-
რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აერთიანებს სესხის ყველანაირ ხარჯს, მაგალითად: დაზღვევის პროცენტი, გაცემის საკომისიო, წლიური საპროცენტო განაკვეთი და სხვა.
-
რომელი სესხების გადაფარვას შეძლებ tbccredit-ზე?
შენ შეგიძლია გადაფარო ნებისმიერ ბანკში არსებული/აქტიური არაუზრუნველყოფილი სესხები (მაგ: განვადება, განაწილება, საკრედიტო ბარათი, ოვერდრაფტი, სამომხმარებლო სესხი)რეფინანსირების (სესხების გადაფარვა) შემთხვევაში შესაძლებელია ისარგებლო უფრო მეტი სესხის თანხით.
-
შემიძლია თუ არა სესხების გადაფარვა/გაერთიანება ვებგვერდზე?
დიახ. თუ გაქვს აქტიური სესხი/სესხები ნებისმიერ ბანკში, განაცხადის შევსებისას გამოგიჩნდება 2 შეთავაზება: 1) ახალი, დამოუკიდებელი სესხი; 2) სხვა სესხების გადაფარვა. შეგიძლია აირჩიო სხვა სესხების გადაფარვა, მონიშნო ის სესხები, რომელთა რეფინანსირებაც (გადაფარვა) გინდა და სურვილისამებრ დაიტოვო ხელზე ასაღები თანხა. Რეფინანსირების (სესხების გადაფარვა) შემთხვევაში შესაძლებელია ისარგებლო უფრო მეტი სესხის თანხით.
-
შემიძლია სესხის მოთხოვნა/აღება თუ ანაზღაურებას ხელზე ვიღებ?
დიახ, შეგიძლია. ამ შემთხვევაში სესხის აღებას/მოთხოვნას შეძლებ როგორც თვითდასაქმებული. შემოსავლის დასადასტურებლად, უნდა ჩაგვერთო ვიდეო ზარით და გვაჩვენო შენი სამუშაო სივრცე. მაგალითად: თუ ხარ ხელოსანი და ავეჯზე მუშაობ, შეგიძლია გვაჩვენო ბოლო ნამუშევრები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებ სამუშაო პროცესში.
-
რა დრო სჭირდება სესხის დამტკიცებას?
ვებგვერდზე განაცხადის შევსებას, სესხის მოთხოვნას და პასუხის გაგებას სულ 2-3 წუთი სჭირდება. თუ ანაზღაურებას იღებ რომელიმე ბანკის ბარათზე მინიმუმ 4 თვის განმავლობაში, შემოსავალი ავტომატურად დაგიმტკიცდება. სხვა შეთხვევაში, შესაძლოა დაგჭირდეს შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შემოსავლის დადასტურების დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის შემოსავალს ადასტურებ. აქვე აუცილებელია იმ განყოფილების სამუშაო საათების გათვალისწინება, სადაც შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია განიხილება.
სამუშაო დრო:
ორშაბათი-პარასკევი, დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე. შესაბამისად, 8 საათის შემდეგ გადმოგზავნილი დოკუმენტაცია განიხილება მომდევნო სამუშაო დღეს, დილის 10 საათიდან.
შაბათ-კვირა: დილის 12-დან საღამოს 8 საათამდე. შესაბამისად 8 საათის შემდეგ გადმოგზავნილი დოკუმენტაცია განიხილება მომდევნო სამუშაო დღეს, 12 საათიდან.
ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ, სესხი მომენტალურად ჩაგერიცხება ანგარიშზე.
-
ვის შეუძლია tbccredit.ge-ზე სესხის მოთხოვნა/აღება?
სესხის აღება/მოთხოვნა შეგიძლია, თუ ხარ:
- 18-65 წლის საქართველოს მოქალაქე;
- თიბისის მომხმარებელი (გაქვს ან წარსულში გქონია ნებისმიერი ტიპის ანგარიში, ანაბარი, განვადება ან სესხი თიბისიში);
- გაქვს შემოსავალი, რომელსაც იღებ ხელზე ან გერიცხება ნებისმირი ბანკის ანგარიშზე/ბარათზე: ხელფასი, გზავნილი, დივიდენდი, იჯარა, ხარ თვითდასაქმებული ან საზღვარგარეთ დასაქმებული.
-
რა ტიპის სესხით სარგებლობაა შესაძლებელი ვებ-გვერდზე tbccredit.ge?
tbccredit.ge-ის ვებგვერდზე შეძლებ სამომხმარებლო სესხით სარგებლობას. ამისათვის, უნდა შეავსო სესხის განაცხადი და შენი შემოსავლების მიხედვით დაიმტკიტო ლიმიტი, თანხა კი თიბისიში არსებულ ანგარიშზე ჩაგერიცხება.
ასევე შეძლებ გაიაქტიურო წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი. ამისთვის უნდა შეავსო სესხის განაცხადი და დამტკიცებული ლიმიტი პირდაპირ ანგარიშზე ჩაგერიცხება.