sesxebi 20 wlidan

სესხები 20 წლიდან

TBC Credit-ის სესხი 20 წლიდან, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სესხია. ეს არის სწრაფი სესხი, რომლის აღება მომხმარებელს დისტანციურად, ვებგვერდიდან შეუძლია და რომელიც ონლაინ ზუსტად იმავე პირობებით არის ხელმისაწვდომი, რა პირობებითაც ეს სესხი თიბისი ბანკის ფილიალში შეგიძლიათ აიღოთ.

 

როგორ ავიღოთ სესხი 20 წლიდან?

თიბისი კრედიტიდან სესხის აღების პროცედურა ზუსტად ამართლებს პროდუქტის კატეგორიის დასახელებას - სწრაფი სესხი, რადგან  სესხის მოთხოვნას, მის დამტკიცებასა და აღებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება:

  • ვებ-გვერდზე ივსება განაცხადი, რომელიც უმარტივეს ველებს მოიცავს

  • ყველა ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაინტერესებს თქვენ შესახებ, თქვენ იცით ზეპირად

  • არ მოგეთხოვებათ არანაირი საბუთების თან ქონა

  • არც განსაკუთრებული კონცენტრაციაა განაცხადის შევსებისას საჭირო

  • სესხი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ხელმისაწვდომია

განაცხადი ავტომატურად განიხილება - რამდენიმე წამში გეუბნებით დაგიმტკიცდათ თუ არა სესხი. შესაძლებელია შემოსავლების დადასტურება მოგთხოვოთ, თუმცა ესეც ძალიან მარტივი პროცესია და, რა თქმა უნდა, დისტანციურად სრულდება. სესხის თანხა პირდაპირ გერიცხებათ თიბისი ბანკის იმ ანგარიშზე, რომელსაც თქვენ აირჩევთ.

 

როგორია სესხის პირობები?

20 წლიდან სესხების, იგივე სასწრაფო სესხის მინიმალური თანხა, რომელიც შეგიძლიათ ისესხოთ, 100 ლარია, მაქსიმალური კი - 30000. სესხს ყველა მსესხებელს სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთში ვუმტკიცებთ, ამ დროს კი თქვენს საკრედიტო რეიტინგსა და შემოსავლის მიღების გზებს ვითვალისწინებთ: წლიური პროცენტი 12.25%-დან იწყება, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 16%-დან. სესხის ვადა 36 თვეა, თუმცა სესხი ნებისმერ დროს შეგიძლიათ დაფაროთ, აღებიდან რამდენიმე საათშიც კი! სესხის ძირი და პროცენტი ერთად იფარება.

ჩვენ, გარდა იმისა, რომ სპეციალურად თქვენთვის, თქვენზე მორგებულ საპროცენტო განაკვეთს ვადგენთ, სესხის მოთხოვნის დროს თქვენს ბევრ ფინანსურ მაჩვენებელს ვითვალისწინებთ და ვწყვეტთ მთხოვნილი თანხა დაგიმტკიცოთ თუ უფრო მეტი შემოგთავაზოთ; შესაძლებელია ჩავთვალოთ, რომ თქვენთვის მოთხოვნილზე ნაკლები თანხა  უფრო ოპტიმალური დასაბრუნებელი იქნება.

 

რა უპირატესობა აქვს სესხს 20 წლიდან?

თიბისი კრედიტის  სესხს 20 წლიდან,  რამოდენიმე განსაკუთრებული კონკურენტული უპირატესობა აქვს - მოკლედ რომ ვთქვათ, ამ პირობებით სესხის ვერც ერთ ციფრულ პლატფორმაზე ვერ აიღებთ:

  • სესხი ინდივიდუალურ საპროცენტო განაკვეთში მტკიცდება

  • სამომხმარებლო სესხი იმავე პირობებით არის ხელმისაწვდომი, რა პირობებითაც ის ფილიალში შეგიძლიათ აიღოთ

  • თიბისი კრედიტზე საპროცენტო განაკვეთი ექსპრეს კატეგორიის სესხებში ყველაზე დაბალია

  • სესხი ვადის ბოლოს ავტომატურად ნულდება - ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ სესხის ძირითად თანხასა და პროცენტს ერთდროულად ფარავთ.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ სესხის აღების დროს?

ნუ აიღებთ სესხს, თუ დანამდვილებით არ იცით, რაში გამოიყენებთ თანხას და ამის აუცილებლობა არ არის,რადგან ის ისევე სწრაფად გახდება გადასახდელი, რა სისწრაფითაც დაიხარჯება.

სამომხმარებლო სესხი

  • სესხის ლიმიტი: 100 - 30000 ლარამდე
  • სესხის ვადა: 3 - 36 თვემდე
  • საპროცენტო განაკვეთი: 12.25%-დან
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 16%-დან
  • სიცოცხლის დაზღვევა: სესხის ძირის 0.72%

უზრუნველყოფა არ მოითხოვება

მოითხოვე თანხა
დახმარება

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით

გაცნობებთ, რომ თიბისი ბანკი თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნებით ამუშავებს, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით გთხოვთ გაეცნოთ პერსონალური მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.