ციფრული სამომხმარებლო სესხი

მიიღე თანხა საუკეთესო პირობებით

დაიფინანსე სურვილები 100-დან 50'000-ლარამდე

მიიღე თანხა ყველაზე სწრაფად

თანხის მისაღებად შენ დაგჭირდება სამი რამ

სამომხმარებლო სესხი შენი საჭიროებებისთვის

მიიღე თანხა ყველაზე მარტივად და მართე
შენი სესხი ონლაინ

რა არის ონლაინ სამომხმარებლო სესხი?

ონლაინ სამომხმარებლო სესხი არის ყველაზე სწრაფი და მოქნილი საშუალება სურვილების ლოდინის გარეშე ასასრულებლად.

როგორ ავიღო ონლაინ სამომხმარებლო სესხი?

სესხის აღება შესაძლებელია ფილიალში მისვლის გარეშე, TBC Credit-ზე მარტივი განაცხადის შევსებით.

რა თანხის სესხება შემიძლია ონლაინ?

ონლაინ შეგიძლია მოითხოვო 100-დან 50'000 ლარამდე თანხა. სესხის დამტკიცება ხდება შემოსავლების გათვალიწინებით

რა პროცენტში შევძლებ სესხის აღებას?

სესხებზე პროცენტი მტკიცდება ინდივიდუალურად და პროცენტის დამტკიცება ხდება თქვენი შემოსავლებისა და საკრედიტო რეიტინგის გათვალისწინებით.

მოითხოვე თანხა
  • მობაილბანკი
  • ინტერნეტბანკი

მართე შენი სესხი მობაილბანკში

გადმოწერე აპლიკაცია და მართე შენი ფინანსები სახლიდან გაუსვლელათ

  • თიბისი მობაილბანკი app-story - ზე
  • თიბისი მობაილბანკი play-story - ზე

მართე შენი სესხი ინტერნეტბანკში

ეწვიე TBCONLINE.GE - ს და ისარგებლე საბანკო სერვისებით სახლიდან გაუსვლელად

TBCONLINE.GE

ჩვენ შესახებ

რა არის თიბისი კრედიტი?

Tbccredit-ი თიბისი ბანკის ციფრული პლატფორმაა, სადაც სამომხმარებლო სესხის აღება დისტანციურად შეგიძლია, ჩვენ გთავაზობთ ზუსტად იგივე პირობებს რაც ფილიალშია ხელმისაწვდომი.


რა პროცესის გავლაა საჭირო სამომხმარებლო სესხის მისაღებად?

სამომხმარებლო სესხის აღება ძალიან მარტივი და სწრაფი პროცესია, განაცხადი რომელიც სესხის მისაღებად უნდა შეავსო, მხოლოდ მარტივ ველებს მოიცავს. განაცხადის შევსების შემდეგ რამდენიმე წუთში მიიღებ პასუხს დამტკიცებული ლიმიტის შესახებ.

ეროვნული ბანკის რეგულაციების თანახმად, სამომხმარებლო სესხის აღების პროცესში შეიძლება შემოსავლების დადასტურება დაგჭირდეს, ამის შესახებ ინფორმაციას პროცესშივე მიიღებ. შემოსაველების დადასტურება შემდეგნაირადაა შესაძლებელი:

  • შენი სახელფასო ამონაწერით

  • გზავნილის მიღების ქვითრებით ან ამონაწერით

  • თუ შენ თვითდასაქმებული ხარ ან შემოსავალს ხელზე იღებ, შეგიძლია მოითხოვო შემოსავლის დადასტურება საქმიაონობის ადგილზე ვიზიტით, ბანკის წარმომადგენელი მოვა იმ ადგილას სადაც მუშაობ და გადაიღებს საქმიაობის ამსახველ ფოტოებს.


ვის შეუძლია სამომხმარებლო სესხის მიღება?

საიტიდან სესხის აღება ყველას შეუძლია:

  • თუ ხარ 20-იდან 62 წლამდე საქართველოს მოქალაქე

  • თუ ხარ თიბისი ბანკის კლიენტი

  • თუ გაქვს ყოველთვიური შემოსავალი

  •  თუ გაქვს თიბისიში მინიმუმ ერთი აქტიური ანგარიში


რა რაოდენობის თანხის მიღებაა შესაძლებელი?

