ჩემი სივრცე
ქარ

ბლოგი

onlainsesxi

რა არის ონლაინსესხი?!

20 9 2024

გაციფრულება, იგივე ციფრული ტრანსფორმაცია, ის პროცესია, რომელმაც თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი ადგილი დაიკავა. ყველაფერი სწრაფად გვჭირდება – სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად. ეს ყველაფერი კვირაში 7 დღის და 24 საათს მანძილზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თანაც ამისთვის არ უნდა გვიწევდეს თადარიგის დაჭერა: ყველაფერი როდესაც გაგვახსენდება, დაგვჭირდება ან მოგვინდება მაშინ უნდა მივიღოთ, და, რაც მთავარია, ამ ყველაფრის მისაღებად ძალისხმევა მინიმალური უნდა იყოს. მოკლედ, თუ ეს კრიტერიუმები არ დაკმაყოფილდა, ყველაფერი აზრს დაკარგავს და აღარაფერი მოგვინდება. გამოდის, რომ სისწრაფე, მოქმედების შეუზღუდავი არეალი და მობილობა გაციფრულების მთავარი კრიტერიუმებია.

გაციფრულების პირველი მცდელობები სათავეს ჯერ კიდეც 60-იან წლებში იღებს, უბრალოდ მაშინ არც ეს სიტყვა არსებობდა და არც წარმოდგენა ჰქონდათ იმაზე, რა ცვლილებებს მოიტანდა ჟამთა სვლა. ამერიკაში, 1960 წელს პირველი ბანკოგრაფი გამოიგონეს, მას თავის თავზე თანხის გადარიცხვის ფუნქცია უნდა აეღო, თუმცა, რკინის ყუთისთვის საკუთარი ფულის ნდობა, არავინ მოისურვა. 1967 წელს ბრიტანულმა ბანკმა „ბარკლიმ“ პირველი ბანკომატი შექმნა – ავად თუ კარგად, ბანკომატის ფენომენმა ნელ-ნელა მთელი მსოფლიო მოიცვა. საქართველოში პირველი ბანკომატი 1998 წელს გამოჩნდა და ასე ჩანაცვლდა „ბანკიდან ფულის გამოტანის“ მეთოდი, სწრაფი, მობილური და მუდმივად ხელმისაწვდომი სერვისით. გაციფრულების ისტორია ძალიან ვრცელია, უსასრულოდ შეიძლება ამაზონის, ქინდლის, ფეიპალის მიერ შექმნილ შესაძლებლობებზე საუბარი. ვოლტი, გლოვო, უბერი, ბოლტი… გვგონია, რომ მათ გარეშე არც ერთი დღე არ გაგვიტარებია.

მოდით ონლაინსესხებს, გაციფრულების ტრენდის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს დავუბრუნდეთ, ნაწილს, რომელმაც ბოლო პერიოდში ნამდვილად დიდი ტრანსფორმაცია განიცადა და ციფრულ პროდუქტებს შორის საპატიო ადგილი დაიკავა.

ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში აფრიკაში არსებობდა წესი „ჰავალა“, რომელიც ნდობის პრინციპზე იყო დაფუძნებული და ადამიანიდან ადამიანზე სწრაფად ფულის სესხად გაცემას გულისხმობდა. ფულის მარტივად მიღების საჭიროება არსებობდა მაშინაც და არსებობს ახლაც.


90-იან წლებში მსოფლიო პრაქტიკაში არაუზრუნველყოფილი სესხები გაჩნდა – მისი მიღება შესაძლებელი გახდა ისე, რომ ბანკში არაფრის „ჩადება“ იყო საჭირო. თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები და მზარდი მოთხოვნების მქონე საზოგადოებისთვის საკმარისი ესეც არ აღმოჩნდა და ბაზარზე 2000 წელს ონლაინსესხი გამოჩნდა. ის მარტივად, ინტერნეტის საშუალებით იყო ხელმისაწვდომი და უზრუნველყოფას არ საჭიროებდა. არავინ აქცევდა ყურადღებას მსესხებლის შემოსავალს. პროცენტს მომხმარებელი იმ დღეების მიხედვით იხდიდა, რამდენ დღესაც გამოიყენებდა თანხას, შემდეგ კი მსესხებელ კომპანიას ამ პროცენტს, ნასესხებ თანხას და კიდევ უამრავ საკომისოს ერთიანად უბრუნებდა. დასაბრუნებელი თანხა ძალიან დიდი გამოდიოდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ 2000-იან წლებში ეს ბაზარი მსოფლიოს ყველა წერტილში სრულად უმართავი იყო და ფულის გამსესხებელი კომპანიებიც საპროცენტო განაკვეთს და სხვადასხვა ტიპის მარჟებს თამამად, საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით აწესებდნენ. ნელ-ნელა ონლაინსესხი ორსახოვან პროდუქტად იქცა: თან დახმარების ხელს უწვდიდა მსესხებელს, თანაც, სესხის დაფარვის დროს, რთულ მდგომარეობაში აყენებდა. ნელ-ნელა ამ ტიპის სესხის მიმართ განწყობა შეიცვალა, მომხმარებლების ერთმა ნაწილმა დაიწყო დამალვა, რომ ონლაინსესხით სარგებლობდა. პროდუქტის იმიჯი იმდენად ნეგატიური იყო, რომ თანხის საჭიროებას მისი მიღების გზის გამო სირცხვილი ახლდა თან. მეორე, სესხის პირობებით გულნატკენმა ნაწილმა, ნაკისრი ვალდებულების არშესრულება, ანუ სესხის არგადახდა დაიწყო.

საბანკო სისტემა მალე მიხვდა, რომ ცვლილების დრო იყო და ნელ-ნელა ყველა ქვეყანაში ონლაინსესხების ბაზრის ერთიან რეგულაციებზე დაიწყო მუშაობა. შეიზღუდა საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი, გაუქმდა ბევრი უსარგებლო საკომისიო, მკაცრად დაიწყო მსესხებლების ფინანსური მდგომარეობის კონტროლი, სესხის აღება მხოლოდ გადამხდელუნარიანი ადამიანებისთვის გახდა შესაძლებელი. დაიწყო სესხის დაფარვის სქემაზე მუშაობა და ამ ცვლილებების პროცესს ბევრი ონლაინსესხის გამცემი კომპანია ემსხვერპლა. ბევრმა ბიზნესმა ვერ გაუძლო სამართლიან შეზღუდვებს და საქმიანობა შეწყვიტა.

რეგულაციებთან ერთან, ტრადიციულ ბანკებში სესხების ხელმისაწვდომობის ზრდამ, მომხმარებელში ონლაინსესხის გამცემი კომპანიების მიმართ ინტერესი შეამცირა, რაც ოფლაინ არხებში შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით და გამჭვირვალე ფასდადებით იყო განპირობებული.


დღესდღეობით ონლაინსესხი გაციფრულების ტრენდის არამხოლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ მისი კლასიკური მაგალითია. უამრავი ცვლილების და რეგულაციის ფონზე ონლაინსესხი ბანკის ფიზიკურ არხებში – ფილიალებში წარმოდგენილი სესხების ანალოგად იქცა – განსხვავება მხოლოდ სესხის მიღების ფორმაშია: 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, რამოდენიმე წუთში, ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ აიღოთ სამომხმარებლო, ავტო, იპოთეკური სესხი, იგივე პირობებით, რა პირობებითაც ამას თქვენი მომსახურე ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეძლებდით


სიტყვა „ონლაინ“ კომპიუტერთან დაკავშირებულ ან კომპიუტერით მართვად პროცესს აღნიშნავს.

სესხი - თანხაა, რომელიც ნასესხებია და რომელსაც დაბრუნების და პროცენტის გადახდის ვალდებულება ახლავს თან.

გაციფრულება – ეს არის ცვლილებების დიდი ჯაჭვი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმართულებას უცვლის მომხმარებლის ქცევას, სოციალურ გარემოს, ეკონომიკას, ბიზნესსა და საერთოდ ყველაფერს. გაციფრულებას ბევრი დადებითი მხარე აქვს, ყველაზე ხელშესახები უპირატესობა კი სისწრაფეა: ტექნოლოგიები ხელს გვიწყობს, სწრაფად მივიღოთ ტრადიციული მომსახურება ალტერნატიული გზებით.

onlain-sesxi-taqsistebistvis

ონლაინსესხი ტაქსისტებისთვის

13 9 2024

ონლაინსესხი ტაქსისტებისთვის? დიახ, ბევრმა თვითდასაქმებულმა ტაქსის მძღოლმა, არც კი იცის, რომ სესხის აღება იმავე წარმატებით შეუძლია, როგორც ამას ოფიციალურად დასაქმებული მსესხებლები ახერხებენ.

მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის რეგულაციების მიხედვით, სესხის აღების პროცედურა შემოსავლების დადასტურებას მჭიდროდ მიება, ბევრ თვითდასაქმებულ ადამიანს გაუჩნდა კითხვა -როგორ ავიღოთ სესხი? ნაკლები ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ სესხის აღების უფლება ყველა იმ თვითდასაქმებულ ადამიანს აქვს, ვინც საკუთარი შემოსავლების დადასტურებას შეძლებს.

თუ თვითდასაქმებულ ადამიანთა სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ დღესდღეობით ამ სეგმენტის უმეტესი ნაწილი ტაქსის მძღოლებისგან შედგება, მათ კი, ამ შემთხვევაში, ძალიან გაუმართლათ.

თუ სესხის აღების საჭიროების წინაშე დადგებიან, ისინი სასურველი თანხის მიღებას ყველა თვითდასაქმებულზე მარტივად შეძლებენ.


ტაქსის მღოლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ლიცენზია, რაც უკვე მათი პროფესიის დამადასტურებელი დოკუმენტია და ამიტომ, ბანკისთვის საკმაოდ ღირებული საბუთია. ამის გარდა, მოქმედ ტაქსის მძღოლს აუცილებლად აქვს ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა, რომელიც, როგორც ლიცენზია, ბანკისითვის ერთ-ერთი აუცილებელი მტკიცებულებაა.

ჩნდება სხვა კითხვაც, რაც დოკუმენტაციასთან არ არის დაკავშირებული – თუ ტაქსის მძღოლი ვარ, როგორ ავიღო სესხი და სად მოვითხოვო თანხა?

ვებგვერდზე tbccredit.ge ივსება სტანდარტული, სესხის ძალიან მარტივი და მოკლე განაცხადი, რომელიც სულ რაღაც ორ წუთს წაგართმევთ. შეგიძლიათ 200-დან 30 000 ლარამდე ფარგლებში ნებისმიერი თანხა მოითხოვოთ მაქსიმუმ 48 თვის ვადით.


სესხის დაფარვა ნებისმიერ დროს შეიძლება – ძირი და პროცენტი ერთდროულად იფარება და, შესაბამისად, ციფრულ პლატფორმაზე წარმოდგენილი სესხი ფილიალში ხელმისაწვდომი სესხის ანალოგია. მას არანაირი შეხება აქვს აქამდე ფართოდ გავრცელებულ ონლაინსესხთან და მომხმარებლის შესაძლებლობებზე მაქსიმალურადაა მორგებული.

შემდეგ, მითითებული ინფორმაციის და შემოსავლების მიხედვით, გადაწყვეტილებას იღებენ და თუ სესხი დაგიმტკიცდათ, საჭირო გახდება თქვენ მიერ განაცხადში მითითებული საქმიანობის დადასტურება, რაც სწორედ ლიცენზიის და მანქანის პასპორტის საშუალებით უნდა მოხდეს. განაცხადში მითითებულ სპეციალურ მეილზე იგზავნება საბანკო ამონაწერი და ზემოთ ნახსენები ორი მთავარი დოკუმენტი, რომლის განხილვის შემდეგაც მომდევნო ეტაპზე გადახვალთ – ბანკის თანამშრომელი მოვა თქვენთვის ხელსაყრელ ადგილას და თქვენს ავტომანქანას, რომლითაც მუშაობთ, ფოტოებს გადაუღებს.

როგორც აღვნიშნეთ, სესხის განაცხადის შევსებას და დამტკიცებას, სულ რაღაც ორი წუთი სჭირდება. ის კი, რამდენად სწრაფად გადააგზავნით დამატებით საბუთებს მეილზე, თქვენზეა დამოკიდებული. ბანკის თანამშომელი თქვენთან 2-5 სამუშაო დღის განმავლობაში მოვა.

თიბისი კრედიტის გუნდი, ტაქსის მძღოლების დიდი სეგმენტისთვის პროცესის გასამარტივებლად აქტიურად მუშაობს – მალე შემოსავლის დადასტურება ადგილზე ვიზიტის გარეშეც გახდება შესაძლებელი.

onlain-sesxi-dzidzebistvis

ონლაინსესხი ძიძებისთვის

6 9 2024

ონლაინსესხი ძიძებისთვის – ცოტა შემაშინებლად და არარეალურად ჟღერს: ის ავტომატურად მაღალპროცენტიან სესხთან ასოცირდება, სესხის აღება ძიძებისთვის კი თითქმის წარმოუდგენელია, ისინი ხომ თვითდასაქმებულები არიან და ხელფასს, როგორც წესი, ხელზე იღებენ.

მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ დავანგრიოთ ეს არასწორი სტერეოტიპი: პირველი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც უნდა შევეხოთ, პროდუქტის – ონლაინსესხის განმარტებაა. დღესდღეობით უამრავი სერვისი და პროდუქტი გახდა დისტანციური და თავისი სისწრაფით და მობილობით თითოეული ადამიანის ცხოვრებას ამარტივებს. საბანკო პროდუქტები დისტანციურად ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გახდა, მაგალითად, მობაილბანკმა ყველა მობილურ ტელეფონში, ყველა ჩანთაში და ჯიბეში პერსონალური ბანკის პრეცედენტი შექმნა.

ონლაინსესხიც ერთ-ერთი გაციფრულებული, დისტანციურად ხელმისაწვდომი სესხია, რომელიც ბანკის ფილიალში არსებული სესხის ანალოგია და რომლის აღებაც სახლიდან ან ნებისმიერი ადგილიდან, 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდივე დღის განმავლობაშია შესაძლებელი.


გაციფრულებას არ შეუცვლია პროდუქტი და მისი პროცენტი, შეცვალა მხოლოდ მისი ხელმისაწვდომობა და სესხის მიღების ფორმა.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი – თვითდასაქმებულთათვის სესხი აღების საკითხია. ხშირად ვისმენთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა – „მე სესხს ვერ ავიღებ, ხელფასი ბანკში არ მერიცხება“, „მე ძიძა ვარ და ვინ მომცემს სესხს“… სესხის აღება შეუძლია ყველას, ვინც 18 წლიდან 62 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ჯდება, თიბისი ბანკის მომხმარებელია და თავისი საქმიანობის და შემოსავლების დადასტურება შეუძლია.

საქმიანობის და შემოსავლების დადასტურება ძალიან მარტივია: სესხის განაცხადის შევსების დროს, როდესაც მსესხებელი თვითდასაქმებულის სტატუსს ირჩევს, ბანკის თანამშრომელი მოდის სამუშაო ადგილას და მსესხებლის საქმიანობის ამსახველ ფოტოებს იღებს – ამით დასტურდება, რომ მსესხებელი ნამდვილად დასაქმებულია და მას სესხის დაფარვის ვალდებულება გამოუვალ მდგომარეობაში არ ჩააყენებს.

ამ ეტაპზე, პანდემიამ დროში გაწელა ბანკის თანამშრომლის საქმიანობის ადგილზე ვიზიტი, ამიტომ სასურველია მსესხებელმა თადარიგი დაიჭიროს და სესხი უშუალოდ საჭიროების მომენტში არ მოითხოვოს, ვიზიტის დასაგეგმად ბანკს 2-3 სამუშაო დღე სჭირდება, რაც შეეხება სესხის დამტკიცებას, ვადები უცვლელია და სულ რაღაც 2 წუთს საჭიროებს.

shabat-kviras-sesxi-fasdaklebit

შაბათ-კვირას სესხი ფასდაკლებით

30 8 2024

თუ შაბათ-კვირას სამომხმარებლო სესხის აღებას გადაწყვეტ, 30%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებ.
სესხის თანხა შეგიძლია შენთვის სასურველი ნებისმიერი მიზნობრიობით გამოიყენო:
მოგზაურობა, ონლაინ შოპინგი, ესთეტიკური პროცედურები, ონლაინ კურსები თუ სხვადასხვა საყიდლები.
აიღე 80 000 ლარამდე თანხა 2 წუთში. ეფექტური 15.5%-დან.
შეთავაზება მოქმედებს შაბათს 00:00 საათიდან, კვირას 23:59 საათამდე

distanciuri-servisebi-tbccreditisgan

დისტანციური სერვისები თიბისი კრედიტისგან

22 7 2024

Covid19-ის პრევენციისა და მისი გავრცელების შეჩერებისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საყურადღებო რეკომენდაციებს ავრცელებს. ფიზიკური კონტაქტების შემცირება და არასაჭირო გადაადგილებისგან თავის შეკავება მათი ერთ-ერთი გასათვალისწინებელი რეკომენდაციაა. აქედან გამომდინარე, გაზრდილია დისტანციურ სერვისებსა და ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნა.

თიბისი კრედიტი პასუხისმგებლობით ეკიდება ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს და მზად არის, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დისტანციურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაზარდოს. თიბისი ბანკის ონლაინ სესხების პლატფორმა მომხმარებელს სესხების მიღებას მარტივ და მოსახერხებელ ფორმატში სთავაზობს.

რას გთავაზობთ თიბისი კრედიტი?


www.tbccredit.ge სწრაფი სესხების ონლაინ პლატფორმაა, სადაც მომხმარებელს სესხის მიღება დისტანციურად, სწრაფად და მარტივად შეუძლია. განაცხადის შევსებას ვებ-გვერდზე სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, პასუხს კი დაუყოვნებლივ მიიღებთ.

ვებ-გვერდიდან შესაძლებელია 200-დან 80 000 ლარამდე სესხის მიღება მაქსიმუმ 48 თვემდე ვადით. სესხის გადახდით თქვენ ერთნაირად ფარავთ როგორც ძირს, ასევე მასზე დარიცხულ პროცენტს, რაც ნიშნავს, რომ ვადის გასვლის შემდეგ სესხი ავტომატურად ნულდება, წინასწარი დაფარვა კი ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

თიბისი კრედიტი სესხებს მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული პირობებით გასცემს. აქ საპროცენტო განაკვეთიც ინდივიდუალურად განისაზღვრება. მიმდინარე პერიოდში გაცემულ სესხებზე არ ვრცელდება ეპიდემიასთან დაკავშირებული სამთვიანი საშეღავათო პირობები, თუმცა საკრედიტო ისტორიის და ფინანსური მდგომარეობით გათვალისწინებით დგინდება საკრედიტო ლიმიტი და სესხის პროცენტიც, რომელიც მთლიანად თქვენზეა მორგებული. რაც მთავარია, არ არსებობს მომხმარებლისთვის დაფარული ხარჯი, რადგან მსესხებელს საქმე ქვეყანაში მოქმედ ყველაზე სანდო საფინანსო ინსტიტუტთან აქვს.

რატომ მივმართოთ თიბისი კრედიტს?


დღეს, როცა ყველა რეკომენდაციაში სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდებენ, განსაკუთრებულად აუცილებელი გახდა დისტანციური სერვისებით სარგებლობა. თიბისი კრედიტი მომხმარებელს სრული სერვისის მიღებას სახლიდან გაუსვლელად სთავაზობს. ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით, სესხის მისაღებად საჭირო შემოსავლის დადასტურებაც გამარტივებულია და ასევე ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი. მსესხებელს თავდების ან გირაოს წარდგენა არ სჭირდება.

ისარგებლეთ თიბისი კრედიტის ონლაინ სესხით და მიიღეთ მომსახურება მარტივად, სახლიდან გაუსვლელად.

rogor-mivigo-moklevadiani-sesxi-tbccreditisgan

როგორ მივიღოთ მოკლევადიანი სესხი თიბისი კრედიტისგან?

15 7 2024

დღეს, როცა ბაზარზე მრავალი სხვადასხვა საფინანსო კომპანია უამრავ სხვადასხვანაირ სესხს გვთავაზობს, დამეთანხმებით, რთულია ყველა წარმოდგენილი პროდუქტის დეტალური შესწავლა, თუმცა როცა საქმე ფინანსებს და, მით უფრო, სესხს ეხება, აუცილებელია ყველა დეტალის გათვალისწინება და გარკვევა. თუ თქვენ მოკლევადიანი სესხით ხართ დაინტერესებული, მაშინ საჭირო დროს სწორ ადგილზე მოხვედრილხართ.

რა არის მოკლევადიანი სესხი?


მოკლევადიანი სესხი იგივე სწრაფი სესხია, რომელიც გადახდის შედარებით მოკლე ვადით გამოირჩევა. ასეთი სახის სესხი მინიმუმ ერთი თვით შეგიძლიათ აიღოთ. ხშირად მოკლევადიანი სესხი თანხის მხრივაც მცირე მოცულობის სესხია, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლები ხელფასის ჩარიცხვამდე იღებენ. ასეთი სიტუაცია კი ყველასთვის ნაცნობია – ხანდახან მოულოდნელად გვჭირდება თანხა სამკურნალოდ, ხელფასამდე ვერ იცდის გაფუჭებული მანქანა ან სულაც საყვარელ მაღაზიაში დიდი ხნის ნანატრი აქცია დაიწყო. ასეთ დროს მოკლევადიანი სესხი მარტივი გამოსავალია, რომელსაც თიბისი კრედიტი ბაზარზე საუკეთესო პირობებით გასცემს.

როგორ ავიღოთ მოკლევადიანი სესხი TBC Credit-ზე?


