რა არის ონლაინსესხი?!
გაციფრულება, იგივე ციფრული ტრანსფორმაცია, ის პროცესია, რომელმაც თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი ადგილი დაიკავა. ყველაფერი სწრფად გვჭირდება – სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად. ეს ყველაფერი კვირაში 7 დღის და 24 საათს მანძილზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თანაც ამისთვის არ უნდა გვიწევდეს თადარიგის დაჭერა: ყველაფერი როდესაც გაგვახსენდება, დაგვჭირდება ან მოგვინდება მაშინ უნდა მივიღოთ, და, რაც მთავარია, ამ ყველაფრის მისაღებად ძალისხმევა მინიმალური უნდა იყოს. მოკლედ, თუ ეს კრიტერიუმები არ დაკმაყოფილდა, ყველაფერი აზრს დაკარგავს და აღარაფერი მოგვინდება. გამოდის, რომ სისწრაფე, მოქმედების შეუზღუდავი არეალი და მობილობა გაციფრულების მთავარი კრიტერიუმებია.
გაციფრულების პირველი მცდელობები სათავეს ჯერ კიდეც 60-იან წლბში იღებს, უბრალოდ მაშინ არც ეს სიტყვა არსებობდა და არც წარმოდგენა ჰქონდათ იმაზე, რა ცვლილებებს მოიტანდა ჟამთა სვლა. ამერიკაში, 1960 წელს პირველი ბანკოგრაფი გამოიგონეს, მას თავის თავზე თანხის გადარიცხვის ფუნქცია უნდა აეღო, თუმცა, რკინის ყუთისთვის საკუთარი ფულის ნდობა, არავინ მოისურვა. 1967 წელს ბრიტანულმა ბანკმა „ბარკლიმ“ პირველი ბანკომატი შექმნა – ავად თუ კარგად, ბანკომატის ფენომენმა ნელ-ნელა მთელი მსოფლიო მოიცვა. საქართველოში პირველი ბანკომატი 1998 წელს გამოჩნდა და ასე ჩანაცვლდა „ბანკიდან ფულის გამოტანის“ მეთოდი, სწრაფი, მობილური და მუდმივად ხელმისაწვდომი სერვისით. გაციფრულების ისტორია ძალიან ვრცელია, უსასრულოდ შეიძლება ამაზონის, ქინდლის, ფეიპალის მიერ შექმნილ შესაძლებლობებზე საუბარი. ვოლტი, გლოვო, უბერი, ბოლტი… გვგონია, რომ მათ გარეშე არც ერთი დღე არ გაგვიტარებია.
მოდით ონლაინსესხებს, გაციფრულების ტრენდის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს დავუბრუნდეთ, ნაწილს, რომელმაც ბოლო პერიოდში ნამდვილად დიდი ტრანსფორმაცია განიცადა და ციფრულ პროდუქტებს შორის საპატიო ადგილი დაიკავა.
ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში აფრიკაში არსებობდა წესი „ჰავალა“, რომელიც ნდობის პრინციპზე იყო დაფუძნებული და ადამიანიდან ადამიანზე სწრაფად ფულის სესხად გაცემას გულისხმობდა. ფულის მარტივად მიღების საჭიროება არსებობდა მაშინაც და არსებობს ახლაც.