Tbccredit-ზე თანხის მაქსიმალური ლიმიტი 50 000 ლარია, მინიმალური კი 100. თანხის მოთხოვნის შემდეგ შენი საკრედიტო რეიტინგის და შემოსავლის გათვალისწინებით, შესაძლებელია მოთხოვნილზე მეტი თანხა დაგიმტკიცდეს.




რა ვადით არის შესაძლებელი სამომხმარებლო სესხის მიღება?

სესხის მიღება მაქსიმუმ 48 თვემდეა შესაძლებელი, პროცენტი და ძირითადი თანხა ერთად იფარება, ვადის ბოლოს კი სესხი ნულდება. ერთ-ერთი უპირატესობა კი ისაა რომ სესხის დაფარვა ნებისმიერ დროს შეგიძლია.



რა მოხდება თუ სესხს დროულად ვერ დაფარავთ?

იმ შემთხვევაში თუ სესხის დაფარვას ვერ ახერხებ, დაგეკისრება ვადაგადაცილების ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარის ოდენობით და ვადაგადაცილებულ თანხას ყოველდღიურად ვადაგადაცილების დღიური ჯარიმა დაემატება.



რა უნდა გაითვალისწინო დამატებით?

Tbccredit.ge - ზე იდენთიფიკაციის გავლის და სამომხმარებლო სესხის განაცხადის შევსებისას, შესაძლოა წინასწარ დამტკიცებული სესხის შეთავაზება დაგხვდეს. ეს არის სესხი, რომლის აღებაც სწრაფად შეგიძლია, აღარ გიწევს დამტკიცების დასტურის ლოდინი. წინაასწარ დამტკიცებული მარტივი სესხი გაიცემა მხოლოდ თიბისი ბანკის სახელფასო კლიენტებზე.



შეჯამება

თიბისი კრედიტზე ხელმისაწვდომი სწრაფი სესხის ბევრ უპირატესობაზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა მთავარია ავღნიშნოთ, რომ თიბისი კრედიტის უკან თიბისი ბანკი დგას, ორგანიზაცია, რომელიც დღეს საქართველოში საუკეთესო საბანკო გამოცდილებას ქმნის და რომლისთვისა თქვენი კმაყოფილება პრიორიტეტია. ეს მიდგომა თავისთავად ონლაინ სესხზე შენარჩუნებულია, შესაბამისად, ციფრული პლატფორმა ბანკის სტანდარტებს და მიდგომას სრულიად იაზრებს.


მეტის ნახვა

რა არის TBC Credit-ის სამომხმარებლო სესხი?

თიბისი კრედიტის სამომხმარებლო სესხი ინტერნეტკრედიტია, რომლის ლიმიტი 100-დან 50000 ლარამდე მერყეობს. სესხი ბაზარზე ყველაზე მოქნილი და მომხმარებელზე მორგებული პირობებით გაიცემა:

  • სესხის საპროცენტო განაკვეთი თითოეული მომხმარებისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება

  • სესხი ვადის ბოლოს ავტომატურად ნულდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ძირი და პროცენტი ერთდროულად იფარება

  • სამომხმარებლო სესხი ზუსტად იგივე პირობებით არის ხელმისაწვდომი, რა პირობებითაც მისი მიღება ფილიალშია შესაძლებელი

TBC Credit-ის სამომხმარებლო სესხის პირობები:

სამომხმარებლო სესხების ვადა შეადგენს მაქსიმუმ 48 თვეს. წლიური საპროცენტო განაკვეთი იწყება 15.5%-დან, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 18.5%-დან.
პროცენტი და ძირითადი თანხა ერთად იფარება, შესაბამისად, ვადის ბოლოს სესხი ნულდება. სესხის წინსწრებით დაფარვა ნებისმიერ დროს შეიძლება. წინსწრების საკომისო შემდეგნაირია:

  • 2%- თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი

  • 1% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე

  • 0.5% -თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე

  • 0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები

ის, თუ რამდენ პროცენტში დამტკიცდება სესხი, მსესხებლის საკრედიტო რეიტინგზე და შემოსავლის მღების გზაზეა დამოკიდებული.

რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე ციფრული სამომხმარებლო სესხის მისაღებად?

tbccredit.ge-დან სესხის აღება შეუძლია :

  • 20-დან 62 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს

  • მსესხებელს, რომელსაც აქვს ნებისმიერი ტიპის ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში.

  • მსესხებელს, რომელიც არის  თიბისი ბანკის ან სხვა ბანკის სახელფასო კლიენტი

როგორ ხდება შემოსავლების დადასტურება?

სწრაფი სესხები გაიცემა მსესხებლებზე, რომლებსაც აქვთ შემოსავლები ხელფასის ან გზავნილის სახით:

  1. მსესხებელმა უნდა წარადგინოს ბოლო 4 თვის ამონაწერი სახელფასო ანგარიშიდან

  2. ბოლო 6 თვის გზავნილის მიღების დამადასტურებელი ამონაწერი ან ქვითარი

შემოსავლის დადასტურებას არ საჭიროებენ მხოლოდ თიბისი ბანკის ის სახელფასო კლიენტები, რომელთაც იმ თვეში, როდესაც სესხის განაცხადს ავსებენ, ხელფასი უკვე ჩარიცხული აქვთ. თუ მსესხებელი თვითდასაქმებულია ან შემოსავალს ხელზე იღებს, შეუძლია საქმიანობის ადგილზე ვიზიტი მოითხოვოს: ბანკის წარმომადგენელი მივა მსესხებლის საქმიანობის ადგილზე და სამუშაო პროცესის ამსახველ ფოტოებს გადაიღებს.

რა დრო სჭირდება სწრაფი სესხის მოთხოვნას და დამტკიცებას?

სწრაფი სესხების მიღების პროცედურა ძალიან მარტივია. განაცხადის შევსებას რამდენიმე წუთი სჭირდება, ყველა ველი ძალიან მარტივია. განაცხადის განხილვა ავტომატურ რეჟიმში ხდება და რამდენიმე წამში თქვენ უკვე გაქვთ პასუხი - დაგიმტკცდათ თუ არა სესხი და რა შეთავაზებას გიკეთებთ ბანკი:

  1. დამტკცდა მთხოვნილი თანხა

  2. დამტკიცდა მოთხოვნილ თანხაზე მეტი

  3. დამტკიცდა მოთხოვნილ თანხაზე ნაკლები

თუ სესხი დამტკიცდება და შემოსავლების დადასტურება იქნება საჭირო, თქვენი კი მოთხოვნილ დოკუმენტაციას სწრაფად გადააგზავნით ვებგვერდზე მითითებულ მეილზე, დოკუმენტაციის განხილვა 15 წუთში მოხდება.

რა უნდა გავითვალისწინოთ სწრაფი სესხის აღებისას?

სწრაფი კრედიტის აღებისას აუცილებლად გაითვალიწინეთ შემდეგი საკთხები:

  • რა რაოდენობის თანხა გჭირდებათ და შეძლებთ თუ არა ნასესხები თანხის დაფარვას

  • რა ვადით გჭირდებათ თანხა

  • რისთვის გჭირდებათ თანხა

  • აუცილებლად ეცადეთ, სანამ სესხს აიღებთ, მოწესრიგებული გქონდეთ თქვენი საკრედიტო ისტორიები, გახსოვდეთ ეს სესხის საპროცენტო განაკვეთზე მოახდენს გავლენას.

  • სასწრაფო სესეხის მისაღებად განაცხადის შევსება, ზუსტად იგივე გავლენას ახდენს მსესხებლის საკრედიტო რეიტინგზე, რა გავლენასაც ნებისმიერი სხვა ტიპის სესხის მოთხოვნა, ასე რომ, დროა არასწორ სტერეოტიპებს დავემშვიდობოთ.

რა არის გრძელვადიანი სესხები

როდესაც პროდუქტზე გრძელვადიანი სესხები ვსაუბრობთ, არასდროს მოვისაზრებთ სამომხმარებლო ან იპოთეკურ სესხს. მსგავსი ტიპის სესხები ისედაც გრძელვაიანი პერიოდით ხასიათდება. გრძელვადიანი სესხების დროს გვაქვს მოლოდინი, რომ შევძლებთ მარტივი, იგივე ონლაინსესხი შედარებით ხანგრძლივი პერიოდით ავიღოთ.