თიბისი კრედიტზე მოკლევადიანი სესხის მიღება მარტივი ონლაინაპლიკაციის შევსებით შეგიძლიათ. იმისათვის, რომ მიიღოთ სესხი, რამდენიმე მარტივ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეთ:

  • უნდა იყოთ 18-დან 64 წლამდე საქართველოს მოქალაქე
  • უნდა გქონდეთ ერთი აქტიური ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში
  • უნდა გქონდეთ სტაბილური შემოსავალი და ამის დადასტურება საბანკო ამონაწერით შეგეძლოთ

განაცხადის განხილვას მაქსიმუმ 10 წუთი სჭირდება. ამ მარტივი და მოსახერხებელი პროცედურით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 200-დან 80 000 ლარამდე თანხა მინიმუმ ერთი, მაქსიმუმ კი 48 თვემდე ვადით.

რა უპირატესობა აქვს TBC Credit-ის მოკლევადიან სესხებს?


თიბისი კრედიტი თიბისი ბანკის მიერ შექმნილი სწრაფი სესხების ონლაინპლატფორმაა, რაც ნიშნავს, რომ თქვენ საქმე სანდო, გამოცდილ და გამჭვირვალე პირობებით მოქმედ ორგანიზაციასთან გაქვთ. თიბისი კრედიტის საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება, ეს ნიშნავს, რომ აქ არ არსებობს მომხმარებლისთვის დაფარული ხარჯი და მოულოდნელი ცვლილებები. მოკლევადიანი სესხებისთვის აქ საუკეთესო პირობები დაგხვდებათ:

  • თიბისი კრედიტი მომხარებელზე მორგებულ და ყველაზე მოქნილ პირობებს გთავაზობთ
  • მოკლევადიანი სესხის პროცენტი ყველა მსესხებლისთვის ინდივიდუალურად ანგარიშდება
  • თიბისი კრედიტი საქართვლოში პირველი კომპანიაა, რომელმაც მომხმარებლებს მოკლევადიანი სესხების რეფინანსირება შესთავაზა
  • თიბისი კრედიტის მოკლევადიანი სესხით სარგებლობა უარყოფითად არ აისახება თქვენს საკრედიტო რეიტინგზე, რადგან ეს არის ჩვეულებრივი სესხი, რომელიც ზუსტად ისეთივე გავლენას ახდენს თქვენს საკრედიტო ისტორიაზე, როგორც ნებისმიერი სხვა სესხი
  • მოკლევადიანი სესხის გადახდისას ერთდროულად იფარება ძირი და პროცენტი, რაც ნიშნავს, რომ ვადის გასვლის ბოლოს სესხი ავტომატურად ნულდება.

რა პროცესის გავლაა საჭირო მოკლე ვადიანი სესხის მისაღებად?


თიბისი კრედიტის ონლაინპლატფორმაზე სესხის განაცხადის განხილვა ავტომატურ რეჟიმში მიმდინარეობს. მარტივად რომ ვთქვათ, მონაცემებს არა კონკრეტული თანამშრომელი ან კრედიტოფიცერი, არამედ სისტემა განიხილავს ავტომატურად. თუ თქვენ ყველა მოთხოვნილ კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, სესხი აუცილებლად დაგიმტკიცდებათ. სისტემის მიერ ასევე ანალიზდება და განისაზღვრება მისი საპროცენტო განაკვეთი, ხანგრძლივობა, ყოველთვიური გადახდის რაოდენობა და საერთო საკრედიტო ლიმიტი. განაცხადზე პასუხს კი სულ რამდენიმე წუთში მიიღებთ.

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ მოკლევადიან სესხებზე?


მოკლევადიანი სესხი მარტივი და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დასაქმებული, მყარი შემოსავლის მქონე პირისთვის, თუმცა მისი გამოყენება არამიზნობრივად და დაუფიქრებლად დაუშვებელია. აუცილებელია გააანალიზოთ, რისთვის გჭირდებათ სესხი, როგორ აპირებთ მის დაფარვას, რამდენად იმოქმედეს ეს სესხი თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. მოკლევადიანი სესხები, როგორც წესი, სწრაფად იფარება, თუკი მას რეგულარულად და თანმიმდევრულად იხდით. თიბისი კრედიტი სესხის პირობებს თქვენს მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას მოარგებს, ახლა კი ჯერი თქვენზეა – შეგიძლიათ სცადოთ!

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით

გაცნობებთ, რომ თიბისი ბანკი თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნებით ამუშავებს, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით გთხოვთ გაეცნოთ პერსონალური მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.