როგორ მივიღოთ მოკლევადიანი სესხი თიბისი კრედიტისგან?
დღეს, როცა ბაზარზე მრავალი სხვადასხვა საფინანსო კომპანია უამრავ სხვადასხვანაირ სესხს გვთავაზობს, დამეთანხმებით, რთულია ყველა წარმოდგენილი პროდუქტის დეტალური შესწავლა, თუმცა როცა საქმე ფინანსებს და, მით უფრო, სესხს ეხება, აუცილებელია ყველა დეტალის გათვალისწინება და გარკვევა. თუ თქვენ მოკლევადიანი სესხით ხართ დაინტერესებული, მაშინ საჭირო დროს სწორ ადგილზე მოხვედრილხართ.
რა არის მოკლევადიანი სესხი?
მოკლევადიანი სესხი იგივე სწრაფი სესხია, რომელიც გადახდის შედარებით მოკლე ვადით გამოირჩევა. ასეთი სახის სესხი მინიმუმ ერთი თვით შეგიძლიათ აიღოთ. ხშირად მოკლევადიანი სესხი თანხის მხრივაც მცირე მოცულობის სესხია, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლები ხელფასის ჩარიცხვამდე იღებენ. ასეთი სიტუაცია კი ყველასთვის ნაცნობია – ხანდახან მოულოდნელად გვჭირდება თანხა სამკურნალოდ, ხელფასამდე ვერ იცდის გაფუჭებული მანქანა ან სულაც საყვარელ მაღაზიაში დიდი ხნის ნანატრი აქცია დაიწყო. ასეთ დროს მოკლევადიანი სესხი მარტივი გამოსავალია, რომელსაც თიბისი კრედიტი ბაზარზე საუკეთესო პირობებით გასცემს.
როგორ ავიღოთ მოკლევადიანი სესხი TBC Credit-ზე?
თიბისი კრედიტზე მოკლევადიანი სესხის მიღება მარტივი ონლაინაპლიკაციის შევსებით შეგიძლიათ. იმისათვის, რომ მიიღოთ სესხი, რამდენიმე მარტივ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეთ:
- უნდა იყოთ 20-დან 62 წლამდე საქართველოს მოქალაქე
- უნდა გქონდეთ ერთი აქტიური ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში
- უნდა გქონდეთ სტაბილური შემოსავალი და ამის დადასტურება საბანკო ამონაწერით შეგეძლოთ
განაცხადის განხილვას მაქსიმუმ 10 წუთი სჭირდება. ამ მარტივი და მოსახერხებელი პროცედურით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 100-დან 30 000 ლარამდე თანხა მინიმუმ ერთი, მაქსიმუმ კი 48 თვემდე ვადით.
რა უპირატესობა აქვს TBC Credit-ის მოკლევადიან სესხებს?
თიბისი კრედიტი თიბისი ბანკის მიერ შექმნილი სწრაფი სესხების ონლაინპლატფორმაა, რაც ნიშნავს, რომ თქვენ საქმე სანდო, გამოცდილ და გამჭვირვალე პირობებით მოქმედ ორგანიზაციასთან გაქვთ. თიბისი კრედიტის საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება, ეს ნიშნავს, რომ აქ არ არსებობს მომხმარებლისთვის დაფარული ხარჯი და მოულოდნელი ცვლილებები. მოკლევადიანი სესხებისთვის აქ საუკეთესო პირობები დაგხვდებათ:
- თიბისი კრედიტი მომხარებელზე მორგებულ და ყველაზე მოქნილ პირობებს გთავაზობთ
- მოკლევადიანი სესხის პროცენტი ყველა მსესხებლისთვის ინდივიდუალურად ანგარიშდება
- თიბისი კრედიტი საქართვლოში პირველი კომპანიაა, რომელმაც მომხმრებლებს მოკლევადიანი სესხების რეფინანსირება შესთავაზა
- თიბისი კრედიტის მოკლევადიანი სესხით სარგებლობა უარყოფითად არ აისახება თქვენს საკრედიტო რეიტინგზე, რადგან ეს არის ჩვეულებრივი სესხი, რომელიც ზუსტად ისეთივე გავლენას ახდენს თქვენს საკრედიტო ისტორიაზე, როგორც ნებისმიერი სხვა სესხი
- მოკლევადიანი სესხის გადახდისას ერთდროულად იფარება ძირი და პროცენტი, რაც ნიშნავს, რომ ვადის გასვლის ბოლოს სესხი ავტომატურად ნულდება.
რა პროცესის გავლაა საჭირო მოკლე ვადიანი სესხის მისაღებად?
თიბისი კრედიტის ონლაინპლატფორმაზე სესხის განაცხადის განხილვა ავტომატურ რეჟიმში მიმდინარეობს. მარტივად რომ ვთქვათ, მონაცემებს არა კონკრეტული თანამშრომელი ან კრედიტოფიცერი, არამედ სისტემა განიხილავს ავტომატურად. თუ თქვენ ყველა მოთხოვნილ კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, სესხი აუცილებლად დაგიმტკიცდებათ. სისტემის მიერ ასევე ანალიზდება და განისაზღვრება მისი საპროცენტო განაკვეთი, ხანგრძლივობა, ყოველთვიური გადასახდის რაოდენობა და საერთო საკრედიტო ლიმიტი. განაცხადზე პასუხს კი სულ რამდენიმე წუთში მიიღებთ.
კიდევ რა უნდა ვიცოდეთ მოკლევადიან სესხებზე?
მოკლევადიანი სესხი მარტივი და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დასაქმებული, მყარი შემოსავლის მქონე პირისთვის, თუმცა მისი გამოყენება არამიზნობრივად და დაუფიქრებლად დაუშვებელია. აუცილებელია გააანალიზოთ, რისთვის გჭირდებათ სესხი, როგორ აპირებთ მის დაფარვას, რამდენად იმოქმედეს ეს სესხი თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. მოკლევადიანი სესხები, როგორც წესი, სწრაფად იფარება, თუკი მას რეგულარულად და თანმიმდევრულად იხდით. თიბისი კრედიტი სესხის პირობებს თქვენს მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას მოარგებს, ახლა კი ჯერი თქვენზეა – შეგიძლიათ სცადოთ!