სწრაფი სესხი 2000 ლარამდე
მონაცემთა ანალიტიკა და სტატისტიკა გვიდასტურებს, რომ სესხი 2000 ლარამდე, დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადია. საქმე თანხის მოცულობაშია: ყველაზე ხშირად მსესხებლებს მოკლე ვადით, ხელფასიდან ხელფასამდე საჭიროების შესავსებად, სწორედ ამ ოდენობის თანხა სჭირდებათ. მიზეზი მარტივია: სწრაფი სესხები მაღალბიუჯეტიანი მიზნების მისაღწევად და მსხვილი ინვესტიციების განსახორციელებლად არ არის განკუთვნილი.
როგორ მივიღოთ 2000 ლარამდე სესხი მარტივად?
2000 ლარამდე სესხები სტანდარტულად, მარტივად და დისტანციურად გაიცემა. ვებგვერდზე tbccredit.ge-ზე სესხის მისაღებად განაცხადი ივსება, რომელიც მარტივი ველებისგან შედგება. განაცხადის განხილვა ავტომატურად ხდება და რამდენიმე წამში მსესხებელი იღებს პასუხს, დაუმტკიცდა თუ არა მთხოვნილი თანხა. სესხი მსესხებლის ანგარიშზე, ასევე რამდენიმე წამში აისახება. იმ მომხმარებლებს, ვისაც სესხის მისაღებად საჭირო ანგარიში არ აქვთ, მხოლოდ ერთი კლიკით, ფილიალში მისვლის გარეშე, შეუძლიათ საჭირო ანგარიშის გახსნა. 2000 ლარამდე სესხის მარტივი ხელმისაწვდომობა სულაც არ გამორიცხავს შედარებით მაღალთანხიანი სესხის ასევე მარტივ ხელმისაწვდომობას – სესხის მოთხოვნის, დამტკიცების და გაცემის პროცედურა იდენტურია 30 000 ლარამდე ნებისმიერი თანხისთვის.
ვის შეუძლია სესხის მიღება TBC Credit-ზე?
სესხების ციფრულ პლატფორმაზე, 2000 ლარამდე სესხის, ისევე, როგორც 30 000 ლარამდე ნებისმიერი მოცულობის სესხის მიღება, საქართველოს 20 წლიდან 62 წლამდე მოქალაქეს შეუძლია, ვისაც თიბისი ბანკში ერთი აქტიური ანგარიში აქვს, ანუ არის თიბისი ბანკის მომხმარებელი.
სესხი 2000 ლარამდე, და ზოგადად, სასწრაფო სესხის კატეგორიის სესხები, მორგებულია მეტნაკლებად ყველა ასაკის და შემოსავლის მქონე მსესხებელზე. სესხის მიზნობრიობა, ძირითადად, მოულოდნელად წარმოქმნილი საჭიროებების დაკმაყოფილებაა.
რა არის საჭირო 2000 ლარიანი სესხის მისაღებად?
2000 ლარიანი სესხის მისაღებად, საჭიროა მსესხებელს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან და მოწყობილობა, საიდანაც შეძლებს ვებგვერდზე შესვლას. რაც შეეხება სესხის გაცემასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, სისტემამ შესაძლოა მომხმარებელს შემოსავლების დადასტურება მოსთხოვოს, ამიტომ საჭიროა მსესხებელს ხელფასი თიბისი ან სხვა ბანკში ერიცხებოდეს ან საზღვარგარეთიდან იღებდეს გზავნილს და ამის დადასტურებაც შეეძლოს. პროცესი თვითდასაქმებული მსესხებლების სიტუაციასაც ითვალისწინებს და მათ სთავაზობს ალტერნატივას, შემოსავალი დაადასტურონ საქმიანობის ადგილზე ვიზიტის მოთხოვნთ, სადაც საქმიანობის ამსახველი ფოტოების გადაღება და შემოსავლის ამგვარად დადასტურება მოხდება.
რა ვადით არის შესაძლებელი სესხის მიღება?
სწრაფი სესხი 2000 ლარამდე, ისევე, როგორც ნებისმიერ თანხა 100-დან 30 000 ლარამდე, ვებგვერდზე tbccredit.ge-ზე შესაძლებელია 48 თვის ვადით ისესხოთ. სესხის ვადა ფიქსირებულია და მას სტანდარტულად 48 თვის ვადით იღებთ, თუმცა დაფარვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი – სესხის აღებიდან რამოდენიმე საათშიც კი.
რა უპირატესობა აქვს TBC Credit-ს?
სესხების ციფრული პლატფორმა მსესხებელს მრავალ ბენეფიტს სთავაზობს: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, სესხის საპროცენტი განაკვეთია: სესხის ონლაინხელმისაწვდომობა არანაირად არ განსაზღვრავს სესხის მარჟას, სესხი ფილიალშიც და ვებზეც ერთნაირი პირობებით შეგიძლიათ აიღოთ.
სესხი ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურ საპროცენტო განაკვეთში უმტკიცდება, ეს უკანასკნელი კი მსესხებლის საკრედიტო რეიტინგზე და შემოსავლის მღების წყაროზეა დამოკიდებული
სწრაფი სესხი ვადის ბოლოს ავტომატურად ნულდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ძირი და პროცენტი ერთოდროულად იფარება.
დაბოლოს, ვებგვერდზე tbccredit.ge-ზე სესხები, სწრაფი სესხების კატეგორიაში, ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთშია ხელმისაწვდომი.