წარმოიდგინეთ, მოულოდნელად დაგჭირდათ თანხა, ხელფასამდე ჯერ დროა დარჩენილი, გადაუდებელი ხარჯი კი არ იცდის. როგორ მოიქცევით? ასეთი სიტუაციიდან გამოსავალი მარტივი სესხია, რომელიც გამარტივებული პირობებით გაიცემა.
ამ სესხის მიღება შინიდან გაუსვლელად, დისტანციურად, მხოლოდ პირადობის მოწმობით შეგიძლიათ. თიბისი კრედიტის ვებ-გვერდზე განაცხადის შევსებით უფლება გაქვთ მოითხოვოთ სასურველი ოდენობის თანხა, ამისათვის კი სულ რამდენიმე წუთია საჭირო.
თიბისი კრედიტზე მარტივი სესხის აღება ძალიან სწრაფად ხდება. თუ თქვენ ხართ 18-დან 64 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გაქვთ ნებისმიერი ტიპის ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში, ხართ თიბისი ბანკის ან სხვა ნებისმიერი ბანკის სახელფასო კლიენტი და ამას საბანკო ამონაწერით დაადასტურებთ, შეგიძლიათ თამამად შეავსოთ განაცხადი.
თიბისი კრედიტი არც თვითდასაქმებულებს ზღუდავს – თუ თქვენ თვითდასაქმებული ხართ, ნუ დაიხევთ უკან, შეგიძლიათ მოითხოვოთ სამუშაო ადგილზე ბანკის წარმომადგენლის ვიზიტი და ამ გზით მიიღოთ სასურველი ოდენობის სესხი.
TBC Credit-ი თიბისი ბანკის ონლაინპლატფორმაა და მაღალი სანდოობითა და სისწრაფით გამოირჩევა, გარდა ამისა:
TBC Credit-ზე ონლაინგანაცხადში შეგიძლიათ მოითხოვოთ სესხი 200-დან 80 000 ლარამდე 48 თვის ვადით. თქვენი მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის, ყოველთვიური შემოსავლის და საკრედიტო ისტორიის გათვალისწინებით, შესაძლოა, იმაზე მეტი თანხაც დაგიმტკიცდეთ, ვიდრე მოითხოვეთ., თუმცა, ცხადია, ამ თანხის გამოყენება თქვენსავე სურვილზეა დამოკიდებული.
მარტივი სესხის მისაღებად სწრაფი პროცედურის გავლაა საჭირო:
იდენტიფიკაციის ეს პროცესი რამდენიმე წუთზე მეტს არ მოითხოვს. მოთხოვნილი თანხის დადასტურებასაც ამდენივე წუთი დასჭირდება. ყველაფერი მართლაც ძალიან მარტივია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მარტივი სესხის ხანგრძლივობა 48 თვეა და მისი საპროცენტო განაკვეთი თქვენსავე საბანკო ისტორიაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ აღებული სესხის დაფარვას ვერ ახერხებთ, TBC Credit-ი რეფინანსირების საშუალებას გაძლევთ. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული მარტივი სესხის გადაფარვა.
მარტივი სესხის მოთხოვნისას უნდა გახსოვდეთ, რომ ამით დამატებით ვალდებულებას იღებთ, პირველ რიგში, საკუთარი თავისა და TBC Credit-ის წინაშე. სწორედ ამიტომ, განაცხადის შევსებამდე, დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა თანხა და თუ გჭირდებათ, რა ოდენობის სესხის აღება გსურთ.
გაუთვალისწინებელი ხარჯების თუ მოულოდნელი ფინანსური პრობლემების დროს დაბალპროცენტიანი სესხი მარტივი და ხელმისაწვდომი გამოსავალია. თუ თქვენ თქვენზე მორგებულ პირობებს ეძებთ, მაშინ აუცილებლად უნდა შეამოწმოთ რა ტიპის სესხს გთავაზობთ თიბისი კრედიტი.
ონლაინსესხების ციფრული პლატფორმა – თიბისი კრედიტი სწრაფ, მარტივ და კომფორტულ სერვისს გთავაზობთ. აქ შესაძლებელია დისტანციურად, ონლაინრეჟიმში მიიღოთ სესხი თქვენი საჭიროებებისთვის. განაცხადის შესავსებად სულ რამდენიმე წუთია საჭირო, პასუხს კი დაუყოვნებლივ, ავტომატურ რეჟიმში მიიღებთ.
