ონლაინსესხი ძიძებისთვის
ონლაინსესხი ძიძებისთვის – ცოტა შემაშინებლად და არარეალურად ჟღეს: ის ავტომატურად მაღალპროცენტიან სესხთან ასოცირდება, სესხის აღება ძიძებისთვის კი თითქმის წარმოუდგენელია, ისინი ხომ თვითდასაქმებულები არიან და ხელფასს, როგორც წესი, ხელზე იღებენ.
მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ დავანგრიოთ ეს არასწორი სტერეოტიპი: პირველი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც უნდა შევეხოთ, პროდუქტის – ონლაინსესხის განმარტებაა. დღესდღეობით უამრავი სერვისი და პროდუქტი გახდა დისტანციური და თავისი სისწრაფით და მობილობით თითოეული ადამიანის ცხოვრებას ამარტივებს. საბანკო პროდუქტები დისტანციურად ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გახდა, მაგალითად, მობაილბანკმა ყველა მობილურ ტელეფონში, ყველა ჩანთაში და ჯიბეში პერსონალური ბანკის პრეცედენტი შექმნა. ონლაინსესხიც ერთ-ერთი გაციფრულებული, დისტანციურად ხელმისაწვდომი სესხია, რომელიც ბანკის ფილიალში არსებული სესხის ანალოგია და რომლის აღებაც სახლიდან ან ნებისმიერი ადგილიდან, 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდივე დღის განმავლობაშია შესაძლებელი. გაციფრულებას არ შეუცვლია პროდუქტი და მისი პროცენტი, შეცვალა მხოლოდ მისი ხელმისაწვდომობა და სესხის მიღების ფორმა.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი – თვითდასაქმებულთათვის სესხი აღების საკითხია. ხშირად ვისმენთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა – „მე სესხს ვერ ავიღებ, ხელფასი ბანკში არ მერიცხება“, „მე ძიძა ვარ და ვინ მომცემს სესხს“… სესხის აღება შეუძლია ყველას, ვინც 21 წლიდან 62 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ჯდება, თიბისი ბანკის მომხმარებელია და თავისი საქმიანობის და შემოსავლების დადასტურება შეუძლია.
საქმიანობის და შემოსავლების დადასტურება ძალიან მარტივია: სესხის განაცხადის შევსების დროს, როდესაც მსესხებელი თვითდასამებულის სტატუსს ირჩევს, ბანკის თანამშრომელი მოდის სამუშაო ადგილას და მსესხებლის საქმიანობის ამსახველ ფოტოებს იღებს – ამით დასტურდება, რომ მსესხებელი ნამდვილად დასაქმებულია და მას სესხის დაფარვის ვალდებულება გამოუვალ მდგომარეობაში არ ჩააყენებს.
ამ ეტაპზე, პანდემიამ დროში გაწელა ბანკის თანამშრომლის საქმიანობის ადგილზე ვიზიტი, ამიტომ სასურველია მსესხებელმა თადარიგი დაიჭიროს და სესხი უშუალოდ საჭიროების მომენტში არ მოითხოვოს, ვიზიტის დასაგეგმად ბანკს 2-3 სამუშაო სჭირდება, რაც შეეხება სესხის დამტკციებას, ვადები უცვლელია და სულ რაღაც 2 წუთს საჭიროებს.