რას გულისხმობს გრძელვადიანი სესხები?

თიბისი კრედიტზე ხელმისაწვდომი სასწრაფო სესხი გრძელვადიანი სესხია. სესხის ვადა 48 თვეს შეადგენს. სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი ერთად იფარება, ამგვარად, ვადის ბოლოს, სესხი ავტომატურად ნულდება. შეჯამებისთვის, გრძელვადიან სესხს შემდეგი მახასიათებლები აქვს:

  • სესხის ხანგრძლივი პერიოდი

  • საშეღავათო პერიოდი

  • სესხის ავტომატური განულება

  • სესხის მარტივი ხელმისაწვდომობა

რა პირობები აქვს გრძელვადიან სესხებს?

თიბისი კრედიტის გრძელვადიანი სესხის ლიმიტი 100-50000 ლარამდე მერყეობს. 48 თვით შეგიძლიათ მცირე თანხა ისესხოთ ან მაღალი ლიმიტით თქვენი მაღალბიუჯეტიანი სურვილები აისრულოთ. სესხის საპროცენტო განაკვეთი მსესხებლის საკრედიტო რეიტინგზე და შემოსავლის მიღების წყაროზეა დამოკიდებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სესხი ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურ საპროცენტო განაკვეთში უმტკიცდება. წლიური პროცენტი, რომელ განაკვეთშიც სესხი შეიძლება დამტკიცდეს, 15.5% - დან იწყება, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი - 28.5% - დამ


რა არის საჭირო გრძელვადიანი სესხის ასაღებად?

გრძელვადიანი სესხის ასაღებად საჭიროა მსესხებელი იყოს 20-65 წლმადე ასაკის საქართველოს მოქალაქე და ჰქონდეს ნებისმიერი ტიპის ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში. ასევე აუცილებელია მსესხებელი იყოს თიბისი ან სხვა ბანკის სახელფასო კლიენტი და ამის დადასტურება შესაბამისი ამონაწერით შეეძლოს, ან გზავნილებს იღებდეს საზღვარგარეთიდან და ამის დადასტურებაც შესაბმისი ამონაწერით ან გზავნილის მიღების ქვითრით შეძლოს.

თუ მსესხებელი თვითდასაქმებულია ან შემოსავალს ხელზე იღებს, შეუძლია მოითხოვოს შემოსავლის დადასტურება საქმიანობის ადგილზე ვიზიტით. ბანკის წარმომადგენელი განახორციელებს ვიზიტს იმ ადგილას, სადაც მსესხებელი მუშაობს  და საქმიანობის ამსახველ ფოტოებს გადაიღებს.

მოკლედ, გრძელვადიანი სესხის ასაღებად, მსესხებელი სულ რამდენიმე წინაპირობას უნდა აკმაყოფილებდეს:

  • შესაბამისი ასაკი

  • საქართველოს მოქალაქეობა

  • სესხი ან ანგარიში თიბისი ბანკში

  • შემოსავლის დადასტურება

რა საბუთებია საჭირო სესხის მისაღებად?

გრძელვადიანი სესხის მისაღებად მომხმარებელს არანაირი საბუთის წარდგენა არ სჭირდება. სესხის მოსათხოვად მხოლოდ ტელეფონი ან რაიმე მოწყობილობაც კმარა, საიდანაც ინტერნეტზე გექნებათ წვდომა და შეძლებთ შეხვიდეთ ვებგვერდზე tbccredit.ge.

ერთადერთი საბუთი, რისი წარდგენაც შესაძლოა დაგჭირეთ (თუმცა წარდგენა რთული პროცესია, ჩვენ მხოლოდ საბუთის მეილზე გადმოგზავნას ვითხოვთ) არის სახლეფასო ანგარიშიდან ან გაზავნილის მიღების ამონაწერი.

სესხის ვადის სწორად შერჩევა

გრძელვადიანი სესხების აღების დროს, მომხმარებლებს ხშირად უჩნდებათ კითხვები სესხის ვადებთან დაკავშირებით: რა ვადით სჯობს გრძელვადიანი სესხის აღება?

თიბისი კრედიტზე მომხმარებელს სესხის ვადის შეცვლის საშუალება არ აქვს, სესხს იგი სტანდარტულად 48 თვით იღებს, თუმცა სესხის დაფარვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი:

  • სწორად განსაზღვრეთ სესხის მიზნობრივობა-ანუ რისთვის გჭრდებათ სესხი

  • ყურადღებით დათვალეთ სესხის თანხა, ნუ ისესხებთ საჭიროზე მეტ თანხას

  • შეაფასეთ თქვენი შემოსავლები და ხარჯები, სესხის გადახდა ისევე სწრაფად გახდება საჭირო, რა სისწრაფითაც სესხის თანხა შემოგეხარჯებათ

  • ყურადღება მიაქციეთ ყოველთვიურ გადასახად თანხას და სესხის ვადას, სესხის დაფარვა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია!

რა უნდა გავითალისწინოთ სესხის აღებამდე?

გრძელვადიანი სესხების აღებამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თიბისი კრედიტი ბაზარზე, მოცემულ კატეგორიაში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით გამოირჩევა. სესხი ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურ საპროცენტო განაკვეთში უმტკიცდება. სესხი ვადის ბოლოს ავტომატურად ნულდება და იგივე ვებგვერდზე - tbccredit.ge ზუსტად იგივე პირობებითაა ხელმისაწვომი, რა პირობებითაც მისი მიღება ფილიალშია შესაძლებელი.

სესხები 20 წლიდან

TBC Credit-ის სესხი 20 წლიდან, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სესხია. ეს არის სწრაფი სესხი, რომლის აღება მომხმარებელს დისტანციურად, ვებგვერდიდან შეუძლია და რომელიც ონლაინ ზუსტად იგივე პირობებით არის ხელმისაწვდომი, რა პირობებითაც ეს სესხი თიბისი ბანკის ფილიალში შეგიძლიათ აიღოთ.

როგორ ავიღოთ სესხი 20 წლიდან?

თიბისი კრედიტიდან სესხის აღების პროცედურა ზუსტად ამართლებს პროდუქტის კატეგორიის დასახელებას - სწრაფი სესხი, რადგან  სესხის მოთხოვნას, მის დამტკიცებას და აღებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება:

  • ვებ-გვერდზე ივსება განაცხადი, რომელიც უმარტივეს ველებს მოიცავს

  • ყველა ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაინტერესებს თქვენ შესახებ, თქვენ იცით ზეპირად

  • არ მოგეთხოვებათ არანაირი საბუთების თან ქონა

  • არც განსაკუთრებული კონცენტრაციაა განაცხადის შესავსებისას საჭირო

  • სესხი ნებისმერ დროს, ნებისმიერ ადგილას ხელმისაწვდომია

განაცხადი ავტომატურად განიხილება - რამდენიმე წამში გეუბნებით დაგიმტკცდათ თუ არა სესხი. შესაძლებელია შემოსავლების დადასტურება მოგთხოვოთ, თუმცა ესეც ძალიან მარტივი პროცესია და, რა თქმა უნდა, დისტანციურად სრულდება. სესხის თანხა პირდაპირ გერცხებათ თიბისი ბანკის იმ ანგარიშზე, რომელსაც თქვენ აირჩევთ.

როგორია სესხის პირობები?

20 წლიდან სესხების, იგივე სასწრაფო სესხის მინიმალური თანხა, რომელიც შეგიძლიათ ისესხოთ, 100 ლარია, მაქსიმალური კი - 50000. სესხს ყველა მსესხებელს სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთში ვუმტკიცებთ, ამ დროს კი თქვენს საკრედიტო რეიტინგს და შემოსავლის მიღების გზებს ვითვალისწინებთ: წლიური პროცენტი 15.5%-დან იწყება, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი-18.5%-მდე. სესხის ვადა 48 თვეა, თუმცა სესხი ნებისმერ დროს შეგიძლიათ დაფაროთ, აღებიდან რამდენიმე საათშიც კი! სესხის ძირი და პროცენტი ერთად იფარება.

ჩვენ, გარდა იმისა, რომ სპეციალურად თქვენთვის, თქვენზე მორგებულ საპროცენტო განაკვეთს ვადგენთ, სესხის მოთხოვნის დროს თქვენს ბევრ ფინანსურ მაჩვენებელს ვითვალისწინებთ და ვწყვეტთ მთხოვნილი თანხა დაგიმტკიცოთ თუ უფრო მეტი შემოგთავაზოთ; შესაძლებელია ჩავთვალოთ, რომ თქვენთვის მოთხოვნილზე ნაკლები უფრო ოპტიმალური დასაბრუნებელი იქნება.

რა უპირატესობა აქვს სესხს 20 წლიდან?

თიბისი კრედიტის  სესხს 20 წლიდან,  რამოდენიმე განსაკუთრებული კონკურენტული უპირატესობა აქვს - მოკლედ რომ ვთქვათ, ამ პირობებით სესხის ვერც ერთ ციფრულ პალტფორმაზე ვერ აიღებთ:

  • სესხი ინდივიდუალურ საპროცენტო განაკვეთში მტკიცდება

  • სამომხმარებლო სესხი იგივე პირობეით არის ხელმისაწვდომი, რა პირობებითაც ის ფილიალში შეგიძლიათ აიღოთ

  • თიბისი კრედიტზე საპროცენტო განაკვეთი ექსპრეს კატეგორიის სესხებში ყველაზე დაბალია

  • სესხი ვადის ბოლოს ავტომატურად ნულდება - ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ სესხის ძირითად თანხას და პროცენტს ერთდროულად ფარავთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ სესხის აღების დროს?

ნუ აიღებთ სესხს, თუ დანამდვილებით არ იცით, რაში გამოიყენებთ თანხას და ამის აუცილებლობა არ არის,რადგან ის ისევე სწრაფად გახდება გადასახდელი, რა სისწრაფითაც დაიხარჯება.

ბლოგი

დისტანციური სერვისები თიბისი კრედიტისგან

დისტანციური სერვისები თიბისი კრედიტისგან

Covid19-ის პრევენციისა და მისი გავრცელების შეჩერებისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საყურადღებო რეკომენდაციებს ავრცელებს. ფიზიკური კონტაქტების შემცირება და არასაჭირო გადაადგილებისგან თავის შეკავება მათი ერთ-ერთი გასათვალისწინებელი რეკომენდაციაა. აქედან გამომდინარე, გაზრდილია დისტანციურ სერვისებსა და ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნა. თიბისი კრედიტი პასუხისმგებლობით ეკიდება ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს და მზად არის, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დისტანციურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაზარდოს. თიბისი ბანკის …

როგორ მივიღოთ მოკლევადიანი სესხი თიბისი კრედიტისგან?

როგორ მივიღოთ მოკლევადიანი სესხი თიბისი კრედიტისგან?

დღეს, როცა ბაზარზე მრავალი სხვადასხვა საფინანსო კომპანია უამრავ სხვადასხვანაირ სესხს გვთავაზობს, დამეთანხმებით, რთულია ყველა წარმოდგენილი პროდუქტის დეტალური შესწავლა, თუმცა როცა საქმე ფინანსებს და, მით უფრო, სესხს ეხება, აუცილებელია ყველა დეტალის გათვალისწინება და გარკვევა. თუ თქვენ მოკლევადიანი სესხით ხართ დაინტერესებული, მაშინ საჭირო დროს სწორ ადგილზე მოხვედრილხართ. რა არის მოკლევადიანი სესხი? მოკლევადიანი სესხი იგივე სწრაფი სესხია, რომელიც …

რა არის მარტივი სესხი?

რა არის მარტივი სესხი?

წარმოიდგინეთ, მოულოდნელად დაგჭირდათ თანხა, ხელფასამდე ჯერ დროა დარჩენილი, გადაუდებელი ხარჯი კი არ იცდის. როგორ მოიქცევით? ასეთი სიტუაციიდან გამოსავალი მარტივი სესხია, რომელიც გამარტივებული პირობებით გაიცემა. ამ სესხის მიღება შინიდან გაუსვლელად, დისტანციურად, მხოლოდ პირადობის მოწმობით შეგიძლიათ. თიბისი კრედიტის ვებგვერდზე განაცხადის შევსებით უფლება გაქვთ მოითხოვოთ სასურველი ოდენობის თანხა, ამისათვის კი სულ რამდენიმე წუთია საჭირო. როგორ ავიღოთ მარტივი სესხი …

დახმარება