თიბისი კრედიტზე სესხის ასაღებად საჭიროა, რომ თქვენ:
თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ, მაშინ შეგიძლიათ მოითხოვოთ 200-დან 80 000 ლარამდე სესხი მაქსიმუმ 48 თვის ვადით.
დაბალპროცენტიანი სესხის აღებისას საპროცენტო განაკვეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თიბისი კრედიტზე სესხის განაცხადის განხილვისას თქვენთვის ინდივიდუალურად დგინდება საკრედიტო ლიმიტი და საპროცენტო განაკვეთი. ეს ნიშნავს, რომ სისტემა აანალიზებს თქვენს ყოველთვიურ შემოსავალს, მის სტაბილურობას, ამოწმებს თქვენს საკრედიტო ისტორიას და რეიტინგს, ასევე ამოწმებს მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას და ამის შემდეგ გიმტკიცებთ თქვენზე მორგებულ, სპეციალურად თქვენთვის შექმნილ სესხს ინდივიდუალური პირობებით. აქედან გამომდინარე, თქვენთვის სრულიად შესაძლებელი ხდება მიღებული სესხის სწრაფად, მარტივად და უმტკივნეულოდ დაფარვა.
ინდივიდუალურად დამტკიცებული საპროცენტო განაკვეთი კი არის მომხმარებლის ფინანსური რესურსის და მდგომარეობის გათვალისწინებით გამოთვლილი, მაქსიმალურად მასზე მორგებული რიცხვი. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ მიმდინარე ფინანსური სტატუსით ყველაზე დაბალპროცენტიან სესხს, რისი აღებაც საფინანსო კომპანიებშია შესაძლებელი.
თიბისი კრედიტი თიბისი ბანკის მიერ შექმნილი ონლაინსესხების პლატფორმაა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების მიხედვით მოქმედებს. აქ ყველა პირობა ღია და გამჭვირვალეა, მომხმარებლისთვის არ არსებობს დაფარული ხარჯი და თქვენ დაზღვეული ხართ მოულოდნელი უსიამოვნო ცვლილებებისგან. თიბისი კრედიტი მომხარებელზე ორიენტირებულ, მოქნილ და მოსახერხებელ პირობებს გთავაზობთ:
ონლაინსესხის მიღება დღეისათვის სირთულეს ნამდვილად აღარ წარმოადგენს. ისღა დაგრჩენიათ დაბალპროცენტიანი სესხის აღებამდე გულდასმით შეისწავლოთ სხვადასხვა საფინანსო კომპანიის მიერ წარმოდგენილი პირობები, შეადაროთ და გააანალიზოთ ყველა დეტალი, გაითვალისწინოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოთ, რომელ ორგანიზაციას მიმართოთ სესხითვის. ჩვენ კი გვჯერა, რომ ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ნამდვილად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ!
სესხის აღება მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. იქნება ეს თანხა რემონტისთვის, მოგზაურობისთვის, ტექნიკის შესაძენად, სწავლისთვის თუ სხვა მიზნისთვის, გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე საკითხის წინასწარ გააზრება დაგეხმარებათ, უკეთ შეაფასოთ თქვენი საჭიროებები და სესხის პირობები.
სანამ სესხს აიღებთ, დაუსვით საკუთარ თავს ეს 10 კითხვა:
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა სწორედ ესაა: რისთვის გჭირდება დამატებითი თანხა?
თუ კონკრეტული მიზანი გაქვს, უფრო მარტივად განსაზღვრავ, რა თანხა გჭირდება და რამდენად შეესაბამება სესხის აღება შენს საჭიროებას.
მაგალითად, შესაძლოა თანხა გჭირდებოდეს:
სესხის აღებისას ყოველთვის არ არის საჭირო მაქსიმალური ხელმისაწვდომი თანხის გამოყენება.
დაითვალე, რამდენია შენი რეალური საჭიროება და შეარჩიე ისეთი თანხა, რომელიც მიზნის შესრულებაში დაგეხმარება და ამავდროულად შენს ყოველთვიურ ბიუჯეტს შეესაბამება.
სწორი მიდგომაა: აიღო იმდენი, რამდენიც რეალურად გჭირდება.
სესხის თანხასთან ერთად მნიშვნელოვანია გაითვალისწინო ყოველთვიური გადასახადი.
შეაფასე შენი ყოველთვიური შემოსავალი და ხარჯები და განსაზღვრე, რა თანხის გადახდა იქნება შენთვის კომფორტული.
გაითვალისწინე არა მხოლოდ არსებული ხარჯები, არამედ ისიც, რომ მომავალში შეიძლება დამატებითი ხარჯები გაჩნდეს.
სესხის არჩევისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი საპროცენტო განაკვეთია.
თუმცა მხოლოდ ერთი პროცენტის ნახვა საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია გაეცნო სესხის სრულ პირობებს, მათ შორის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთსა და შესაძლო დამატებით ხარჯებს.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მომხმარებელს სესხის რეალური ღირებულების უკეთ შეფასებაში ეხმარება, რადგან ითვალისწინებს სესხთან დაკავშირებულ შესაბამის ხარჯებს.
ამიტომ სხვადასხვა სესხის შედარებისას მხოლოდ ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს ნუ შეხედავ - შეადარე სრული პირობები.
სესხის ვადა პირდაპირ არის დაკავშირებული ყოველთვიურ გადასახადთან.
როგორც წესი, უფრო ხანგრძლივი ვადა ნიშნავს შედარებით დაბალ ყოველთვიურ გადასახადს, თუმცა სესხის მთლიან ღირებულებაზე გავლენას ახდენს როგორც ვადა, ისე საპროცენტო განაკვეთი და სხვა პირობები.
ამიტომ ვადის არჩევისას მნიშვნელოვანია იპოვო ბალანსი კომფორტულ ყოველთვიურ გადასახადსა და სესხის მთლიან ღირებულებას შორის.
თუ უკვე გაქვს სესხი, განვადება ან სხვა ფინანსური ვალდებულება, ახალი სესხის აღებამდე მნიშვნელოვანია შენი საერთო ყოველთვიური დატვირთვა გაითვალისწინო.
ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი სესხის ნაცვლად შეიძლება არსებული ვალდებულებების გადაფარვა ან მათი პირობების შეცვლა იყოს უფრო შესაბამისი გამოსავალი.
მთავარია, გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ახალი სესხის გადასახადს კი არა, ყველა მიმდინარე ფინანსურ ვალდებულებას ერთად შეხედო.
სესხის არჩევისას ყურადღება მიაქციე არა მხოლოდ თანხასა და პროცენტს, არამედ სხვა პირობებსაც.
მაგალითად:
სესხის პირობების წინასწარ გაცნობა დაგეხმარება, ზუსტად იცოდე, რას იღებ და რა ვალდებულება გექნება.
tbccredit.ge-ზე შეგიძლია მოითხოვო სამომხმარებლო სესხი ან გაიაქტიურო წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი.
თუ სესხს ითხოვ, შეავსებ განაცხადს და შენი შემოსავლების მიხედვით განისაზღვრება ხელმისაწვდომი თანხა. დამტკიცების შემთხვევაში, თანხა პირდაპირ შენს თიბისიში არსებულ ანგარიშზე ჩაგერიცხება.
თუ უკვე გაქვს წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი, განაცხადის შევსების შემდეგ შეგიძლია მისი გააქტიურება და თანხა პირდაპირ ანგარიშზე ჩაგერიცხება.
სესხის აღებამდე სასარგებლოა იცოდე, რა პირობები მოქმედებს მისი ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში.
წინსწრებით დაფარვის პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტული პროდუქტისა და ხელშეკრულების მიხედვით, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე გაეცანი შესაბამის პირობებს.
ბოლო კითხვა ყველაზე მარტივია — და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანიც. ჰკითხე საკუთარ თავს:
თუ თანხა კონკრეტული საჭიროების დასაფარად გჭირდება და უკვე შეაფასე შენი ბიუჯეტი, სესხის პირობები და ყოველთვიური გადასახადი, გადაწყვეტილების მიღება უფრო გააზრებული იქნება.
თუ კი სესხის აღების მიზეზი მხოლოდ სურვილია და არ ხარ დარწმუნებული, შეძლებ თუ არა ყოველთვიური ვალდებულების კომფორტულად დაფარვას, შესაძლოა გადაწყვეტილების გადადება ღირდეს.
თუ უკვე იცი, რისთვის გჭირდება თანხა და რა მოცულობის ყოველთვიური გადასახადი შეესაბამება შენს ბიუჯეტს, სამომხმარებლო სესხის მოთხოვნა Tbccredit.ge-დან შეგიძლია მარტივად, ნებისმიერ დროს.
აღმოაჩინე შენთვის ხელმისაწვდომი თანხა და მიიღე გადაწყვეტილება შენთვის სასურველი მიზნის მიხედვით.