90-იან წლებში მსოფლიო პრაქტიკაში არაუზრუნველყოფილი სესხები გაჩნდა – მისი მღება შესაძლებელი გახდა ისე, რომ ბანკში არაფრის „ჩადება“ იყო საჭირო. თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკურ პირპობებში მცხოვრები და მზარდი მოთხოვნების მქონე საზოგადოებისთვის საკმარისი ესეც არ აღმოჩნდა და ბაზარზე 2000 წელს ონლაინსესხი გამოჩნდა. ის მარტივად, ინტერნეტის საშუალებით იყო ხელმისაწვდომი და უზრუნველყოფას არ საჭიროებდა. არავინ აქცევდა ყურადღებას მსესხებლის შემოსავალს. პროცენტს მომხმარებელი იმ დღეების მიხედვით იხდიდა, რამდენ დღესაც გამოიყენებდა თანხას, შემდეგ კი მსესხებელ კომპანიას ამ პროცენტს, ნასესხებ თანხას და კიდევ უამრავ საკომისოს ერთიანად უბრუნებდა. დასაბრუნებელი თანხა ძალიან დიდი გამოდიოდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ 2000-იან წლებში ეს ბაზარი მსოფლიოს ყველა წერტილში სრულად უმართავი იყო და ფულის გამსესხებელი კომპანიებიც საპროცენტო განაკვეთს და სხვადასხვა ტიპის მარჟებს თამამად, საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით აწესებდნენ. ნელ-ნელა ონლაინსესხი ორსახოვან პროდუქტად იქცა: თან დახმარების ხელს უწვდიდა მსესხებელს, თანაც, სესხის დაფარვის დროს, რთულ მდგომარეობაში აყენებდა. ნელ-ნელა ამ ტიპის სესხის მიმართ განწყობა შეიცვალა, მომხმარებლების ერთმა ნაწილმა დაიწყო დამალვა, რომ ონლაინსესხით სარგებლობდა. პროდუქტის იმიჯი იმდენად ნეგატიური იყო, რომ თანხის საჭიროებას მისი მიღების გზის გამო სიცხვილი ახლდა თან. მეორე, სესხის პირობებით გულნატკნემა ნაწილმა, ნაკისრი ვადებულების არშესრულება, ანუ სესხის არგადახდა დაიწყო.
საბანკო სისტემა მალე მიხვდა, რომ ცვლილების დრო იყო და ნელ-ნელა ყველა ქვეყანაში ონლაინსესხების ბაზრის ერთიან რეგულაციებზე დაიწყო მუშაობა. შეიზღუდა საპროცენტიო განაკვეთის ზედა ზღვარი, გაუქმდა ბევრი უსარგებლო საკომისიო, მკაცრად დაიწყო მსესხებლების ფინანსური მდგომარეობის კონტროლი, სესხის აღება მხოლოდ გადამხდელუნარიანი ადამიანებისთვის გახდა შესაძლებელი. დაიწყო სესხის დაფარვის სქემაზე მუშაობა და ამ ცვლილებების პროცესს ბევრი ონალინსესის გამცემი კომპანია ემსხვერპლა. ბევრმა ბიზნესმა ვერ გაუძლო სამართლიან შეზღუდვებს და საქმიანობა შეწყვიტა.
რეგულაციებთან ერთან, ტრადიციულ ბანკებში სესხების ხელმისაწვდომობის ზრდამ, მომხმარებელში ონლაინსესხის გამცემი კომპანიების მიმართ ინტერესი შეამცირა, რაც ოფლაინ არხებში შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით და გამჭვირვალე ფასდადებით იყო განპირობებული.
დღესდღეობით ონლაინსესხი გაციფრულების ტრენდის არამხოლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ მისი კლასიკური მაგალითია. უამრავი ცვლილების და რეგულაციის ფონზე ონლაინსესხი ბანკის ფიზიკურ არხებში – ფილიალებში წარმოდგენილი სესხების ანალოგად იქცა – განსხვავება მხოლოდ სესხის მიღების ფორმაშია: 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, რამოდენიმე წუთში, ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ აიღოთ სამომხმარებლო, ავტო, იპოთეკური სესხი, იგივე პირობებით, რა პირობებითაც ამას თქვენი მომსახურე ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეძლებდით.
სიტყვა „ონლაინ“ კომპიუტერთან დაკავშირებულ ან კომპიუტერით მართვად პროცესს აღნიშნავს.
სესხი – თანხაა, რომელიც ნასესხებია და რომელსაც დაბრუნების და პროცენტის გადახდის ვალდებულება ახლავს თან.
გაციფრულება – ეს არის ცვლილებების დიდი ჯაჭვი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმართულებას უცვლის მომხმარებლის ქცევას, სოციალურ გარემოს, ეკონომიკას, ბიზნესსა და საერთოდ ყველაფერს. გაციფრულებას ბევრი დადებითი მხარე აქვს, ყველაზე ხელშესახები უპირატესობა კი სისწრაფეა: ტექნოლოგიები ხელს გვიწყობს, სწრაფად მივიღოთ ტრადიციული მომსახურება ალტერნატიული გზებით.