თუ ხარ კურიერი ან ტაქსის მძღოლი და ხელფასი TBC-ში გერიცხება, შენთვის ციფრული სამომხმარებლო სესხის აღება უფრო გამარტივდა.
გამოთვალე შენი ლიმიტი და ნახე რა თანხა დაგიმტკიცდა.
მოითხოვე 80 000 ლარამადე თანხა და მიიღე 2 წუთში TBC-ის ციფრულ ბანკში ან tbccredit.ge-ზე.
თუ სესხი უკვე გაქვს, გადაფარე ან გააერთიანე და გადაიხადე ყოველთვე ნაკლები. სესხების გაერთიანებისას, ასევე შეგიძლია დამატებით თანხა მოითხოვო.
თიბისის თვითდასაქმებულებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. თუ თვითდასაქმებული ხარ და შემოსავალი პირადი ჩარიცხვებით გერიცხება თიბისიში ნებისმიერი პირისგან, ნებისმიერი დანიშნულებით, მაშინ სამომხმარებლო სესხის აღებას მობაილბანკში 2 წუთში შეძლებ ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე.
სესხის ასაღებად:
თუ შემოსავალს ჯერ ისევ ხელზე იღებ და გსურს სამომხმარებლო სესხის აღება სწრაფად და მარტივად დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, დაიწყე შემოსავლის თიბისის ანგარიშზე ჩარიცხვა. სესხის დამტკიცებისთვის აუცილებელია, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური ჩარიცხვები გიფიქსირდებოდეს.
თუ ხარ ძიძა, რეპეტიტორი, მკერავი,სტომატოლოგი, მძღოლი, ხელოსანი ან სხვა რომელიმე პროფესიის მქონე თვითდასაქმებული და ანაზღაურება თიბისიში გერიცხება ნებისმიერი პირისგან, ნებისმიერი დანიშნულებით.
სამომხმარებლო სესხის აღება ნებისმიერი მიზნობრიობით შეიძლება, მაგალითად, სახლის რემონტი, ავეჯის განახლება, მოგზაურობა, მანქანის შეძენა, არსებული სესხების გაერთიანება და ა.შ.
სესხის დამტკიცება ხდება თვითდასაქმებულის შემოსავლების თიბისიში ჩარიცხვების და ბანკის დაკრედიტების წესების საფუძველზე.
სამომხმარებლო სესხი შეიძლება სხვადასხვა მიზნობრიობით დაგჭირდეს, როგორიც არის მოულოდნელი ხარჯები, არსებული სესხების გადაფარვა, რემონტი, მანქანის შეძენა, მოგზაურობა, დასვენება, შოპინგი და ნებისმიერი რამ. თუმცა, ხანდახან ხდება ისეც, რომ სესხი ვერ გიმტკიცდება და ამას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს.
თუ უკვე გაქვს რამდენიმე სასესხო ვალდებულება და გსურს ახალი სესხის აღება, შესაძლოა, შენი შემოსავალი არ აღმოჩნდეს საკმარისი აღნიშნულისთვის. ასეთ დროს, სესხის აღებას შეძლებ შემოსავლის გაზრდის ან/ და მიმდინარე ვალდებულებების შემცირების შემდგომ.
შემოსავლის ქონა, სესხის მისაღები აუცილებელი პირობაა. თუ შენი დადასტურებული შემოსავალი ნაკლებია ბანკის მინიმალური მოთხოვნაზე, სამწუხაროდ, სესხი ვერ დაგიმტკიცდება. შემოსავლის მატება გაზრდის სესხის დამტკიცების შანსს.
იმისთვის, რომ მობაილ ბანკის აპლიკაციაში სესხი დაგიმტკიცდეს, საჭიროა გქონდეს შემდეგი ტიპის შემოსავალი:
1. ხელფასი, რომელიც გერიცხება თიბისიში ან ნებისმიერ სხვა ბანკში.
2. გზავნილი, რომელიც გერიცხება თიბისიში ან ნებისმიერ სხვა საფინანსო ინსტიტუტში.
3. თუ თვითდასაქმებული ხარ, მისაღებია ჩარიცხვები შენ პირად ანგარიშზე, ნებისმიერი პირისგან და ნებისმიერი დანიშნულებით.
შემოსავალს ჩვენ გადავამოწმებთ, შენი თანხმობის საფუძველზე და არანაირი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ დაგჭირდება.
თუ გაქვს განსხვავებული ტიპის შემოსავალი, რომლის დადასტურებას შეძლებ ვიდეო ვიზიტით, შეავსე განაცხადი tbccredit.ge-ზე ან მიმართე ჩვენ ნებისმიერ ფილიალს.
იმ შემთხვევაში, თუ კი გაქვს ბევრი მიმდინარე საკრედიტო ვალდებულება, მაგალითად, რამდენიმე სამომხმარებლო სესხი, შესაძლოა, კიდევ ერთი სესხის დამატება არ დაგიმტკიცდეს. ასეთ შემთხვევაში, გირჩევთ, გააერთიანო ყველა ვალდებულება და დაიმატო თანხა ერთ სესხად. სესხების გაერთიანების შედეგად, შესაძლოა, ყოველთვიურად გადასახდელი თანხაც შეიმცირო და გექნება მხოლოდ ერთი გადახდის თარიღი.
თუ კი ახალი სესხის მოთხოვნისას, შენი რომელიმე მიმდინარე ვალდებულება ვადაგადაცილებაშია, ახალი სესხი ვერ დაგიმტკიცდება. დაფარე ვადაგადაცილება და შეავსე სესხის განაცხადი თავიდან.
იმ შემთხვევაში კი, როცა სესხის გადახდას ხშირად აგვიანებ, გადაიხადე მიმდინარე ვალდებულებები დროულად, რამდენიმე თანმიმდევრული გადახდის განხორციელების შემდგომ, ისევ სცადე განაცხადის შევსება.
სესხი შესაძლოა დაგიუარდეს ასაკის გამო. ამ ეტაპზე, სესხის მისაღებად მინიმალური ასაკია 18 წელი, მაქსიმალური კი 65 წელი. თუ კი შემოსავალი იჯარის სახით გაქვს, მაქსიმალური ასაკი შესაძლოა იყოს 65 წელზე ზემოთ. იჯარის საფუძველზე სესხის მისაღებად, მიმართე ჩვენ ნებისმიერ ფილიალს.
თუ კი შენ ანგარიშზე ვრცელდება ინკასო/ ყადაღა, ეს შესაძლოა გახდეს სესხის დაუარების მიზეზი. დაფარე დავალიანება და მოითხოვე სესხი თავიდან.
თუ სესხი, ამ ეტაპზე, ვერ დაგიმტკიცდა, ეს შესაძლოა იყოს მხოლოდ დროებითი უარი. გაითვალისწინე ჩვენი რეკომენდაციები და სცადე სამომხმარებლო სესხის მოთხოვნა თავიდან.
16 – 31 დეკემბრის ჩათვლით, 12:00- 20:20 საათამდე, აიღე სამომხმარებლო სესხი შენს ციფრულ ბანკში ან tbccredit.ge-ზე და დასაჩუქრდი 100, 200 ან 300 ლარით.
სისწრაფე, მოქნილობა, ციფრულობა, სიმარტივე — ეს თანამედროვე ადამიანისთვის დამახასიათებელი ნიშნებია. ცვალებად სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და ცხოვრების რიტმი მუდმივად ჩქარდება, ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაფერი ამ რიტმს მისდევდეს, სერვისები თუ პროდუქტები ცხოვრებას ამარტივებდეს, იყოს სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი — ზუსტად ისეთი, როგორიც თანამედროვე ადამიანია.
თიბისის — წამყვანი ტექნოლოგიური და ფინანსური კომპანიის მისია სწორედ ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, ამიტომაც მუდმივად ქმნის და ავითარებს პროდუქტებს, რომლებიც მომხმარებლებს საკუთარი მისწრაფებების რეალიზაციასა და სურვილების ახდენაში ეხმარება, თანაც — ციფრულად.
სესხი tbccredit.ge-ზე, ციფრულადაა შესაძლებელი, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ, მთაში, ზღვაზე თუ სახლში, შენი მიზნების მისაღწევად ან სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, სესხის დამტკიცება, სულ რაღაც, 2 წუთში შეგიძლია. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რა მიზნით იღებ მას — საჩუქრისთვის, რემონტისთვის, სამოგზაუროდ თუ, უბრალოდ, ცხოვრების გამარტივებისთვის.
მაიკო კომუნიკაციების სპეციალისტი, მხატვარი და თვითნასწავლი ფოტოგრაფია. ფოტოგრაფია თავიდან მისთვის უბრალო ჰობი იყო, თუმცა, ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, გატაცება სერიოზულ საქმედ ექცია.
“ერთი წლის წინ აქტიურად დავიწყე ფოტოების გადაღება, ვიღებდი ნატურმორტებს, პეიზაჟებს, პორტრეტებს. მალე ჩემი, როგორც მოყვარული ფოტოგრაფის ნამუშევრები, სხვებმაც შეამჩნიეს და არაერთი საქმიანი წინადადება მივიღე. დასაწყისისთვის მხოლოდ ერთი ლინზა მყოფნიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე, უფრო სერიოზული სახე მიმეცა ამ ყველაფრისთვის, დამატებითი ტექნიკის შეძენა გახდა საჭირო — უკეთესი ლინზა მჭირდებოდა, რომ უფრო შთამბეჭდავი და პროფესიონალური კადრები დამეფიქსირებინა. ამიტომ გადავწყვიტე, თიბისიში სამომხმარებლო სესხი ამეღო და კიდევ ერთი ნაბიჯი გადამედგა წინ დიდი ხნის ოცნების ასახდენად”.
მაიკო აღნიშნავს, რომ სესხის აღებისას სისწრაფე და ციფრულობა მისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული იყო, საპროცენტო განაკვეთზე ფასდაკლება კი კიდევ ერთი უპირატესობა აღმოჩნდა, რის გამოც თიბისის სამომხმარებლო სესხით ისარგებლა
„მსგავსი გადაწყვეტილებები ძალიან მიმარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას და უფრო მეტი დრო მრჩება საკუთარი საქმიანობისთვის.“
მაცოს საქმიანობა წიგნებს უკავშირდება. მან გამოიგონა სუპერგმირი “აი”, რომელიც ქმნის ემოციურ საჩუქრებს, წიგნებს საყვარელი ადამიანებისთვის. მაცოს თქმით, მოგზაურობისას იღებს შთაგონებას იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მისი წიგნები.
“ახლა, ბოლო მოგზაურობისას, მჭირდებოდა თანხა და სწორედ მაშინ გავიგე, რომ თიბისის ჰქონდა 5%-მდე ფასდაკლება სამომხმარებლო სესხზე ციფრულ არხებში. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი საინტერესო მოგზაურობა. სესხი სულ რაღაც 2 წუთში ავიღე მობილურით Tbccredit.ge-ზე და არ დამჭირდა მიზნობრიობის მითითება”, — ამბობს მაცო.
რუსო, გრაფიკული დიზაინერია, ქმნის ვერცხლის სამკაულებს და, ამასთან, მოყვარული კულინარია. იმისთვის, რომ კულინარიაში ცოდნა გაეღრმავებინა, ახალი ტექნიკის შეძენა გადაწყვიტა.
“მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ 5%-მდე ფასდაკლება ჰქონდა თიბისის სამომხმარებლო სესხზე ციფრულ არხებში, გადავწყვიტე სხვა ბანკში არსებული სესხები გადმომეტანა, გამეერთიანებინა, შესაბამისად, ლიმიტი გამეზარდა და მეყიდა ყველა ჩემთვის საჭირო ტექნიკა”.
რუსო აღნიშნავს, რომ დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე წუთში, Tbccredit.ge-ზე აიღო სესხი.
მეორადი მობილური ტელეფონებით ვაჭრობა საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დარგი იყო, ხოლო ახლა ის ციფრულ სივრცეშიც იკიდებს ფეხს. ამას ისიც ემატება, რომ დღეს უკვე, მეორადი მობილურის და არა მხოლოდ მობილურის შეძენა, მეორადი ნივთების შესაძენად განკუთვნილი სამომხმარებლო სესხით არის შესაძლებელი. ხშირად საოცნებო სმარტფონის ყიდვის იდეა ჩვენს შემოსავლებთან შესაბამისობაში არ მოდის. ამ შემთხვევაში ყველაზე გონივრული გამოსავალი მეორადი მობილური ტელეფონის შეძენაა. თუმცა, რასაკვირველია, დაკვირვება გვჭირდება, რათა ახალმა შენაძენმა იმედები არ გაგვიცრუოს.
პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ სმარტფონმა ჩვენამდე ლეგალური გზით მოაღწია. შეამოწმე IMEI კოდი — ის ისეთივე უნიკალურია ტელეფონისთვის, როგორც ადამიანის ID ბარათზე დატანილი პირადი ნომერი. შესაბამისად, საკმარისი არ არის ტელეფონს ყუთი მოყვებოდეს, დარწმუნდი, რომ სასურველ სმარტფონზე და ყუთზე დატანილი IMEI კოდის ციფრები ერთმანეთს ემთხვევა. ეს მოგცემს საშუალებას, უფრო მშვიდად იყო.
ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა, ყალბი, ან როგორც ამბობენ ხოლმე ე.წ. “პატენტი” მობილურებია. სინამდვილეში ლეგალური პატენტი ხარისხით არ უნდა ჩამოუვარდებოდეს პირვანდელ მწარმოებელს, თუმცა გაყალბება ნამდვილად დიდი პრობლემაა. იმისთვის, რომ დარწმუნდე, სმარტფონი ნამდვილად ოფიციალური მწარმოებლის მიერ არის დამზადებული და მინიჭებული აქვს თუ არა შესაბამისი მოდელის ნომერი, შედი ხელსაწყოებში და წაიკითხე ინფორმაცია ტელეფონის შესახებ. შეადარე მოდელის ნომერი და IMEI კოდი ყუთზე და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მობილური ტელეფონის პანელზე დაკრულ სტიკერს.
მას შემდეგ, რაც დარწმუნდები, რომ ტელეფონი არც მოპარულია და არც ყალბი, მისი ფიზიკური დაზიანებები უნდა შეამოწმო. კარგად დაათვალიერე სმარტფონი ყველა მხრიდან და არ დაგავიწყდეს, რომ თანამედროვე სმარტფონებში ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი მისი სენსორია. თითით მთელ ზედაპირზე შეამოწმე ხომ არ აქვს რაიმე პრობლემა, ასევე კარგად დააკვირდი რამდენად მგრძნობიარეა ის.
სმარტფონს დამატებითი მოწყობილობები სჭირდება. თუ ყურსასმენებიც მოყვება, შეამოწმე მისი გამართულობა. და ბოლოს, დამტენი ყველაზე მნიშვნელოვანია — აუცილებლად შეაერთე, დაელოდე რამდენიმე წუთი და შეხედე პროგრესს, ამით არამხოლოდ დამტენს, არამედ ელემენტსაც შეამოწმებ. რასაკვირველია, დამტენის და ელემენტის გამოცვლაც შესაძლებელია, თუმცა ის ხარჯებთან არის დაკავშირებული. მეორადი სმარტფონის მთავარი უპირატესობა კი მისი ხელმისაწვდომი ფასია.
სიფრთხილის კიდევ ერთი ზომა, ამჯერად მხოლოდ iPhone-ის მოყვარულებს ეხება. iCloud მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს დისტანციურად დაბლოკონ სმარტფონი. თუ iCloud დაგებლოკება, შენი “ჭკვიანი ვაშლი” სრულიად გამოუსადეგარი გახდება, ამიტომ დარწმუნდი, რომ გამყიდველი ნამდვილად განბლოკილ ტელეფონს გაძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენად გამართული და ჭკვიანიც უნდა იყოს ის, მაინც უსარგებლო ნივთი შეგრჩება ხელში.
სულ ეს იყო, იმედია რჩევებს გაითვალისწინებ, თუმცა არც ის დაგავიწყდეს რომ ყველას თავისი პრიორიტეტები აქვს. თუ შენთვის სმარტფონის კამერაა მნიშვნელოვანი, მისი შემოწმებაც არ დაგავიწყდეს, ასევე ყიდვის წინ გაიხსენე ყველაფერი, რასაც შენი მომავალი სმარტფონი უნდა აკმაყოფილებდეს და შეამოწმე ის დეტალურად.
ასევე არ დაგავიწყდეს, რომ Mymarket-მა მეორადი ნივთების სრულად დისტანციური გაყიდვა გახადა შესაძლებელი, ახლა ერთი სახლიდან მეორე სახლში ნივთები დაუბრკოლებლად გადაადგილდებიან და ონლაინ ვაჭრობამაც ახალი სიცოცხლე შეიძინა. თუკი სმარტფონს იყიდი, კურიერი მას პირდაპირ სახლში მოგიტანს და დაგელოდება, სანამ შენს მომავალ მობილურს შეამოწმებ.
რაც შეეხება მეორადი ნივთების შესაძენად განკუთვნილ სესხს, მისი მიღება სულ რაღაც 2 წუთში, ვებ-გვერდზე tbccredit.ge/e-commerce-ზეა შესაძლებელი, რომელიც თიბისი ბანკის ციფრული პლატფორმის – tbccredit.ge-ს დამატებითი პროდუქტია და რომელიც ბაზარზე პირველად ქმნის მეორადი ნივთების სესხით შეძენის პრეცენდენტს.
ეს სტანდარტული სამომხმარებლო სესხია, რომელიც თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომი სამომხმარებლო სესხის ანალოგია, მასზე 31 დეკემბრის ჩათვლით საშეღავათო პერიოდიც მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ აქ და ახლა შეგიძლია შეიძინოსასურველი მეორადი მობილური ტელეფონი და გადახდა 6 თვის შემდეგ დაიწყო.