ის, რომ კარგი სესხი მხოლოდ სესხის გამცემ კარგ ორგანიზაციაშია ხელმისაწვდომი, უკვე ბევრჯერ ვახსენეთ, ახლა კი, მოდით, ის კრიტერიუმები განვიხილოთ, რომლის მიხედვითაც სესხის გამცემი ორგანიზაციის შეფასებას და იმის გარკვევას შევძლებთ, ის ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს თუ არა.
როდესაც საქმე სასესხო პროდუქტებს ეხება, პირველი კრიტერიუმი, რითაც პროდუქტს და მის გამცემ ორგანიზიაციას ვაფასებთ, საპროცენტო განაკვეთია, თუმცა, დროთა განმავლობაში და ბაზარზე არსებული უდიდესი კონკურენციის ფონზე, აღმოჩნდა, რომ პროდუქტის და ორგანიზაციის შეფასებისთვის მხოლოდ ეს ზემოთ ხსენებული კრიტერიუმი საკმარისი სულაც არ არის, მაგრამ, ჩვეულ სტანდარტებს ძალიან ნუ ავცდებით და ჩავთვალოთ, რომ შეფასების პირველი პარამეტრი საპროცენტო განაკვეთია: კარგად ჩაეძიეთ ციფრებს და შეადარეთ ისინი ერთმანეთს.
ნუ ენდობით მხოლოდ მსხვილად დაწერილ, სარეკლამო მესიჯად გამოყენებულ მიმზიდველ პროცენტს, რადგან მის უკან ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იმალება, ის რეალური პროცენტი, რაც სესხთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მოიცავს.
კარგ ორგანიზაციაში სესხის მოთხოვნასთან, დამტკიცებასთან და აღებასთან დაკავშირებული პროცესები გამჭვირვალეა. თქვენ უფლება გაქვთ იცოდეთ თითოეული იმ ინფორმაციის დანიშნულება, რასაც ბანკს აწვდით. პირობითად, როდესაც ბანკი თქვენგან ისეთ ინფორმაციას ითხოვს, როგორიცა ფინანსურად თქვენზე დამოკიდებულ ადამიანთა რაოდენობაა, ის ცდილობს განსაზღვროს, რა თავისუფალი თანხა შეიძლება გრჩებოდეთ ყოველთვიურად და ამის მიხედვით დაგიგეგმოთ ახალი სესხის ფეიმენთი. პასუხს – „ამ ინფორმაციას რისთვის ვიყენებთ, კონფიდენციალურია“, სესხის გამცემ კარგ ორგანიზაციაში, დიდი ალბათობით, ვერასდროს მოისმენთ.
როდესაც საქმე ონლაინ ანუ სწრაფ სესხებს ეხება, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებლის გამოცდილებას და სესხის გამცემი პლატფორმის ვიზუალურ მხარეს, ისევე, როგორც პროცესის სიმარტივეს და მოქნილობას. პროდუქტი, რომლის შექმნის არსი სისწრაფე და მობილურობა იყო და არის, არ შეიძლება მომხმარებელს სესხის ასაღებად ხანგრძლივ, გაურკვეველ და რთულ მოგზაურობაში იწვევდეს. თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად დაუშვათ, რომ იმ პლატფორმაზე, სადაც ვებ-გვერდზე გამოტანილი პროცესი არ არის მობილური, სესხის დამტკიცების პროცესი ორჯერ მეტად არამობილური იქნება.
სანამ სესხს აიღებთ, მისი გამცემი ორგანიზაციის შესახებ აზრი სხვებსაც ჰკითხეთ – ძალიან რთულია ფინანსურმა ინსტიტუტმა მომხმარებლების მხრიდან ერთხმად მოიპოვოს დადებითი შეფასება, და თუ ის მოიპოვა, ესე იგი, დაიმსახურა.
სერვისის კარგი მომწოდებელი არასდროს არის ორიენტირებული მხოლოდ პროდუქტის გაყიდვაზე და მისთვის მომხმარებელთან კომუნიკაცია გაყიდვის პროცესის დასრულებით არ სრულდება. როდესაც საქმე სესხს ეხება, კარგი კომპანია მისი დაფარვის პროცესში და მომხმარებლის კმაყოფილებაში ისეთივე ძალისხმევას დებს, როგორსაც გაყიდვების სტიმულირებაში დებდა: შემახსენებელი შეტყობინებები და ზარები, სესხის რეფინანსირების შეთავაზება და ა.შ…. თუ სესხის აღების შემდეგ კომპანია თქვენი ცხოვრებიდან უკვალოდ ქრება, „კომპანიის პატიოსნებაში“ ეჭვის შესატანად ეს უკვე დიდი საბაბია.
მოკლედ, გახსოვდეთ შემდეგი კრიტერიუმები, რითაც სესხის გამცემი ორგანიზაციის შეფასებას შეძლებთ:
გადაწყვეტილებას, ავიღოთ თუ არა სესხი, უმეტეს წილად ძალიან სპონტანურად ვიღებთ. ამისკენ ხშირად პოზიტიური ემოციები გვიბიძგებს – მოგვეწონება მაღაზიაში ლამაზი ნივთი და საკუთარ ფინანსებზე კონტროლს ვკარგავთ. სესხის აღებას კი ზოგჯერ გაუთვალისწინებელი სიტუაციების დაძლევის შიში „გვაიძულებს“. გვეშინია ყველაფრის, რაც არ გვაქვს დაგეგმილი და რაც ჩვენს ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
თუ საქმე მაღალლიმიტიან სესხებს არ ეხება, მაგალითად, ისეთს, როგორიც იპოთეკურია, სესხის აღებას წინასწარ იშვიათად ვგეგმავთ და ასევე ნაკლებად ვიაზრებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც მის აღებას ახლავს თან.
სესხი, იმის მიუხედავად, სწრაფი სესხის კატეგორიას განეკუთვნება, მაღალლიმიტიანია თუ მცირეთანხიანია, სესხია და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ნასესხები თანხა მსესხებელთან ანუ ბანკში დავაბრუნოთ.
თანხა ისევე სწრაფად რომ ხდება დასაბრუნებელი, როგორც იხარჯება, ალბათ თითოეულმა ჩვენთაგანმა ზედმიწევნით კარგად იცის, იშვიათად თუ მოიძებნება ჩვენგარშემო ისეთი ადამიანი, ვისაც ყოველივე ეს საკუთარ თავზე გამოცდილი არ აქვს.
ახლა, როცა სესხის აღება მკაცრად კონტროლირებადი პროცესი და რთულად მიღწევადი გახდა, ყველა სარეკლამო ტიპის შეტყობინება თუ შეთავაზება, რომელიც მისი აღებისკენ მოგვიწოდებს, კიდევ უფრო მაცდურად ჟღერს. სესხის აღება-არ აღება არც არასდროს ყოფილა დიდი ფიქრის და განხილვის საგანი, თუმცა ახლა, იმ იმედით, რომ ყოველი გამოგზავნილი ტექსტური შეტყობინება სესხის აღების უკანასკნელი შანსია, ჩვენ ამ ნაბიჯს დაუფიქრებლად ვდგამთ, სწრაფად ვავსებთ სესხის განაცხადს და ველოდებით, თანხა ანგარიშზე როდის ჩაირიცხება.
რთულია, შევცვალოთ ჩვენი ქცევა, მით უმეტეს, მცირე დროში, თუმცა არსებობს რამდენიმე კითხვა, რომელზეც დაფიქრება და პასუხის გაცემა დაგვეხმარება სესხის აღების გადაწყვეტილების პროცესი უფრო რაციონალური გავხადოთ:
კარგად გაიაზრეთ, რისთვის სესხულობთ თანხას, ხომ არ შეიძლება მოცდა, საჭირო თანხის საკუთარი რესურსით დაგროვება და სასურველი ნივთის შემდეგ შეძენა. თანხის შეგროვება უნარია, რომელიც ადამიანს ან აქვს ან საკუთარ თავზე დიდ მუშაობას საჭიროებს.
განსაზღვრეთ, რამდენად შეძლებთ ყოველთვიურად იმ თანხის გადახდას, რაც სესხის დასაფარად არის საჭირო, გააკეთეთ თქვენი შემოსავლების და გასავლების ბიუჯეტირება და ნახეთ, გყოფნით თუ არა ფინანსური რესურსი ფეიმენთისთვის.
ერთის მხრივ მაცდურია, როდესაც შეგიძლია სურვილები აისრულო დღეს და სესხის დასაფარად მცირე თანხები დიდი ხნის მანძილზე იხადო. ასეთი სქემა, ერთის მხრივ, თქვენს ფინანსურ სტაბილურობაზე დიდ გავლენას არ მოახდენს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენს საფულეზე ნეგატიურად აისახება.
თუ არ გაქვთ სტაბიულური შემოსავალი და არ იცით ყოველთვე რა რესურსით შეიტანთ დასაფარ თანხას, სესხს ნუ აიღებთ, რადგან „რაღაც იქნება“ – მიდგომა ყოველთვის არ ამართლებს…
პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ არა მხოლოდ სესხის აღების და დაფარვის საკითხს, არამედ სესხის გამცემი ორგანიზაციის შერჩევასაც, რადგან, სესხი რა გავლენას მოახდენს თქვენს ფინანსურ სტაბილურობაზე, დამოკიდებულია იმაზე, რა პირობებით გაქვთ ის აღებული და თქვენი უფლებები რამდენადაა დაცული.
გაციფრულება-ეს ის სიტყვაა, რომელიც დღესდღეობით განსაკუთრებული აქტუალობით გამოირჩევა და რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
ციფრული ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა: სოციალიზაციის ეტაპებს ონლაინ რეჟიმში გავდივართ, ინფორმაციას ციფრული არხებიდან ვიღებთ, ისეთ საბაზისო მოთხოვნილებასაც კი, როგორიც შიმშილია, ხშირად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ვიკმაყოფილებთ. საუბარი ზედმეტია იმაზე, თუ როგორ გაგვიმარტივა გაციფრულებამ ფინანსური სერვისებით სარგებლობა: ინტერნეტ და მობაილ ბანკი, სწრაფი ანუ ონლაინ სესხები, არსებული სესხების რეფინანსირება ონლაინ, ელექტრონული საფულეები, ონლაინ განვადება, ონლაინ ოპოთეკა და ა.შ.
„გაციფრულება“-ეს ცვლილებების დიდი ჯაჭვია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ცვლის მომხმარებლის ქცევას, სოციალურ გარემოს, ეკონომიკას, ბიზნესს და საერთოდ ყველაფერს. გაციფრულებას უამრავი დადებითი მხარე აქვს, ყველაზე ხელშესახები უპირატესობა კი სისწრაფეა: ტექნოლოგიები ხელს გვიწყობენ სწრაფად მივიღოთ ტრადიციული მომსახურება ალტერნატიული გზებით. სწრაფი სესხები ამის კარგი მაგალითია, რამდენიმე წუთში, დისტანციურად შეგვიძლია ავიღოთ სესხი და ასევე, დისტანციურად დავაბრუნოთ ნასესხები თანხა უკან.
გაციფრულება მომავალია! 2019 წელს ფინანსურ ბაზარზე კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება და განვითარდება შემდეგი მიმართულებები:
მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურმა სერვისებმა ჩვენს თვალსა და ხელს შუა განიცადეს ტრანსფორმაცია და არც კი გვახსოვს, როდის გაჩნდნენ ჩვენს ცხოვრებაში საბანკო ბარათები, ბანკომატები და მობილურ ტელეფონებში მობაილ ბანკი, ფინანსური სექტორი ტრადიციული მომსახურების ფორმისკენ ყველაზე მეტად მიდრეკილ სექტორად ითვლება, ამ ბაზრის გაციფრულება საკმაოდ რთული და გრძელვადიანი პროცესია.
როდესაც საქმე საბანკო თუ სხვა ფინანსური მომსახურების მიღებას ეხება, სანდოობა მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია. საწყის ეტაპზე საკმაოდ რთული აღმოჩნდა გაციფრულებული ფინანსური სექტორისთვის მომხმარებლის ნდობის მოპოვება, გაჩნდა უამრავი არასწორი სტერეოტიპი, რომელიც ყველა მწვავედ ონლაინ სესხებს შეეხო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამ სექტორს ძალიან დიდი და მრავალმხრივი პოტენციალი გააჩნია, ეს პრობლემაც მარტივად გადაჭრადი აღმოჩნდა: ამის კარგი მაგალითია თიბისი კრედიტი, tbccredit.ge თიბისი ბანკის ციფრული პლატფორმა, სადაც სესხის აღების პროცესი სრულად გამჭვირვალეა. პლატფორმა მომხმარებელს ონლაინ დახმარებას, ბევრ მინიშნებას და დეტალური ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა გზებს სთავაზობს.
დღესდღეობით სიტყვა „ონლაინ „მხოლოდ სესხის აღების არხს, სისწრაფეს და სიმარტივეს აღნიშნავს და არანაირად არ წარმოადგენს სესხის მარჟისა და ხარისხის განმსაზღვრელ პარამეტრს. მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება კი გვიჩვენებს, რომ ეს დამოკიდებულება ციფრული საბანკო პროდუქტების მიმართ სამომავლოდ კიდევ უფრო გამყარდება.