სამომხმარებლო სესხი

5%-მდე ფასდაკლება სამომხმარებლო სესხზე თიბისის ციფრულ არხებში, ეფექტური 15.8 %-დან

სესხის მოთხოვნა
გამოთვალე სესხის სავარაუდო ლიმიტი
  • თვითდასაქმებული
  • ხელფასი

სესხის მაქსიმალური ლიმიტი

0 D
შემოსავალი 0 D
საპროცენტო განაკვეთი 12.25%-დან
ვადა 48 თვე
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 15.8 %-დან
სესხის მოთხოვნა

სესხის უპირატესობები

აქ სამომხმარებლო სესხზე, იგივე პირობები დაგხვდება რაც თიბისის ნებისმიერ ფილიალში:

  • 1
    სრულად დისტანციური პროცესი

    დაიმტკიცე სესხი 2 წუთში

  • 2
    ნებისმიერი მიზნობრიობა

    აისრულე სურვილები მარტივად

  • 3
    შემოსავლის მარტივი დადასტურება

    მოითხოვე ვიდეო,ან ადგილზე ვიზიტი

კალკულატორი

მოქნილი პირობები

სესხის ლიმიტი
100 - 30000 ლარამდე
სესხის ვადა
3 - 48 თვემდე
საპროცენტო განაკვეთი
12.25 %-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
15.8 %-დან
გაცემის საკომისიო
2.5%-დან
ანგარიშიდან გატანის საკომისიო
0%-0.6% -ანგარიშის ტარიფის მიხედვით
პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის
20 ლარი ვადაგადაცილების პირველ დღეზე , დავალიანების თანხის 0. 5% ყოველდღიურად , არაუმეტეს კანონით განსაზღვრული მოთხოვებისა
საკომისიო საკუთარი სახსრებით და სხვა ბანკიდან წინსწრებით დაფარვისას 0%-2 % კრედიტის დასრულებამდე დარჩენილი ვადის შესაბამისად
24 თვეზე მეტი- 2%
12-დან 24 თვემდე -1%
6-დან 12 თვემდე -0.5%
6 თვეზე ნაკლები- 0%
სიცოცხლის დაზღვევა
სესხის ძირის 0.72
სამომხმარებლო სესხის მისაღებად აუცილებელია სიცოცლის დაზღვევა

ხშირად დასმული კითხვები

  • რა ტიპის სესხით სარგებლობაა შესაძლებელი ვებ-გვერდზე tbccredit.ge?
    ვებ-გვერდზე tbccredit.ge შესაძლებელია დისტანციური სამომხმარებლო სესხით და წინასწარ დამტკიცებული მარტივი სესხით სარგებლობა.
    • სამომხმარებლო სესხის განაცხადის შევსება შეუძლია ყველას, ვინც არის თიბისი ბანკის ან სხვა ბანკის სახელფასო კლიენტი, არის თვითდასაქმებული ან საზღვარგარეთიდან გზავნილებს იღებს.
    • წინასწარ დამტკიცებული სესხის შეთავაზება მხოლოდ მათ გამოუჩნდებათ, ვისთვისაც წინასწარ მოხდა ლიმიტის დამტკიცება. აღნიშნული სესხი მხოლოდ თიბისი ბანკის სახელფასო კლიენტებისთვისაა ხელმისაწვდომი
  • რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე tbccredit.ge-დან სესხის ასაღებად?
    tbccredit.ge-დან სესხის აღება შეუძლია 18-დან 62 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის თიბისი ბანკის მომხმარებელი, ანუ აქვს ნებისმიერი ტიპის ანგარიში, ანაბარი, განვადება ან სესხი თიბისი ბანკში.
  • რა ტიპის შემოსავალი უნდა მქონდეს, tbccredit.ge-დან სესხის ასაღებად?
    იმისთვის, რომ ვებ-გვერდიდან tbccredit.ge აიღო დისტანციური სამომხმარებლო სესხი საჭიროა გქონდეს შემოსავალი. შემოსავლად ითვლება:
    • ხელფასი, რომელიც ირიცხება თიბისი ბანკში ან ნებისმიერ სხვა ბანკში
    • შემოსავალი, რომელსაც იღებ ხელზე და რომლის დადასტურებაც შეგიძლია
    • გზავნილი, რომლის დადასტურებაც შესაძლებელია გზავნლის მიღების ქვითრებით
  • როგორ დავადასტურო ჩემი შემოსავალი?
    შემოსავლის დადასტურება ხდება იმის მიხედვით თუ რა ტიპის შემოსავალი აქვს მსესხებელს:
    • ხელფასი რომელიც ირიცხება ბანკში - დასადასტურებლად საჭიროა ბოლო 4 თვის სახელფასო ამონაწერი
    • შემოსავალი, რომელსაც იღებ ხელზე უნდა დაადასტურო ვიდეო ზარის ან საქმიანობის ადგილზე ვიზიტის საშუალებით
    • გზავნილი - საჭიროა ბოლო 6 თვის გზავნილის მიღების ამონაწერი ან ასევე ბოლო 6 თვის მანძილზე მიღებული გზავნილს მიღების ქვითრები
  • რა დრო სჭირდება სესხის დამტკიცებას?
    ვებ-გვერდზე განაცხადის შევსებას, სესხის მოთხოვნას და პასუხის გაგებას, დამტკიცდა თუ არა სესხი, სულ 2-3 წუთი სჭირდება. შემოსავლის დადასტურების დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის შემოსავლის დადასტურება ხდება. აქვე აუცილებელია იმ განყოფილების სამუშაო საათების გათვალისწინება, სადაც შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის განხილვა ხდება:
    • ორშაბათი - პარასკევი, დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე, შესაბამისად საღამოს 8 საათის შემდეგ გადმოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა მოხდება მეორე დღეს დილის 10 საათიდან.
    • შაბათი - კვირა: დილის 12-დან საღამოს 8 საათამდე, შესაბამისად საღამოს 8 საათის შემდეგ გადმოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა მოხდება მეორე დღეს 12 საათიდან.

    ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ, სესხი თქვენს ანგარიშზე მომენტალურად ჩაირიციხება.
  • რომელი სესხების გადაფარვას შეძლებ tbccredit-ზე?
    შენ შეგიძლია გადაფარო TBC და სხვა ბანკში არსებული არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხები, გარდა რესტრუქტურიზებული სესხებისა.
    • სესხების რეფინანსირების შემთხვევაში შესაძლებლობა გაქვს უფრო მეტი სესხის ლიმიტით ისარგებლო
დახმარება

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით