ჩემი სივრცე
grzelvadiani sesxebi

რა არის გრძელვადიანი სესხები

როდესაც პროდუქტზე გრძელვადიანი სესხები ვსაუბრობთ, არასდროს მოვისაზრებთ სამომხმარებლო ან იპოთეკურ სესხს. მსგავსი ტიპის სესხები ისედაც გრძელვადიანი პერიოდით ხასიათდება. გრძელვადიანი სესხების დროს გვაქვს მოლოდინი, რომ შევძლებთ მარტივი, იგივე ონლაინსესხი შედარებით ხანგრძლივი პერიოდით ავიღოთ.

 

რას გულისხმობს გრძელვადიანი სესხები?

თიბისი კრედიტზე ხელმისაწვდომი სასწრაფო სესხი გრძელვადიანი სესხია. სესხის ვადა 48 თვეს შეადგენს. სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი ერთად იფარება, ამგვარად, ვადის ბოლოს, სესხი ავტომატურად ნულდება. შეჯამებისთვის, გრძელვადიან სესხს შემდეგი მახასიათებლები აქვს:

  • სესხის ხანგრძლივი პერიოდი

  • საშეღავათო პერიოდი

  • სესხის ავტომატური განულება

  • სესხის მარტივი ხელმისაწვდომობა

 

რა პირობები აქვს გრძელვადიან სესხებს?

თიბისი კრედიტის გრძელვადიანი სესხის ლიმიტი 100-80000 ლარამდე მერყეობს. 48 თვით შეგიძლიათ მცირე თანხა ისესხოთ ან მაღალი ლიმიტით თქვენი მაღალბიუჯეტიანი სურვილები აისრულოთ. სესხის საპროცენტო განაკვეთი მსესხებლის საკრედიტო რეიტინგზე და შემოსავლის მიღების წყაროზეა დამოკიდებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სესხი ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურ საპროცენტო განაკვეთში უმტკიცდება. წლიური პროცენტი, რომელ განაკვეთშიც სესხი შეიძლება დამტკიცდეს, 12.25% - დან იწყება, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი - 15.5% - დან

 

 

რა არის საჭირო გრძელვადიანი სესხის ასაღებად?

გრძელვადიანი სესხის ასაღებად საჭიროა მსესხებელი იყოს 18-65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე და ჰქონდეს ნებისმიერი ტიპის ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში. ასევე აუცილებელია მსესხებელი იყოს თიბისი ან სხვა ბანკის სახელფასო კლიენტი და ამის დადასტურება შესაბამისი ამონაწერით შეეძლოს, ან გზავნილებს იღებდეს საზღვარგარეთიდან და ამის დადასტურებაც შესაბამისი ამონაწერით ან გზავნილის მიღების ქვითრით შეძლოს.

თუ მსესხებელი თვითდასაქმებულია ან შემოსავალს ხელზე იღებს, შეუძლია მოითხოვოს შემოსავლის დადასტურება საქმიანობის ადგილზე ვიზიტით. ბანკის წარმომადგენელი განახორციელებს ვიზიტს იმ ადგილას, სადაც მსესხებელი მუშაობს  და საქმიანობის ამსახველ ფოტოებს გადაიღებს.

მოკლედ, გრძელვადიანი სესხის ასაღებად, მსესხებელი სულ რამდენიმე წინაპირობას უნდა აკმაყოფილებდეს:

  • შესაბამისი ასაკი

  • საქართველოს მოქალაქეობა

  • სესხი ან ანგარიში თიბისი ბანკში

  • შემოსავლის დადასტურება

 

რა საბუთებია საჭირო სესხის მისაღებად?

გრძელვადიანი სესხის მისაღებად მომხმარებელს არანაირი საბუთის წარდგენა არ სჭირდება. სესხის მოსათხოვად მხოლოდ ტელეფონი ან რაიმე მოწყობილობაც კმარა, საიდანაც ინტერნეტზე გექნებათ წვდომა და შეძლებთ შეხვიდეთ ვებგვერდზე tbccredit.ge.

ერთადერთი საბუთი, რისი წარდგენაც შესაძლოა დაგჭირდეთ (თუმცა წარდგენა რთული პროცესია, ჩვენ მხოლოდ საბუთის მეილზე გადმოგზავნას ვითხოვთ) არის სახელფასო ანგარიშიდან ან გაზავნილის მიღების ამონაწერი.

 

სესხის ვადის სწორად შერჩევა

გრძელვადიანი სესხების აღების დროს, მომხმარებლებს ხშირად უჩნდებათ კითხვები სესხის ვადებთან დაკავშირებით: რა ვადით სჯობს გრძელვადიანი სესხის აღება?

თიბისი კრედიტზე მომხმარებელს სესხის ვადის შეცვლის საშუალება არ აქვს, სესხს იგი სტანდარტულად 48 თვით იღებს, თუმცა სესხის დაფარვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი:

  • სწორად განსაზღვრეთ სესხის მიზნობრიობა-ანუ რისთვის გჭრდებათ სესხი

  • ყურადღებით დათვალეთ სესხის თანხა, ნუ ისესხებთ საჭიროზე მეტ თანხას

  • შეაფასეთ თქვენი შემოსავლები და ხარჯები, სესხის გადახდა ისევე სწრაფად გახდება საჭირო, რა სისწრაფითაც სესხის თანხა შემოგეხარჯებათ

  • ყურადღება მიაქციეთ ყოველთვიურ გადასახად თანხას და სესხის ვადას, სესხის დაფარვა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია!

 

რა უნდა გავითვალისწინოთ სესხის აღებამდე?

გრძელვადიანი სესხების აღებამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თიბისი კრედიტი ბაზარზე, მოცემულ კატეგორიაში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით გამოირჩევა. სესხი ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურ საპროცენტო განაკვეთში უმტკიცდება. სესხი ვადის ბოლოს ავტომატურად ნულდება და იმავე ვებგვერდზე - tbccredit.ge ზუსტად იგივე პირობებითაა ხელმისაწვდომი, რა პირობებითაც მისი მიღება ფილიალშია შესაძლებელი.

ასევე იხილეთ: რა არის TBC Credit-ის სწრაფი სესხი?

სამომხმარებლო სესხი

  • სესხის ლიმიტი: 100 - 80000 ლარამდე
  • სესხის ვადა: 3 - 48 თვემდე
  • საპროცენტო განაკვეთი: 12.5%-დან
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 15.5%-დან
  • სიცოცხლის დაზღვევა: სესხის ძირის 0.72%

უზრუნველყოფა არ მოითხოვება

მოითხოვე თანხა
დახმარება

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით

გაცნობებთ, რომ თიბისი ბანკი თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნებით ამუშავებს, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით გთხოვთ გაეცნოთ პერსონალური მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.