ დაბალპროცენტიანი სესხი
ონლაინსესხების ციფრული პლატფორმა – თიბისი კრედიტი სწრაფ, მარტივ და კომფორტულ სერვისს გთავაზობთ. აქ შესაძლებელია დისტანციურად, ონლაინრეჟიმში მიიღოთ სესხი თქვენი საჭიროებებისთვის. განაცხადის შესავსებად სულ რამდენიმე წუთია საჭირო, პასუხს კი დაუყოვნებლივ, ავტომატურ რეჟიმში მიიღებთ.
თიბისი კრედიტზე სესხის ასაღებად საჭიროა, რომ თქვენ:
- იყოთ 20-დან 62 წლამდე საქართველოს მოქალაქე
- გქონდეთ ერთი აქტიური ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში
- გქონდეთ მუდმივი სტაბილური შემოსავალი და ამის დადასტურება საბანკო ამონაწერით ან სამუშაო ადგილზე ბანკის წარმომადგენლის ვიზიტით შეძლოთ
თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ, მაშინ შეგიძლიათ მოითხოვოთ 100-დან 30 000 ლარამდე სესხი მაქსიმუმ 48 თვის ვადით.
თიბისი კრედიტი, სხვა ანალოგიურ მიკროსაფინანსო თუ საბანკო ორგანიზაციებთან შედარებით, ყველაზე დაბალპროცენტიან სესხს გთავაზობთ. ონლაინკრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი 21%-დან 37%-მდე მერყეობს, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 25%-დან 47%-მდეა. რიცხვებში ზედმეტად რომ არ დაიბნეთ, მოდით, ავხსნათ როგორ დაითვლება თქვენს კრედიტზე ყოველთვიურად გადასახდელი თანხა.
დაბალპროცენტიანი სესხი – მითი თუ რეალობა?
დაბალპროცენტიანი სესხის აღებისას საპროცენტო განაკვეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თიბისი კრედიტზე სესხის განაცხადის განხილვისას თქვენთვის ინდივიდუალურად დგინდება საკრედიტო ლიმიტი და საპროცენტო განაკვეთი. ეს ნიშნავს, რომ სისტემა აანალიზებს თქენს ყოველთვიურ შემოსავალს, მის სტაბილურობას, ამოწმებს თქვენს საკრედიტო ისტორიას და რეიტინგს, ასევე ამოწმებს მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას და ამის შემდეგ გიმტკიცებთ თქვენზე მორგებულ, სპეციალურად თქვენთვის შექმნილ სესხს ინდივიდუალური პირობებით. აქედან გამომდინარე, თქვენთვის სრულიად შესაძლებელი ხდება მიღებული სესხის სწრაფად, მარტივად და უმტკივნეულოდ დაფარვა.
ინდივიდუალურად დამტკიცებული საპროცენტი განაკვეთი კი არის მომხმარებლის ფინანსური რესურსის და მდგომარეობის გათვალისწინებით გამოთვლილი, მაქსიმალურად მასზე მორგებული რიცხვი. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ მიმდინარე ფინანსური სტატუსით ყველაზე დაბალპროცენტიან სესხს, რისი აღებაც საფინანსო კომპანიებშია შესაძლებელი.
რატომ ავირჩიოთ თიბისი კრედიტი?
თიბისი კრედიტი თიბისი ბანკის მიერ შექმნილი ონლაინსესხების პლატფორმაა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების მიხედვით მოქმედებს. აქ ყველა პირობა ღია და გამჭვირვალეა, მომხმარებლისთვის არ არსებობს დაფარული ხარჯი და თქვენ დაზღვეული ხართ მოულოდნელი უსიამოვნო ცვლილებებისგან. თიბისი კრედიტი მომხარებელზე ორიენტირებულ, მოქნილ და მოსახერხებელ პირობებს გთავაზობთ:
- სესხის გადახდისას თქვენ ერთდროულად ფარავთ ძირს და პროცენტს, რაც ნიშნავს, რომ ვადის გასვლის ბოლოს სესხი ავტომატურად ნულდება
- თიბისი კრედიტი პირველი საფინანსო ორგანიზაციაა, რომელმაც მომხმარებლებს სწრაფ სესხებზე რეფინანსირების სერვისი შესთავაზა
- თიბისი კრედიტი ქვეყნის ნომერ პირველი ბანკის – თიბისის მიერ შექმნილი კომპანიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ საქმე სანდო და კარგი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციასთან გაქვთ
- თიბისი კრედიტის მიერ გაცემული სესხი პირობების მიხედვით არაფრით განსხვავდება თიბისი ბანკის ფილიალში აღებული სესხისგან. აქედან გამომდინარე, მიღებული სესხი უარყოფითად არ აისახება თქვენს საკრედიტო რეიტინგზე.
ონლაინსესხის მიღება დღეისათვის სირთულეს ნამდვილად აღარ წარმოადგენს. ისღა დაგრჩენიათ დაბალპროცენტიანი სესხის აღებამდე გულდასმით შეისწავლოთ სხვადასხვა საფინანსო კომპანიის მიერ წარმოდგენილი პირობები, შეადაროთ და გააანალიზოთ ყველა დეტალი, გაითვალისწინოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოთ, რომელ ორგანიზაციას მიმართოთ სესხითვის. ჩვენ კი გვჯერა, რომ ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ნამდვილად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ!