Alternate Text

ციფრული პლატფორმა სესხებისთვის

ჩვენს შესახებ

რა არის TBC Credit-ი?

TBC Credit-ი თიბისი ბანკის ციფრული პლატფორმაა, სადაც მომხმარებელს ონლაინსესხის აღება დისტანციურად შეუძლია. ონლაინსესხების პლატფორმები ქართული, ისევე როგორც მრავალი განვითრებადი ქვეყნის ფინანსური ბაზრისთვის დიდი ხანია სიახლეს აღარ წარმოადგენს, თუმცა თიბისი კრედიტმა შეძლო, ახალი სიტყვა ეთქვა დისტანციური სესხების განვითარებაში და დიდი წვლილი შეეტანა მრავალი არასწორი სტერეოტიპის ნგრევაში.


რა პროცესების გავლაა საჭირო ონლაინსესხის მისაღებად

TBC Credit-იდან ონლაინსესხის ასაღებად, მომხმარებელი ძალიან მარტივ და სწრაფ პროცესს გადის. განაცხადი, რომელიც მომხმარებელმა სესხის მისაღებად უნდა შეავსოს, მხოლოდ მარტივ ველებს მოიცავს და ყველა ინფორმაცია, რის მიწოდებასაც ბანკი ითხოვს, ზეპირად იცის მომხმარებელმა - ანუ სესხის მთხოვნის დროს არანაირი  საბუთის ქონა არ არის საჭირო. განაცხადის შევსების შემდეგ სისტემა  ავტომატურ რეჟიმში, ყოველგვარი  ადამიანური რესურსის ჩართულობის გარეშე, განიხილავას მოთხოვნას და რამდენიმე წამში მომხმარებელი იღებს პასუხს დამტკიცებული  ლიმიტის შესახებ. 
ეროვნული ბანკის რეგულაციების მოთხოვნის თანახმად, მომხმარებელს ინტერნეტ-სესხის აღების პროცესში შესაძლებელია შემოსავლების დადასტურება დასჭირდეს, ამის შესახებ ინფორმაციას იგი პროცესშივე მიიღებს. შემოსავლების დადასტურება შემდეგნაირად არის შესაძლებელი:

  • მსესხებლის სახლეფასო ამონაწერით

  • გაზვნილის მიღების ქვითრებით ან ამონაწერით

  • თვითდასაქმებული მსესხებლის შემთხვევაში: შემოსავლის დადასტურება საქმიანობის ადგილზე ვიზიტით. ბანკის წარმომადგენელი განახორციელებს ვიზიტს მსესხებლის სამუშაო ადგილზე და საქმიანობის ამსახველ ფოტოებს გადაიღებს.


ვის შეუძლია ონლაინსესხების მიღება?

TBC Credit-იდან სესხის აღება შეუძლია ყველას, ვინც, შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს:

  •  არის 20-დან 62 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე

  • აქვს ნებისმიერი ტიპის ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში

  • არის  თიბისი ბანკის ან სხვა ბანკის სახელფასო კლიენტი და ამის დადასტურება შესაბამისი ამონაწერით შეუძლია

  •  თიბისი ბანკში აქვს მინიმუმ ერთი აქტიური ანგარიში

თუ მსესხებელი თვითდასაქმებულია ან შემოსავალს ხელზე იღებს, მას შეუძლია მოთხოვოს შემოსავლის დადასტურება საქმიანობის ადგილზე ვიზიტით. ბანკის წარმომადგენელი განახორციელებს ვიზიტს იმ ადგილას სადაც მუშაობს მსესხებელი და გადაიღებს საქმიანობის ამსახველ ფოტოებს.



რა რაოდენობის თანხის მიღებაა შესაძლებელი?

TBC Credit-ზე თანხის მაქსიმალური ლიმიტი 15 000 ლარს შეადგენს, მინიმალური კი - 100 ლარს.
განაცხადის შევსების და თანხის მოთხოვნის შემდეგ, თუ მსესხებლის საკრედიტო რეიტინგი და 
შემოსავალი  საშუალებას მოგცვემს, შესაძლებელია მომხმარებელს მთხოვნილზე მეტი თანხა დაუმტკიცდეს. 
სტანდარტული ონლაინ სესხებისგან განსხვავებით, თიბისი კრედიტის ონლაინსესხის ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ სესხი ყველა მსესხებელს ინდივიდუალურ საპროცენტო განაკვეთში უმტკიცდება. ამ 
დროს მსესხებლის საკრედიტო რეიტინგის და შემოსავლის მღების გზის გათვალისწინება ხდება (არის თუ არა თიბისი ბანკის სახელფასო კლიენტი)...
ონლაინ კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი  21%-დან 37%-მდე მერყეობს, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი-25%-დან 47%-მდე.



რა ვადით არის შესაძლებელი ონლიანსესხის მიღება?

სწრაფი ონლაინ სესხის მიღება თიბისი კრედიტიდან 48 თვის ვადით არის შესაძლებელი. პირველი 6 თვე საშეღავათო პერიოდია, მომხმარებელი მხოლოდ სესხის პროცენტს იხდის, მომდევნო 42 თვე პროცენტი და ძირითადი თანხა ერთად იფარება, შესაბამისად, ვადის ბოლოს სესხი ნულდება, ესეც თიბისი კრედიტის   სწრაფი სესხის ერთ-ერთი კონკურეტული უპირატესობაა.  სესხის დაფარვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.



რა მოხდება თუ სესხს დროულად ვერ დაფრავთ?

თიბისი კრედიტმა, ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებს  შორის პირველმა შესთავაზა მომხმარებელს ინტერნეტ სესხის რეფინანსირება, რომელიც ასევე დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში, ვებ-გვერდზე tbccredit.ge-ზე კეთდება. თუ მსესხებელს არსებული სასწრაფო სესხის ან სესხების დაფარვა უწევს, საკუთარი სახსრებით კი ამას  ვერ ახერხებს, შეუძლია   რეფინანსირება გააკეთოს  ანუ არსებული სესხი ახალი სესხით გადაფაროს. ის სესხი, რომლითაც რეფინანსირება ხდება, 36-თვიანია, წლიური პროცენტი 41%-ია, წლიური ეფექტური 49%-დან, წინსწრებით დაფარვის საკომისიო 2%-ია. ვადის ბოლოს სესხი ნულდება, ანუ ძირი და პროცენტი აქაც ერთად იფარება.
რეფინანსირების შეთავაზება ვებ-გვერდზე მხოლოდ მათ გამოუჩნდებათ, ვისაც არსებულ სასწრაფო სესხზე 11 გადახდა აქვს გაკეთებული და ვადაგადაცილება ამავე სესხზე 60 დღეს არ აღემატება.
თუ მსესხებელს, tbccredit.ge-ზერეფინანსირების შეთავაზება არ უჩანს,  ესე იგი, მას ჯერ არ უწევს სესხის სრულად დაფარვა ან  სესხი 60-ზე  მეტ ვადაგადაცილებაშია.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი უარს ამბობს რეფინანსირების გაკეთებაზე და ვერც სესხის დაფარვას  ახერხებს, მას დაეკისრება ვადაგადაცილების ერთჯერადი ჯარიმა 5 ლარის ოდენობით და ვადაგადაცილებულ თანხას ყოველდღიურად  ვადაგადაცილების დღიური ჯარიმა დაემატება.



რა უნდა გავითვალისწინოთ დამატებით?

ვებ-გვერდზე - tbccredit.ge-შემოსულ მომხმარებელს, რომელიც იდენტიფიკაციას გაივლის და ინტერნეტ კრედიტის განაცხადის შევსებას დააპირებს, შესაძელებელია წინასწარ დამტკიცებული სესხის შეთავაზება დახვდეს. ეს არის სესხი, რომლის აღებაც  მარტივად, სწრაფად და დისტანციურად, ვებ-გვერდის საშუალებით ხდება. თქვენ აღარ გიწევთ სესხის მისაღებად სხვადასხვა პროცედურების გავლა, მაგალითად, ფილიალში მისვლა, განაცხადის შევსება და სესხის დამტკიცების დასტურის ლოდინი. წინასწარ დამტკიცებული მარტივი სესხი გაიცემა მხოლოდ თიბისი ბანკის სახელფასო კლიენტებზე.



ონლაინსესხები და მათი უპირატესობა

ონლაინსესხის  მოქნილობა და მისი ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში ხელმისაწვდომობა  მომხმარებლისთვის უკვე უცხო აღარ არის. დღეს მომხმარებელი პროდუქტის შერჩევისას განსაკუთრებულ კონკურენტულ უპირატესობებს ეძებს და ითვალისწინებს. თიბისი კრედიტის ონლაინსესხი მობილურობასთან და ინდივიდუალურ საპროცენტო  განაკვეთთან ერთად მომხმარებელს ონლაინსესხს ზუსტად იგივე პირობით სთავაზობს, რითაც იგივე სესხი ფილიალშია ხელმისაწვდომი - მოკლედ რომ ვთქვათ, თიბისი ბანკის ციფრულმა პლატფორმამ საბოლოოდ დაანგრია ის მცდარი სტერეოტიპი, რომ ონლაინსესხი ძვირი პროდუქტია და რომ სესხის მარტივი ხელმისაწვდომობა მის მაღალმარჟიანობას უდრის.



შეჯამება

თიბისი კრედიტზე ხელმისაწვდომი სწრაფი სესხის ბევრ უპირატესობაზე უკვე  ვისაუბრეთ, ახლა მთავარია აღვნიშნოთ, რომ თიბისი კრედიტის უკან თიბისი ბანკი დგას, ორგანიზაცია, რომელიც დღეს საქართველოში საუკეთესო საბანკო გამოცდილებას ქმნის და რომლისთვისაც თითოეული მომხმარებლის კმაყოფილებაა პრიოტირეტი. ეს მიდგომა თავისთავად ონლაინ კრედიტების შემთხვევაშიც შენარჩუნებულია, შესბამისად, ციფრული პლატფორმა  ბანკის სტანდარტებს და მიდგომას სრულად იზიარებს.

მეტის ნახვა

რა არის სწრაფი სესხი

სისწრაფე ყველგან და ყველაფერში ჩვენი დროის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. სწრაფი სესხიც თანამედროვე მოთხოვნების შედეგად შეიქმნა: ეს ონლაინსესხია, რომელიც, როგორც პროდუქტის სახელი მიგვანიშნებს, ინტერნეტით არის ხელმისაწვდომი.

რა არის TBC Credit-ის სწრაფისესხი?

თიბისი კრედიტის სწრაფი სესხი ინტერნეტკრედიტია, რომლის ლიმიტი 100-დან 15000 ლარამდე მერყეობს. სესხი ბაზარზე ყველაზე მოქნილი და მომხმარებელზე მორგებული პირობებით გაიცემა:

  • სესხის საპროცენტო განაკვეთი თითოეული მომხმარებისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება

  • სესხი ვადის ბოლოს ავტომატურად ნულდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ძირი და პროცენტი ერთდროულად იფარება

  • ონლაინსესხი ზუსტად იგივე პირობებით არის ხელმისაწვდომი, რა პირობებითაც მისი მიღება ფილიალშია შესაძლებელი

TBC Credit-ის სწრაფი სესხის პირობები:

სწრაფი სესხების ვადა 48 თვეს შეადგენს. წლიური საპროცენტო განაკვეთი მერყეობს 21%-დან 37%-მდე, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 25%-დან 47%-მდე.
პირველი 6 თვე საშეღავათო პერიოდია, მომხმარებელი მხოლოდ სესხის პროცენტს იხდის, მომდევნო 42 თვე პროცენტი და ძირითადი თანხა ერთად იფარება, შესაბამისად, ვადის ბოლოს სესხი ნულდება. სესხის წინსწრებით დაფარვა ნებისმიერ დროს შეიძლება. წინსწრების საკომისო შემდეგნაირია:

  • 2%- თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი

  • 1% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია12-დან 24 თვემდე

  • 0.5% -თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე

  • 0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები

ის, თუ რამდენ პროცენტში დამტკიცდება სესხი, მსესხებლის საკრედიტო რეიტინგზე და შემოსავლის მღების გზაზეა დამოკიდებული.

რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე სწრაფი სესხის მისაღებად?

tbccredit.ge-დან სესხის აღება შეუძლია :

  • 20-დან 62 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს

  • მსესხებელს, რომელსაც აქვს ნებისმიერი ტიპის ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში.

  • მსესხებელს, რომელიც არის  თიბისი ბანკის ან სხვა ბანკის სახელფასო კლიენტი

როგორ ხდება შემოსავლების დადასტურება?

სწრაფი სესხები გაიცემა მსესხებლებზე, რომლებსაც აქვთ შემოსავლები ხელფასის ან გზავნილის სახით:

  1. მსესხებელმა უნდა წარადგინოს ბოლო 4 თვის ამონაწერი სახელფასო ანგარიშიდან

  2. ბოლო 6 თვის გზავნილის მიღების დამადასტურებელი ამონაწერი ან ქვითარი

შემოსავლის დადასტურებას არ საჭიროებენ მხოლოდ თიბისი ბანკის ის სახელფასო კლიენტები, რომელთაც იმ თვეში, როდესაც სესხის განაცხადს ავსებენ, ხელფასი უკვე ჩარიცხული აქვთ. თუ მსესხებელი თვითდასაქმებულია ან შემოსავალს ხელზე იღებს, შეუძლია საქმიანობის ადგილზე ვიზიტი მოითხოვოს: ბანკის წარმომადგენელი მივა მსესხებლის საქმიანობის ადგილზე და სამუშაო პროცესის ამსახველ ფოტოებს გადაიღებს.

რა დრო სჭირდება სწრაფი სესხის მოთხოვნას და დამტკიცებას?

სწრაფი სესხების მიღების პროცედურა ძალიან მარტივია. განაცხადის შევსებას რამდენიმე წუთი სჭირდება, ყველა ველი ძალიან მარტივია. განაცხადის განხილვა ავტომატურ რეჟიმში ხდება და რამდენიმე წამში თქვენ უკვე გაქვთ პასუხი - დაგიმტკცდათ თუ არა სესხი და რა შეთავაზებას გიკეთებთ ბანკი:

  1. დამტკცდა მთხოვნილი თანხა

  2. დამტკიცდა მოთხოვნილ თანხაზე მეტი

  3. დამტკიცდა მოთხოვნილ თანხაზე ნაკლები

თუ სესხი დამტკიცდება და შემოსავლების დადასტურება იქნება საჭირო, თქვენი კი მოთხოვნილ დოკუმენტაციას სწრაფად გადააგზავნით ვებგვერდზე მითითებულ მეილზე, დოკუმენტაციის განხილვა 15 წუთში მოხდება.

რა უნდა გავითვალისწინოთ სწრაფი სესხის აღებისას?

სწრაფი კრედიტის აღებისას აუცილებლად გაითვალიწინეთ შემდეგი საკთხები:

  • რა რაოდენობის თანხა გჭირდებათ და შეძლებთ თუ არა ნასესხები თანხის დაფარვას

  • რა ვადით გჭირდებათ თანხა

  • რისთვის გჭირდებათ თანხა

  • აუცილებლად ეცადეთ, სანამ სესხს აიღებთ, მოწესრიგებული გქონდეთ თქვენი საკრედიტო ისტორიები, გახსოვდეთ ეს სესხის საპროცენტო განაკვეთზე მოახდენს გავლენას.

  • სასწრაფო სესეხის მისაღებად განაცხადის შევსება, ზუსტად იგივე გავლენას ახდენს მსესხებლის საკრედიტო რეიტინგზე, რა გავლენასაც ნებისმიერი სხვა ტიპის სესხის მოთხოვნა, ასე რომ, დროა არასწორ სტერეოტიპებს დავემშვიდობოთ.

რა არის გრძელვადიანი სესხები

როდესაც პროდუქტზე გრძელვადიანი სესხები ვსაუბრობთ, არასდროს მოვისაზრებთ სამომხმარებლო ან იპოთეკურ სესხს. მსგავსი ტიპის სესხები ისედაც გრძელვაიანი პერიოდით ხასიათდება. გრძელვადიანი სესხების დროს გვაქვს მოლოდინი, რომ შევძლებთ მარტივი, იგივე ონლაინსესხი შედარებით ხანგრძლივი პერიოდით ავიღოთ.

რას გულისხმობს გრძელვადიანი სესხები?

თიბისი კრედიტზე ხელმისაწვდომი სასწრაფო სესხი გრძელვადიანი სესხია. სესხის ვადა 48 თვეს შეადგენს. პირველი 6 თვე საშეღავათო პერიოდია, მომხმარებელი მხოლოდ სესხის პროცენტს იხდის, მომდევნო 42 თვის მანძილზე კი სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი ერთად იფარება, ამგვარად, ვადის ბოლოს, სესხი ავტომატურად ნულდება. შეჯამებისთვის, გრძელვადიან სესხს შემდეგი მახასიათებლები აქვს:

  • სესხის ხანგრძლივი პერიოდი

  • საშეღავათო პერიოდი

  • სესხის ავტომატური განულება

  • სესხის მარტივი ხელმისაწვდომობა

რა პირობები აქვს გრძელვადიან სესხებს?

თიბისი კრედიტის გრძელვადიანი სესხის ლიმიტი 100-15000 ლარამდე მერყეობს. 48 თვით შეგიძლიათ მცირე თანხა ისესხოთ ან მაღალი ლიმიტით თქვენი მაღალბიუჯეტიანი სურვილები აისრულოთ. სესხის საპროცენტო განაკვეთი მსესხებლის საკრედიტო რეიტინგზე და შემოსავლის მიღების წყაროზეა დამოკიდებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სესხი ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურ საპროცენტო განაკვეთში უმტკიცდება. წლიური პროცენტი, რომელ განაკვეთშიც სესხი შეიძლება დამტკიცდეს, 21%-37%-მდე მერყეობს, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი - 25%-47%-მდე.


რა არის საჭირო გრძელვადიანი სესხის ასაღებად?

გრძელვადიანი სესხის ასაღებად საჭიროა მსესხებელი იყოს 20-65 წლმადე ასაკის საქართველოს მოქალაქე და ჰქონდეს ნებისმიერი ტიპის ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში. ასევე აუცილებელია მსესხებელი იყოს თიბისი ან სხვა ბანკის სახელფასო კლიენტი და ამის დადასტურება შესაბამისი ამონაწერით შეეძლოს, ან გზავნილებს იღებდეს საზღვარგარეთიდან და ამის დადასტურებაც შესაბმისი ამონაწერით ან გზავნილის მიღების ქვითრით შეძლოს.

თუ მსესხებელი თვითდასაქმებულია ან შემოსავალს ხელზე იღებს, შეუძლია მოითხოვოს შემოსავლის დადასტურება საქმიანობის ადგილზე ვიზიტით. ბანკის წარმომადგენელი განახორციელებს ვიზიტს იმ ადგილას, სადაც მსესხებელი მუშაობს  და საქმიანობის ამსახველ ფოტოებს გადაიღებს.

მოკლედ, გრძელვადიანი სესხის ასაღებად, მსესხებელი სულ რამდენიმე წინაპირობას უნდა აკმაყოფილებდეს:

  • შესაბამისი ასაკი

  • საქართველოს მოქალაქეობა

  • სესხი ან ანგარიში თიბისი ბანკში

  • შემოსავლის დადასტურება

რა საბუთებია საჭირო სესხის მისაღებად?

გრძელვადიანი სესხის მისაღებად მომხმარებელს არანაირი საბუთის წარდგენა არ სჭირდება. სესხის მოსათხოვად მხოლოდ ტელეფონი ან რაიმე მოწყობილობაც კმარა, საიდანაც ინტერნეტზე გექნებათ წვდომა და შეძლებთ შეხვიდეთ ვებგვერდზე tbccredit.ge.

ერთადერთი საბუთი, რისი წარდგენაც შესაძლოა დაგჭირეთ (თუმცა წარდგენა რთული პროცესია, ჩვენ მხოლოდ საბუთის მეილზე გადმოგზავნას ვითხოვთ) არის სახლეფასო ანგარიშიდან ან გაზავნილის მიღების ამონაწერი.

სესხის ვადის სწორად შერჩევა

გრძელვადიანი სესხების აღების დროს, მომხმარებლებს ხშირად უჩნდებათ კითხვები სესხის ვადებთან დაკავშირებით: რა ვადით სჯობს გრძელვადიანი სესხის აღება?

თიბისი კრედიტზე მომხმარებელს სესხის ვადის შეცვლის საშუალება არ აქვს, სესხს იგი სტანდარტულად 48 თვით იღებს, თუმცა სესხის დაფარვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი:

  • სწორად განსაზღვრეთ სესხის მიზნობრივობა-ანუ რისთვის გჭრდებათ სესხი

  • ყურადღებით დათვალეთ სესხის თანხა, ნუ ისესხებთ საჭიროზე მეტ თანხას

  • შეაფასეთ თქვენი შემოსავლები და ხარჯები, სესხის გადახდა ისევე სწრაფად გახდება საჭირო, რა სისწრაფითაც სესხის თანხა შემოგეხარჯებათ

  • ყურადღება მიაქციეთ ყოველთვიურ გადასახად თანხას და სესხის ვადას, სესხის დაფარვა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია!

რა უნდა გავითალისწინოთ სესხის აღებამდე?

გრძელვადიანი სესხების აღებამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თიბისი კრედიტი ბაზარზე, მოცემულ კატეგორიაში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით გამოირჩევა. სესხი ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურ საპროცენტო განაკვეთში უმტკიცდება. სესხი ვადის ბოლოს ავტომატურად ნულდება და იგივე ვებგვერდზე - tbccredit.ge ზუსტად იგივე პირობებითაა ხელმისაწვომი, რა პირობებითაც მისი მიღება ფილიალშია შესაძლებელი.

სესხები 20 წლიდან

TBC Credit-ის სესხი 20 წლიდან, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სესხია. ეს არის სწრაფი სესხი, რომლის აღება მომხმარებელს დისტანციურად, ვებგვერდიდან შეუძლია და რომელიც ონლაინ ზუსტად იგივე პირობებით არის ხელმისაწვდომი, რა პირობებითაც ეს სესხი თიბისი ბანკის ფილიალში შეგიძლიათ აიღოთ.

როგორ ავიღოთ სესხი 20 წლიდან?

თიბისი კრედიტიდან სესხის აღების პროცედურა ზუსტად ამართლებს პროდუქტის კატეგორიის დასახელებას - სწრაფი სესხი, რადგან  სესხის მოთხოვნას, მის დამტკიცებას და აღებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება:

  • ვებ-გვერდზე ივსება განაცხადი, რომელიც უმარტივეს ველებს მოიცავს

  • ყველა ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაინტერესებს თქვენ შესახებ, თქვენ იცით ზეპირად

  • არ მოგეთხოვებათ არანაირი საბუთების თან ქონა

  • არც განსაკუთრებული კონცენტრაციაა განაცხადის შესავსებისას საჭირო

  • სესხი ნებისმერ დროს, ნებისმიერ ადგილას ხელმისაწვდომია

განაცხადი ავტომატურად განიხილება - რამდენიმე წამში გეუბნებით დაგიმტკცდათ თუ არა სესხი. შესაძლებელია შემოსავლების დადასტურება მოგთხოვოთ, თუმცა ესეც ძალიან მარტივი პროცესია და, რა თქმა უნდა, დისტანციურად სრულდება. სესხის თანხა პირდაპირ გერცხებათ თიბისი ბანკის იმ ანგარიშზე, რომელსაც თქვენ აირჩევთ.

როგორია სესხის პირობები?

20 წლიდან სესხების, იგივე სასწრაფო სესხის მინიმალური თანხა, რომელიც შეგიძლიათ ისესხოთ, 100 ლარია, მაქსიმალური კი - 15000. სესხს ყველა მსესხებელს სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთში ვუმტკიცებთ, ამ დროს კი თქვენს საკრედიტო რეიტინგს და შემოსავლის მიღების გზებს ვითვალისწინებთ: წლიური პროცენტი აუცილებლად 21%-37%-მდე იმერყევებს, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი-25%-47%-მდე. სესხის ვადა 48 თვეა, თუმცა სესხი ნებისმერ დროს შეგიძლიათ დაფაროთ, აღებიდან რამდენიმე საათშიც კი! სესხის ძირი და პროცენტი ერთად იფარება.

ჩვენ, გარდა იმისა, რომ სპეციალურად თქვენთვის, თქვენზე მორგებულ საპროცენტო განაკვეთს ვადგენთ, სესხის მოთხოვნის დროს თქვენს ბევრ ფინანსურ მაჩვენებელს ვითვალისწინებთ და ვწყვეტთ მთხოვნილი თანხა დაგიმტკიცოთ თუ უფრო მეტი შემოგთავაზოთ; შესაძლებელია ჩავთვალოთ, რომ თქვენთვის მოთხოვნილზე ნაკლები უფრო ოპტიმალური დასაბრუნებელი იქნება.

რა უპირატესობა აქვს სესხს 20 წლიდან?

თიბისი კრედიტის  სესხს 20 წლიდან,  რამოდენიმე განსაკუთრებული კონკურენტული უპირატესობა აქვს - მოკლედ რომ ვთქვათ, ამ პირობებით სესხის ვერც ერთ ციფრულ პალტფორმაზე ვერ აიღებთ:

  • სესხი ინდივიდუალურ საპროცენტო განაკვეთში მტკიცდება

  • ონლაინსესხი იგივე პირობეით არის ხელმისაწვდომი, რა პირობებითაც ის ფილიალში შეგიძლიათ აიღოთ

  • თიბისი კრედიტზე საპროცენტო განაკვეთი ექსპრეს კატეგორიის სესხებში ყველაზე დაბალია

  • სესხი ვადის ბოლოს ავტომატურად ნულდება - ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ სესხის ძირითად თანხას და პროცენტს ერთდროულად ფარავთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ სესხის აღების დროს?

ნუ აიღებთ სესხს, თუ დანამდვილებით არ იცით, რაში გამოიყენებთ თანხას და ამის აუცილებლობა არ არის,რადგან ის ისევე სწრაფად გახდება გადასახდელი, რა სისწრაფითაც დაიხარჯება.

ბლოგი

როგორ მოვაგროვოთ ფული
                            შვებულებისთვის

ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა ონლაინ

გაციფრულების როლი ჩვენს ცხოვრებაში გაციფრულება-ეს ის სიტყვაა, რომელიც დღესდღეობით განსაკუთრებული აქტუალობით გამოირჩევა და რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

დახმარება