ჩემი სივრცე

ჩვენ შესახებ

რა არის თიბისი კრედიტი?
Tbccredit-ი თიბისი ბანკის ციფრული პლატფორმაა, სადაც სამომხმარებლო სესხის აღება დისტანციურად შეგიძლია, ჩვენ გთავაზობთ დისტანციურ სამომხმარებლო სესხს, ფილიალის მსგავსი პირობებით.


რა პროცესის გავლაა საჭირო სამომხმარებლო სესხის მისაღებად?
სამომხმარებლო სესხის დისტანციურად აღება ძალიან მარტივი და სწრაფი პროცესია, განაცხადი რომელიც სესხის მისაღებად უნდა შეავსო, მხოლოდ მარტივ ველებს მოიცავს. განაცხადის შევსების შემდეგ რამდენიმე წუთში მიიღებ პასუხს დამტკიცებული ლიმიტის შესახებ.
ეროვნული ბანკის რეგულაციების თანახმად, სამომხმარებლო სესხის აღების პროცესში შეიძლება შემოსავლების დადასტურება დაგჭირდეს, ამის შესახებ ინფორმაციას პროცესშივე მიიღებ. შემოსავლების დადასტურება შემდეგნაირადაა შესაძლებელი:
•    შენი სახელფასო ამონაწერით
•    თუ თვითდასაქმებული ხარ ან შემოსავალს ხელზე იღებ, შეგიძლია მოითხოვო შემოსავლის დადასტურება ვიდეო ზარის საშუალებით ან საქმიანობის ადგილზე ვიზიტით
•    გზავნილის მიღების ქვითრებით ან ამონაწერით
 

ვის შეუძლია დისტანციური სამომხმარებლო სესხის მიღება?
სესხების აღება შეუძლია ყველას, ვინც არის:
•    18-იდან 62 წლამდე საქართველოს მოქალაქე
•    თიბისი ბანკის მომხმარებელი, ანუ ვისაც თიბისიში მინიმუმ ერთი აქტიური ანგარიში აქვს
•    ვისაც აქვს ყოველთვიური ოფიციალური შემოსავალი ან არის თვითდასაქმებული
 

რა რაოდენობის თანხის მიღებაა შესაძლებელი?
Tbccredit-ზე თანხის მაქსიმალური ლიმიტი 80 000 ლარია, მინიმალური კი 100.


რა ვადით არის შესაძლებელი სამომხმარებლო სესხის მიღება?

ონლაინ სესხის მიღება მაქსიმუმ 48 თვემდეა შესაძლებელი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 15.5%-დან, პროცენტი და ძირითადი თანხა ერთად იფარება, ვადის ბოლოს კი სესხი ნულდება. ერთ-ერთი უპირატესობა კი ისაა, რომ სესხის დაფარვა ნებისმიერ დროს შეგიძლია. შესაძლებელია ასევე სესხის გადახდის სასურველი თარიღის არჩევა



რა მოხდება თუ სესხს დროულად ვერ დაფარავთ?
იმ შემთხვევაში თუ სესხის დაფარვას ვერ ახერხებ, დაგეკისრება ვადაგადაცილების ერთჯერადი ჯარიმა და ვადაგადაცილებულ თანხას ყოველდღიურად ვადაგადაცილების დღიური ჯარიმა დაემატება.
 

რა უნდა გაითვალისწინო დამატებით?

 

Tbccredit.ge - ზე იდენტიფიკაციის გავლის და სამომხმარებლო სესხის განაცხადის შევსებისას, შესაძლოა წინასწარ დამტკიცებული სესხის შეთავაზება დაგხვდეს. ეს არის სესხი, რომლის აღებაც სწრაფად შეგიძლია, აღარ გიწევს დამტკიცების დასტურის ლოდინი. წინასწარ დამტკიცებული მარტივი სესხი გაიცემა მხოლოდ თიბისი ბანკის სახელფასო კლიენტებზე.

 

შეჯამება

თიბისი კრედიტზე ხელმისაწვდომი სწრაფი სესხის ბევრ უპირატესობაზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა მთავარია აღვნიშნოთ, რომ თიბისი კრედიტის უკან თიბისი ბანკი დგას, ორგანიზაცია, რომელიც დღეს საქართველოში საუკეთესო საბანკო გამოცდილებას ქმნის და რომლისთვისაც თქვენი კმაყოფილება პრიორიტეტია. ეს მიდგომა თავისთავად დისტანციურ სესხზეც შენარჩუნებულია, შესაბამისად, ციფრული პლატფორმა ბანკის სტანდარტებსა და მიდგომას სრულიად იაზრებს.

სამომხმარებლო სესხი

  • სესხის ლიმიტი: 100 - 80000 ლარამდე
  • სესხის ვადა: 3 - 48 თვემდე
  • საპროცენტო განაკვეთი: 12.5%-დან
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 15.5%-დან
  • სიცოცხლის დაზღვევა: სესხის ძირის 0.72%
მოითხოვე თანხა

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით

გაცნობებთ, რომ თიბისი ბანკი თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნებით ამუშავებს, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით გთხოვთ გაეცნოთ პერსონალური მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.