რა არის TBC Credit-ის სწრაფი სესხი?
თიბისი კრედიტის სწრაფი სესხი ინტერნეტკრედიტია, რომლის ლიმიტი 100-დან 80000 ლარამდე მერყეობს. სესხი ბაზარზე ყველაზე მოქნილი და მომხმარებელზე მორგებული პირობებით გაიცემა:
-
სესხის საპროცენტო განაკვეთი თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება
-
სესხი ვადის ბოლოს ავტომატურად ნულდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ძირი და პროცენტი ერთდროულად იფარება
-
სწრაფი სესხი ზუსტად იმავე პირობებით არის ხელმისაწვდომი, რა პირობებითაც მისი მიღება ფილიალშია შესაძლებელი
TBC Credit-ის სწრაფი სესხის პირობები:
სწრაფი სესხების ვადა შეადგენს მაქსიმუმ 48 თვეს. წლიური საპროცენტო განაკვეთი იწყება 12.25%-დან, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 15.5%-დან.
პროცენტი და ძირითადი თანხა ერთად იფარება, შესაბამისად, ვადის ბოლოს სესხი ნულდება. სესხის წინსწრებით დაფარვა ნებისმიერ დროს შეიძლება. წინსწრების საკომისო შემდეგნაირია:
-
2%- თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი
-
1% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე
-
0.5% -თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე
-
0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები
ის, თუ რამდენ პროცენტში დამტკიცდება სესხი, მსესხებლის საკრედიტო რეიტინგზე და შემოსავლის მიღების გზაზეა დამოკიდებული.
რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე ციფრული სწრაფი სესხის მისაღებად?
tbccredit.ge-დან სესხის აღება შეუძლია :
-
18-დან 62 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს
-
მსესხებელს, რომელსაც აქვს ნებისმიერი ტიპის ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში.
-
მსესხებელს, რომელიც არის თიბისი ბანკის ან სხვა ბანკის სახელფასო კლიენტი
როგორ ხდება შემოსავლების დადასტურება?
სწრაფი სესხები გაიცემა მსესხებლებზე, რომლებსაც აქვთ შემოსავლები ხელფასის ან გზავნილის სახით:
-
მსესხებელმა უნდა წარადგინოს ბოლო 4 თვის ამონაწერი სახელფასო ანგარიშიდან
-
ბოლო 6 თვის გზავნილის მიღების დამადასტურებელი ამონაწერი ან ქვითარი
შემოსავლის დადასტურებას არ საჭიროებენ მხოლოდ თიბისი ბანკის ის სახელფასო კლიენტები, რომელთაც იმ თვეში, როდესაც სესხის განაცხადს ავსებენ, ხელფასი უკვე ჩარიცხული აქვთ. თუ მსესხებელი თვითდასაქმებულია ან შემოსავალს ხელზე იღებს, შეუძლია საქმიანობის ადგილზე ვიზიტი მოითხოვოს: ბანკის წარმომადგენელი მივა მსესხებლის საქმიანობის ადგილზე და სამუშაო პროცესის ამსახველ ფოტოებს გადაიღებს.
რა დრო სჭირდება სწრაფი სესხის მოთხოვნასა და დამტკიცებას?
სწრაფი სესხების მიღების პროცედურა ძალიან მარტივია. განაცხადის შევსებას რამდენიმე წუთი სჭირდება, ყველა ველი ძალიან მარტივია. განაცხადის განხილვა ავტომატურ რეჟიმში ხდება და რამდენიმე წამში თქვენ უკვე გაქვთ პასუხი - დაგიმტკიცდათ თუ არა სესხი და რა შეთავაზებას გიკეთებთ ბანკი:
-
დამტკიცდა მთხოვნილი თანხა
-
დამტკიცდა მოთხოვნილ თანხაზე მეტი
-
დამტკიცდა მოთხოვნილ თანხაზე ნაკლები
თუ სესხი დამტკიცდება და შემოსავლების დადასტურება იქნება საჭირო, თქვენი კი მოთხოვნილ დოკუმენტაციას სწრაფად გადააგზავნით ვებგვერდზე მითითებულ მეილზე, დოკუმენტაციის განხილვა 15 წუთში მოხდება.
რა უნდა გავითვალისწინოთ სწრაფი სესხის აღებისას?
სწრაფი კრედიტის აღებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი საკთხები:
-
რა რაოდენობის თანხა გჭირდებათ და შეძლებთ თუ არა ნასესხები თანხის დაფარვას
-
რა ვადით გჭირდებათ თანხა
-
რისთვის გჭირდებათ თანხა
-
აუცილებლად ეცადეთ, სანამ სესხს აიღებთ, მოწესრიგებული გქონდეთ თქვენი საკრედიტო ისტორიები, გახსოვდეთ ეს სესხის საპროცენტო განაკვეთზე მოახდენს გავლენას.
-
სასწრაფო სესეხის მისაღებად განაცხადის შევსება, ზუსტად იმავე გავლენას ახდენს მსესხებლის საკრედიტო რეიტინგზე, რა გავლენასაც ნებისმიერი სხვა ტიპის სესხის მოთხოვნა, ასე რომ, დროა არასწორ სტერეოტიპებს დავემშვიდობოთ.
სამომხმარებლო სესხი
- სესხის ლიმიტი: 100 - 80000 ლარამდე
- სესხის ვადა: 3 - 48 თვემდე
- საპროცენტო განაკვეთი: 12.5%-დან
- ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 15.5%-დან
- სიცოცხლის დაზღვევა: სესხის ძირის 0.72%