მიახლოებით განსაზღვრე სესხის ოდენობა, ვადა და ყოველთვიურად გადასახდელი თანხა სიმულაციური კალკულატორის საშუალებით
სესხის ლიმიტი
ყოველთვიური შენატანი | 0 |
საპროცენტო განაკვეთი | 12.5%-დან |
ვადა | თვე |
ეფექტური პროცენტი | 15.5%-დან |
სწრაფი და მარტივი პროცესი
დაიმტკიცე სესხი დისტანციურად
კომფორტული პირობები
მოითხოვე თანხა ნებისმიერი ქვეყნიდან
განხილვის მოქნილი მეთოდი
ატვირთე გზავნილების ქვითარი
თუ ცხოვრობ საზღვარგარეთ, შეგიძლია მოითხოვო შენს საჭიროებებზე მორგებული, სამომხმარებლო სესხი ვებგვერდზე: tbccredit.ge.
სესხზე განაცხადის შევსება და თანხის მიღება შეგიძლია დისტანციურად, tbccredit.ge-ზე. ამისათვის მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო: გაიარე ავტორიზაცია შენი ტელეფონის ნომრით, ჩამონათვალში აირჩიე „შემოსავალი საზღვარგარეთიდან“ და შეავსე საიტზე მითითებული საჭირო ველები.
იმ შემთხვევაში, თუ თიბისიში შენ მიერ დაფიქსირებული ტელეფონის ნომერი არ ემთხვევა არსებულს, დაგვიკავშირდი: 032 2 27 27 27.
tbccredit.ge-ზე განაცხადის შევსებისთვის არ არის საჭირო შემოსავლის დადასტურება. სესხის დამტკიცებისთვის საკმარისია მხოლოდ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ხუთი გამოგზავნილი გზავნილის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა.
სესხის მოთხოვნისას, შემოსავლის დასადასტურებლად შეგიძლია წარმოადგინო გზავნილის ამონაწერი ან ქვითარი. დოკუმენტის ატვირთვის პროცესი მარტივია: გადაუღე ამონაწერს ან ქვითარს ფოტო და ატვირთე tbccredit.ge-ზე.
მინიმალური თანხა 100, ხოლო მაქსიმალური მოცულობა ‒ 3,000 ლარია.
სესხის თანხის 2.5%.
თიბისის ნებისმიერ ანგარიშზე (გარდა საკრედიტო ანგარიშისა) თანხის ჩარიცხვით ან გზავნილის გამოგზავნით.
თუ გაქვს თიბისის ციფრული ბანკი, სესხზე ყოველთვიურად გადასახდელი თანხის გადახდა შეგიძლია გზავნილის დახმარებით. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, გამოაგზავნე ფულადი გზავნილი შენს სახელზე და მიიღე გზავნილის თანხა თიბისის ანგარიშზე. მიჰყევი ინსტრუქციას.
თუ არ სარგებლობ თიბისის ციფრული ბანკით, ჩამოტვირთე აპლიკაცია Google Play-დან ან App Store-დან.
სესხზე განაცხადის შევსებას მხოლოდ 2-3 წუთი სჭირდება. ხოლო წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვას ‒ მაქსიმუმ 60 წუთი.
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 ‒ 20:00* - საათიან შუალედში, შაბათ-კვირას კი ‒ 12:00 – 20:00* - საათიან შუალედში გამოგზავნილ დოკუმენტაციას იმავე დღესვე განვიხილავთ. 20:00* საათის შემდეგ შევსებულ განაცხადს კი ‒ მომდევნო დღეს.
სესხის დამტკიცების შემთხვევაში, სასურველი თანხა მომენტალურად აისახება შენს ანგარიშზე.
*დროები მითითებულია თბილისის დროით
ჩვენ სიღრმისეულად შევისწავლეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების სურვილები და საჭიროებები და შევიმუშავეთ სამომხმარებლო სესხის სპეციალური პირობები:
არსებობს თანხის მიღების რამდენიმე მარტივი გზა: ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა უცხოური ბარათის ანგარიშზე, შენს სახელზე გზავნილის გაგზავნა და თიბისის ციფრული ბარათიდან საზღვარგარეთ არსებულ ბანკომატში თანხის განაღდება.
სესხის დამტკიცების შემდეგ, თანხა აისახება შენს ანგარიშზე თიბისიში. თუ ციფრული ბანკით სარგებლობ, შეგიძლია თანხის კონვერტაციით გადარიცხვა უცხოური ბარათის ანგარიშზე. შედი შენს ინტერნეტ ან მობაილბანკში, დააკონვერტირე მიღებული თანხა და გადარიცხე თანხა საზღვარგარეთ, უცხოური ბარათის ანგარიშზე.
თუ სარგებლობ თიბისის ციფრული ბანკით, მაგრამ არ გაქვს უცხოური ბარათი, დამტკიცებული სესხის თანხის მიღება შეგიძლია ფულადი გზავნილის სასურველი სისტემით. გაიარე ავტორიზაცია ინტერნეტ ან მობაილბანკში, აირჩიე „გადარიცხვები“, შემდეგ „ფულადი გზავნილები“ და გააგზავნე გზავნილი შენს სახელზე იქ, სადაც იმყოფები.
თუ გაქვს ქართული ნომერი, შეგიძლია 90 წამში გახდე თიბისის მომხმარებელი. გაიგე მეტი
თუ ქართული ნომერი არ გაქვს, წარმოადგინე მინდობილობა. მინდობილობის შაბლონის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: