რა უნდა ვიცოდეთ ინტერნეტსესხებზე?
სესხებზე საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ყოველთვის დიდი მოთხოვნაა, თუმცა ხშირად მომხმარებელს სხვადასხვა ფაქტორი აფერხებს, რის გამოც ფილიალში მისვლა ვერ უხერხდება – ეს შეიძლება იყოს დროის სიმცირე ან, თუნდაც, საკრედიტო ოფიცერთან გასაუბრების გადაულახავი შიში. ასეთ დროს კი სესხის დისტანციურად მიღება საუკეთესო ვარიანტია.
რა არის ინტერნეტსესხი?
სესხის მიღება დღეს უკვე დამღლელი და ხანგრძლივი პროცედურების გარეშეა შესაძლებელი. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ინტერნეტსესხის სერვისი, რომელიც მარტივად, ონლაინრეჟიმში გაიცემა.
სამწუხაროდ, არც თუ ისე ბევრი ჩვენგანი ახერხებს თვიდან თვემდე, განსაზღვრული და გადაუდებული გადასახადების ფონზე, დაზოგოს საკმარისი თანხა იმისათვის, რომ მოულოდნელი ხარჯებისთვის მზად იყოს. გაუთვალისწინებელი მომენტებისთვის დღეს ინტერნეტსესხი არსებობს.
სად მივიღოთ ინტერნეტსესხი?
თუ თქვენ სტაბილური შემოსავალი გაქვთ, მაგრამ თანხას ვერ ზოგავთ, TBC Credit-ი თქვენ განკარგულებაშია. თიბისი ბანკის მიერ შექმნილ ინტერნეტსესხების პლატფორმაზე 100-დან 30 000 ლარამდე სესხის მიღება მაქსიმუმ 48 თვემდე ვადით შეგიძლიათ. თიბისი კრედიტი გთავაზობთ თქვენს ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე მორგებულ სესხს, ეს კი ნიშნავს სპეციალურად თქვენთვის დაანგარიშებულ საპროცენტო განაკვეთს და გადახდის მოქნილ პირობებს.
როგორ მივიღოთ ინტერნეტსესხი თიბისი კრედიტზე?
თიბისი კრედიტზე ინტერნეტსესხის მისაღებად მხოლოდ მარტივ განაცხადს შეავსებთ, რისთვისაც მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო. განაცხადის განხილვა ავტომატურ რეჟიმში ხდება და პასუხს დაუყოვნებლივ მიიღებთ. სესხის მისაღებად კი აუცილებელია:
- იყოთ 20-დან 62 წლამდე საქართველოს მოქალაქე
- გქონდეთ მიმდინარე ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში
- საჭიროებისამებრ, შეგეძლოთ წარმოადგინოთ საბანკო ამონაწერი
- თვითდასაქმების შემთხვევაში, სამუშაო ადგილას მიიღოთ ბანკის წარმომადგენელი
ზოგადი პირობებით, ინტერნეტსესხებზე განსაზღვრულია 21%-დან 37% წლიური საპროცენტო განაკვეთი, ხოლო წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 25%-დან 47%-მდეა, თუმცა, მსესხებლის შემოსავლის, მიმდინარე ფინანური მდგორმარეობის და საკრედიტო ისტორიის გაანალიზების შემდეგ, თიბისი კრედიტი თქვენზე მორგებულ, ინდივიდუალურ საპროცენტო განაკვეთს და საკრედიტო ლიმიტს დაგიმტკიცებთ.
რა უპირატესობა აქვს TBC Credit-ის ინტერნეტსესხს?
თიბისი კრედიტი საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების თანახმად მოქმედი საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც ღია და გამჭვირვალე პირობებით გამოირჩევა. მომხმარებლის ინტერესებზე ზრუნვა კარგად ჩანს ინდივიდუალურად მორგებული საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
- ყოველთვიური გადახდისას, ერთდროულად ფარავთ ძირს და პროცენტს, რაც ვადის გასვლის ბოლოს, სესხის ავტომატურად განულებას ნიშნავს
- თიბისი კრედიტზე შეგიძლიათ სესხი 48 თვემდე ვადით აიღოთ. გრძელვადიანი სესხი ყოველთვიურ დაბალ შენატანს გულისხმობს, რის გამოს მისი გადახდა მარტივი და მოსახერხებელია
- გადახდის სირთულის შემთხვევაში, შეგიძლიათ სესხის რეფინანსირების სერვისით ისარგებლოთ
- თიბისი კრედიტზე აღებული სესხი უარყოფითად არ მოქმედებს თქვენს საკრედიტო რეიტინგზე, რადგან სესხი ონლაინპლატფორმასა თუ თიბისი ბანკის ფილიალში, ერთი და იგივე პირობებით გაიცემა.
ინტერნეტსესხი მოულოდნელი ფინანსური პრობლემების თუ დაუგეგმავი ხარჯების დაფარვის კარგი საშუალებაა, თუმცა სესხის მიღებამდე ჯობს კარგად დაფიქრდეთ – ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ეს თანხა და მისი დროულად გადახდა თუ შეგიძლიათ, ამის შემდეგ კი აუცილებელია სანდო და კარგი რეპუტაციის მქონე საფინანსო ორგანიზაცია შეარჩიოთ, ისეთი, როგორიც თიბისი კრედიტია.