კითხვები
-
რა ტიპის სესხით სარგებლობაა შესაძლებელი ვებ-გვერდზე tbccredit.ge?ვებ-გვერდზე tbccredit.ge შესაძლებელია დისტანციური სამომხმარებლო სესხით და წინასწარ დამტკიცებული მარტივი სესხით სარგებლობა.
- სამომხმარებლო სესხის განაცხადის შევსება შეუძლია ყველას, ვინც არის თიბისი ბანკის ან სხვა ბანკის სახელფასო კლიენტი, არის თვითდასაქმებული ან საზღვარგარეთიდან გზავნილებს იღებს.
- წინასწარ დამტკიცებული სესხის შეთავაზება მხოლოდ მათ გამოუჩნდებათ, ვისთვისაც წინასწარ მოხდა ლიმიტის დამტკიცება. აღნიშნული სესხი მხოლოდ თიბისი ბანკის სახელფასო კლიენტებისთვისაა ხელმისაწვდომი
-
რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე tbccredit.ge-დან სესხის ასაღებად?tbccredit.ge-დან სესხის აღება შეუძლია 18-დან 62 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის თიბისი ბანკის მომხმარებელი, ანუ აქვს ნებისმიერი ტიპის ანგარიში, ანაბარი, განვადება ან სესხი თიბისი ბანკში.
-
რა ტიპის შემოსავალი უნდა მქონდეს, tbccredit.ge-დან სესხის ასაღებად?იმისთვის, რომ ვებ-გვერდიდან tbccredit.ge აიღო დისტანციური სამომხმარებლო სესხი საჭიროა გქონდეს შემოსავალი. შემოსავლად ითვლება:
- ხელფასი, რომელიც ირიცხება თიბისი ბანკში ან ნებისმიერ სხვა ბანკში
- შემოსავალი, რომელსაც იღებ ხელზე და რომლის დადასტურებაც შეგიძლია
- გზავნილი, რომლის დადასტურებაც შესაძლებელია გზავნლის მიღების ქვითრებით
-
როგორ დავადასტურო ჩემი შემოსავალი?შემოსავლის დადასტურება ხდება იმის მიხედვით თუ რა ტიპის შემოსავალი აქვს მსესხებელს:
- ხელფასი რომელიც ირიცხება ბანკში - დასადასტურებლად საჭიროა ბოლო 4 თვის სახელფასო ამონაწერი
- შემოსავალი, რომელსაც იღებ ხელზე უნდა დაადასტურო ვიდეო ზარის ან საქმიანობის ადგილზე ვიზიტის საშუალებით
- გზავნილი - საჭიროა ბოლო 6 თვის გზავნილის მიღების ამონაწერი ან ასევე ბოლო 6 თვის მანძილზე მიღებული გზავნილს მიღების ქვითრები
-
რა დრო სჭირდება სესხის დამტკიცებას?ვებ-გვერდზე განაცხადის შევსებას, სესხის მოთხოვნას და პასუხის გაგებას, დამტკიცდა თუ არა სესხი, სულ 2-3 წუთი სჭირდება. შემოსავლის დადასტურების დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის შემოსავლის დადასტურება ხდება. აქვე აუცილებელია იმ განყოფილების სამუშაო საათების გათვალისწინება, სადაც შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის განხილვა ხდება:
- ორშაბათი - პარასკევი, დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე, შესაბამისად საღამოს 8 საათის შემდეგ გადმოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა მოხდება მეორე დღეს დილის 10 საათიდან.
- შაბათი - კვირა: დილის 12-დან საღამოს 8 საათამდე, შესაბამისად საღამოს 8 საათის შემდეგ გადმოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა მოხდება მეორე დღეს 12 საათიდან.
ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ, სესხი თქვენს ანგარიშზე მომენტალურად ჩაირიციხება. -
რომელი სესხების გადაფარვას შეძლებ tbccredit-ზე?შენ შეგიძლია გადაფარო TBC და სხვა ბანკში არსებული არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხები, გარდა რესტრუქტურიზებული სესხებისა.
- სესხების რეფინანსირების შემთხვევაში შესაძლებლობა გაქვს უფრო მეტი სესხის ლიმიტით ისარგებლო