როგორ გაიუმჯობესო საკრედიტო ისტორია
სამომხმარებლო სესხი შეიძლება სხვადასხვა მიზნობრიობით დაგჭირდეს, როგორიც არის მოულოდნელი ხარჯები, არსებული სესხების გადაფარვა, რემონტი, მანქანის შეძენა, მოგზაურობა, დასვენება, შოპინგი და ნებისმიერი რამ. თუმცა, ხანდახან ხდება ისეც, რომ სესხი ვერ გიმტკიცდება და ამას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს.
სესხის უარის ძირითადი მიზეზებია:
ბევრი ვალდებულება და არასაკმარისი შემოსავალი
თუ უკვე გაქვს რამდენიმე სასესხო ვალდებულება და გსურს ახალი სესხის აღება, შესაძლოა, შენი შემოსავალი არ აღმოჩნდეს საკმარისი აღნიშნულისთვის. ასეთ დროს, სესხის აღებას შეძლებ შემოსავლის გაზრდის ან/ და მიმდინარე ვალდებულებების შემცირების შემდგომ
-
დადასტურებული შემოსავალი ნაკლებია საჭირო მინიმუმზე
შემოსავლის ქონა, სესხის მისაღები აუცილებელი პირობაა. თუ შენი დადასტურებული შემოსავალი ნაკლებია ბანკის მინიმალური მოთხოვნაზე, სამწუხაროდ, სესხი ვერ დაგიმტკიცდება. შემოსავლის მატება გაზრდის სესხის დამტკიცების შანსს
-
შემოსავლის ტიპი ვერ აკმაყოფილებს სამომხმარებლო სესხის მოთხოვნას
იმისთვის, რომ მობაილ ბანკის აპლიკაციაში სესხი დაგიმტკიცდეს, საჭიროა გქონდეს შემდეგი ტიპის შემოსავალი:
1. ხელფასი, რომელიც გერიცხება თიბისიში ან ნებისმიერ სხვა ბანკში
2. გზავნილი, რომელიც გერიცხება თიბისიში ან ნებისმიერ სხვა საფინანსო ინსტიტუტში
3. თუ თვითდასაქმებული ხარ, მისაღებია ჩარიცხვები შენ პირად ანგარიშზე, ნებისმიერი პირისგან და ნებისმიერი დანიშნულებით
შემოსავალს ჩვენ გადავამოწმებთ, შენი თანხმობის საფუძველზე და არანაირი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ დაგჭირდება
თუ გაქვს განსხვავებული ტიპის შემოსავალი, რომლის დადასტურებას შეძლებ ვიდეო ვიზიტით, შეავსე განაცხადი tbccredit.ge-ზე ან მიმართე ჩვენ ნებისმიერ ფილიალს.
-
ბევრი მიმდინარე ვალდებულება
იმ შემთხვევაში, თუ კი გაქვს ბევრი მიმდინარე საკრედიტო ვალდებულება, მაგალითად, რამდენიმე სამომხმარებლო სესხი, შესაძლოა, კიდევ ერთი სესხის დამატება არ დაგიმტკიცდეს. ასეთ შემთხვევაში, გირჩევთ, გააერთიანო ყველა ვალდებულება და დაიმატო თანხა ერთ სესხად. სესხების გაერთიანების შედეგად, შესაძლოა, ყოველთვიურად გადასახდელი თანხაც შეიმცირო და გექნება მხოლოდ ერთი გადახდის თარიღი
-
მიმდინარე ვადაგადაცილება სესხზე, რომელზეც ხარ მსესხებელი, ან თანამსესხებელი, ან თავდები
თუ კი ახალი სესხის მოთხოვნისას, შენი რომელიმე მიმდინარე ვალდებულება ვადაგადაცილებაშია, ახალი სესხი ვერ დაგიმტკიცდება. დაფარე ვადაგადაცილება და შეავსე სესხის განაცხადი თავიდან.
იმ შემთხვევაში კი, როცა სესხის გადახდას ხშირად აგვიანებ, გადაიხადე მიმდინარე ვალდებულებები დროულად, რამდენიმე თანმიმდევრული გადახდის განხორციელების შემდგომ, ისევ სცადე განაცხადის შევსება
-
ასაკი
სესხი შესაძლოა დაგიუარდეს ასაკის გამო. ამ ეტაპზე, სესხის მისაღებად მინიმალური ასაკია 18 წელი, მაქსიმალური კი 65 წელი. თუ კი შემოსავალი იჯარის სახით გაქვს, მაქსიმალური ასაკი შესაძლოა იყოს 65 წელზე ზემოთ. იჯარის საფუძველზე სესხის მისაღებად, მიმართე ჩვენ ნებისმიერ ფილიალს
-
ანგარიშზე ვრცელდება ინკასო/ყადაღა
თუ კი შენ ანგარიშზე ვრცელდება ინკასო/ ყადაღა, ეს შესაძლოა გახდეს სესხის დაუარების მიზეზი. დაფარე დავალიანება და მოითხოვე სესხი თავიდან
გაითვალისწინე
თუ სესხი, ამ ეტაპზე, ვერ დაგიმტკიცდა, ეს შესაძლოა იყოს მხოლოდ დროებითი უარი. გაითვალისწინე ჩვენი რეკომენდაციები და სცადე სამომხმარებლო სესხის მოთხოვნა თავიდან.
სამომხმარებლო სესხი
-
სესხის ლიმიტი:200 - 80000 ლარამდეთვითდასაქმებულებისთვის, ტაქსის მძღოლებისთვის და კურიერებისთვის, სესხის მაქსიმალური თანხა განისაზღვრება 30,000 ლარით
- სესხის ვადა: 3 - 48 თვემდე
- საპროცენტო განაკვეთი: 11.9%-დან
- ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 18%-დან